https://sputnik-georgia.com/20210830/megan-marklis-kanis-movlis-saidumlo-258988783.html
მეგან მარკლის ბზინვარე კანის საიდუმლო – როგორ უვლის თავს ჰერცოგინია
მეგან მარკლის ბზინვარე კანის საიდუმლო – როგორ უვლის თავს ჰერცოგინია
Sputnik საქართველო
ცოტა ხნის წინ სასექსის ჰერცოგინიას 40 წელი შეუსრულდა. ნახეთ მისი კანის მოვლის საიდუმლო. 30.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-30T15:00+0400
2021-08-30T15:00+0400
2021-08-30T19:15+0400
ეს საინტერესოა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/10/252340603_0:0:3243:1824_1920x0_80_0_0_bd73c8ea3ac148668b1cdb466c301109.jpg
მეგან მარკლი სილამაზის კერპად ითვლება. მანამ, სანამ ბრიტანულ სამეფო ოჯახში შევიდოდა, ყოფილი მსახიობი ე.წ. „ბიუთიჰოლიკად“ ითვლებოდა, მეგანი გამუდმებით უზიარებდა ხელმომწერებს თავის მოვლის საშუალებებს და სილამაზის რუტინას საკუთარ ბლოგში The Tig.მეგანის ერთ-ერთი კოსმეტოლოგი კეიტ სომერვილი განმარტავს, რომ თავის მოვლის კარგი პროცედურა 5 ნაბიჯისგან უნდა შედგებოდეს: წმენდა, დასკრაბვა, დატენიანება, მკვებავი საცხების გამოყენება და ულტრაიისფერი სხივებისგან დაცვა.ამიტომ სანამ ახალ პროცედურას დაიწყებთ, აუცილებელია იცოდეთ საკუთარი კანის ტიპი, რომლის მიხედვითაც ბიუთი რიტუალი უნდა ჩაიტაროთ. რაც შეეხება ფიზიკურ პილინგს, ეს დერმატოლოგის ერთ-ერთი საყვარელი პროცედურაა. ოპტიმალური ეფექტისთვის კეიტი სკრაბის სახეზე ორი წუთის განმავლობაში გაჩერებას გვირჩევს, შემდეგ კი გრილი წყლით ჩამობანვას. აუცილებელია იცოდეთ, რომ სკრაბის გამოყენება შეიძლება კვირაში მხოლოდ ორჯერ.ბოლო ეტაპი მზისგან დაცვაა. კოსმეტოლოგი განმარტავს, რომ მაშინაც კი, თუ სახლიდან გასვლა არ გიწევთ, ეს ეტაპი აუცილებლად უნდა ჩაიტაროთ, ვინაიდან ულტრაიისფერი სხივები სხვადასხვა კომპიუტერული მოწყობილობებიდანაც გამოდის. შესაბამისად, მზისგან დამცავი საცხები ყოველდღიური რუტინის ნაწილი უნდა გახადოთ.ჯოანა ვარგასი, მეგან მარკლის კიდევ ერთი ცნობილი კოსმეტოლოგია, რომელიც თვლის, რომ ჰერცოგინიას კანი დამოკიდებულია მის ჯანმრთელობაზე.მეგან მარკლი აღიარებს რომ JV-ს ნაჭრის ნიღბების დიდი მოყვარულია, სწორედ ეს ეხმარება მის კანს ტონუსის შენარჩუნებაში. ასევე არ დაივიწყოთ რეტინოლი, რომელიც, ვარსკვლავური კოსმეტოლოგის თქმით, უხდება ყველა ტიპის კანს. საქმე ისაა, რომ რეტინოლის აქტიური კომპონენტები პიგმენტური ლაქების გაქრობას უწყობს ხელს, ასტიმულირებს კოლაგენის გამომუშავებას. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი პროცედურის შემდეგ თქვენი კანიც ბზინვარე და ლამაზი გახდება მეგანის მსგავსად.
https://sputnik-georgia.com/20220314/megan-marklis-biorgapia-princi-hari-252462241.html
https://sputnik-georgia.com/20210826/megan-markli-da-princi-hari-258591651.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/10/252340603_175:0:2906:2048_1920x0_80_0_0_cd452d4312f06684daf0b0c44ec37e65.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მეგან მარკლი დიდი ბრიტანეთი კანი მოვლა პროცედურები კოსმეტოლოგი
მეგან მარკლი დიდი ბრიტანეთი კანი მოვლა პროცედურები კოსმეტოლოგი
მეგან მარკლის ბზინვარე კანის საიდუმლო – როგორ უვლის თავს ჰერცოგინია
15:00 30.08.2021 (განახლებულია: 19:15 30.08.2021) ცოტა ხნის წინ სასექსის ჰერცოგინიას 40 წელი შეუსრულდა. ნახეთ მისი კანის მოვლის საიდუმლო.
მეგან მარკლი სილამაზის კერპად ითვლება. მანამ, სანამ ბრიტანულ სამეფო ოჯახში შევიდოდა, ყოფილი მსახიობი ე.წ. „ბიუთიჰოლიკად“ ითვლებოდა, მეგანი გამუდმებით უზიარებდა ხელმომწერებს თავის მოვლის საშუალებებს და სილამაზის რუტინას საკუთარ ბლოგში The Tig.
მეგანის ერთ-ერთი კოსმეტოლოგი კეიტ სომერვილი განმარტავს, რომ თავის მოვლის კარგი პროცედურა 5 ნაბიჯისგან უნდა შედგებოდეს: წმენდა, დასკრაბვა, დატენიანება, მკვებავი საცხების გამოყენება და ულტრაიისფერი სხივებისგან დაცვა.
„თუ ცხიმიანი კანი გაქვთ, ორმაგი წმენდა გჭირდებათ, ხოლო თუ ძალიან მშრალი, მაშინ წმენდის ერთი ეტაპიც საკმარისია“, – ამბობს კოსმეტოლოგი.
ამიტომ სანამ ახალ პროცედურას დაიწყებთ, აუცილებელია იცოდეთ საკუთარი კანის ტიპი, რომლის მიხედვითაც ბიუთი რიტუალი უნდა ჩაიტაროთ. რაც შეეხება ფიზიკურ პილინგს, ეს დერმატოლოგის ერთ-ერთი საყვარელი პროცედურაა. ოპტიმალური ეფექტისთვის კეიტი სკრაბის სახეზე ორი წუთის განმავლობაში გაჩერებას გვირჩევს, შემდეგ კი გრილი წყლით ჩამობანვას. აუცილებელია იცოდეთ, რომ სკრაბის გამოყენება შეიძლება კვირაში მხოლოდ ორჯერ.
ბოლო ეტაპი მზისგან დაცვაა. კოსმეტოლოგი განმარტავს, რომ მაშინაც კი, თუ სახლიდან გასვლა არ გიწევთ, ეს ეტაპი აუცილებლად უნდა ჩაიტაროთ, ვინაიდან ულტრაიისფერი სხივები სხვადასხვა კომპიუტერული მოწყობილობებიდანაც გამოდის. შესაბამისად, მზისგან დამცავი საცხები ყოველდღიური რუტინის ნაწილი უნდა გახადოთ.
ჯოანა ვარგასი, მეგან მარკლის კიდევ ერთი ცნობილი კოსმეტოლოგია, რომელიც თვლის, რომ ჰერცოგინიას კანი დამოკიდებულია მის ჯანმრთელობაზე.
„კანი – ეს არის იმის ანარეკლი, თუ რა ხდება თქვენს ორგანიზმში. აუცილებელია დაიცვათ სწორი კვების პრინციპი: შეზღუდოთ ალკოჰოლის მიღება, რძის პროდუქტები შეამციროთ, რეგულარულად დაკავდეთ სპორტით, იმისათვის, რომ ლიმფური სისტემის სწორი ფუნქციონირება გვქონდეს სახეზე“, – ამბობს ჯოანა.
მეგან მარკლი აღიარებს რომ JV-ს ნაჭრის ნიღბების დიდი მოყვარულია, სწორედ ეს ეხმარება მის კანს ტონუსის შენარჩუნებაში. ასევე არ დაივიწყოთ რეტინოლი, რომელიც, ვარსკვლავური კოსმეტოლოგის თქმით, უხდება ყველა ტიპის კანს. საქმე ისაა, რომ რეტინოლის აქტიური კომპონენტები პიგმენტური ლაქების გაქრობას უწყობს ხელს, ასტიმულირებს კოლაგენის გამომუშავებას. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი პროცედურის შემდეგ თქვენი კანიც ბზინვარე და ლამაზი გახდება მეგანის მსგავსად.