https://sputnik-georgia.com/20210830/raribasvili-oqtombridan-msvidi-periodi-iqneba-259130514.html
ღარიბაშვილი: ყველა პროგნოზის მიხედვით, ოქტომბრიდან მშვიდი პერიოდი იქნება
ღარიბაშვილი: ყველა პროგნოზის მიხედვით, ოქტომბრიდან მშვიდი პერიოდი იქნება
Sputnik საქართველო
საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარება მკვეთრად გაუარესებულია. ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი 4-5 ათასს აჭარბებს. 30.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-30T13:49+0400
2021-08-30T13:49+0400
2023-08-17T18:13+0400
covid-19 - ბოლო ცნობები
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/18/252411463_0:66:1280:786_1920x0_80_0_0_31ed4ced83a24b1e5abe1c6f4b71f1a2.jpg
თბილისი, 30 აგვისტო – Sputnik. ჩვენი ექიმების და მეცნიერების პროგნოზია, რომ სიტუაცია შედარებით დასტაბილურდება და ოქტომბრიდან იქნება მშვიდი პერიოდი, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.როგორც პრემიერმა აღნიშნა, მთავრობის ამოცანაა – სექტემბრის ბოლომდე 2 მლნ ადამიანი იყოს აცრილი, აქედან ზოგი ერთჯერადად, ზოგი კი უკვე ორჯერადად იქნება აცრილი.ქვეყანა კორონავირუსის მეოთხე ტალღას ებრძვის. ინფიცირების შემთხვევების ყოველდღიური მაჩვენებელი ძალზე მაღალია. ინფიცირების ყოველდღიურმა მაჩვენებელმა უკვე გადააჭარბა 2020 წლის შემოდგომაზე მეორე ტალღის დროს არსებულ საშუალო მონაცემებს.საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 545 ათასს გადააჭარბა, გარდაიცვალა – 7.329 (ბოლო24 საათში – 78).დაავადებათა კონტროლის ცენტრის 30 აგვისტოს მონაცემებით, ჯამურად ჩატარებულია 1.164.402 აცრა, აქედან სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 383.454 ადამიანი – ზრდასრული მოსახლეობის 13,4%. ეპიდემიოლოგების განცხადებით, პანდემიის დასაძლევად ზრდასრული მოსახლეობის 60-70%-ის ვაქცინაციაა საჭირო.
https://sputnik-georgia.com/20210830/gamyrelize-rekomendebhulia-yvela-orsuli-aicras-258912786.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/18/252411463_72:0:1208:852_1920x0_80_0_0_92a2f9ed0cb125ac708f3c07f5202eab.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, covid-19
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, covid-19
ღარიბაშვილი: ყველა პროგნოზის მიხედვით, ოქტომბრიდან მშვიდი პერიოდი იქნება
13:49 30.08.2021 (განახლებულია: 18:13 17.08.2023) საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარება მკვეთრად გაუარესებულია. ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი 4-5 ათასს აჭარბებს.
თბილისი, 30 აგვისტო – Sputnik. ჩვენი ექიმების და მეცნიერების პროგნოზია, რომ სიტუაცია შედარებით დასტაბილურდება და ოქტომბრიდან იქნება მშვიდი პერიოდი, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, მთავრობის ამოცანაა – სექტემბრის ბოლომდე 2 მლნ ადამიანი იყოს აცრილი, აქედან ზოგი ერთჯერადად, ზოგი კი უკვე ორჯერადად იქნება აცრილი.
„ჩვენთვის მთავარი გამოსავალი ამ სიტუაციაში არის სწორედ აცრები და ყველას უნდა მოვუწოდოთ ვაქცინაციისკენ. მილიონ ადამიანს ძალიან მალე ავცრით, ალბათ უახლოეს რამდენიმე დღეში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ქვეყანა კორონავირუსის მეოთხე ტალღას ებრძვის. ინფიცირების შემთხვევების ყოველდღიური მაჩვენებელი ძალზე მაღალია. ინფიცირების ყოველდღიურმა მაჩვენებელმა უკვე გადააჭარბა 2020 წლის შემოდგომაზე მეორე ტალღის დროს არსებულ საშუალო მონაცემებს.
საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 545 ათასს გადააჭარბა, გარდაიცვალა – 7.329 (ბოლო24 საათში – 78).
დაავადებათა კონტროლის ცენტრის 30 აგვისტოს მონაცემებით, ჯამურად ჩატარებულია 1.164.402 აცრა, აქედან სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 383.454 ადამიანი – ზრდასრული მოსახლეობის 13,4%. ეპიდემიოლოგების განცხადებით, პანდემიის დასაძლევად ზრდასრული მოსახლეობის 60-70%-ის ვაქცინაციაა საჭირო.