https://sputnik-georgia.com/20210826/megan-markli-da-princi-hari-258591651.html
როგორ დაიკლო ზედმეტი კილოგრამები მეგან მარკლმა მშობიარობის შემდეგ
როგორ დაიკლო ზედმეტი კილოგრამები მეგან მარკლმა მშობიარობის შემდეგ
Sputnik საქართველო
სულ ცოტა ხნის წინ მეგან მარკლი მეორე შვილის, ლილიბეტის დედა გახდა. ფეხმძიმობის პერიოდში მან წონაში მოიმატა, თუმცა ამაზე არ უდარდია, რადგან პირველი შვილის... 26.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-26T15:00+0400
2021-08-26T15:00+0400
2021-08-30T12:28+0400
ეს საინტერესოა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/1b/252439269_0:315:3081:2048_1920x0_80_0_0_2721bc9fb16ef8b6c82f07f034c595d9.jpg
მიუხედავად იმისა, რომ მეგან მარკლის შესახებ არაერთი ჭორი ვრცელდება, ფაქტი ერთია – ის ყოველთვის შესანიშნავად გამოიყურება. ჰერცოგინია წონაში მხოლოდ ორსულობისას იმატებს, თუმცა სასურველ ფორმას ყოველთვის სწრაფად იბრუნებს. კამერების წინ ბოლოდროინდელი გამოჩენის შემდეგ ტაბლოიდები წერენ, რომ მეგანი მშობიარობის შემდეგ აქტიურად ცდილობს წონაში დაკლებას და ამ მიზნამდე ის ნაბიჯ-ნაბიჯ მიდის.როგორც არაერთი გამოცემა წერს, მეგან მარკლის დილა ერთი ჭიქა თბილი წყლითა და ლიმონით იწყება. ეს, როგორც უკვე ბევრმა კარგად იცის, აღვიძებს ორგანიზმს და აჩქარებს საჭმლის მონელების პროცესებს. ამას მოჰყვება საყვარელი შვრიის საუზმე, ჩვეულებრივ, ნუშის და სოიოს რძით, ხოლო შაქრის შემცვლელად მეგანი ბანანს ან აგავის წვენს იყენებს.გარდა ამისა, ჰერცოგინია ხშირად მიირთმევს ომლეტს ყველითა და მწვანილებით. მეგან მარკლი უპირატესობას ანიჭებს სრულყოფილ ლანჩსა და მსუბუქ ვახშამს. მან ადრე განმარტა, რომ კვირის განმავლობაში ცდილობს მიირთვას ვეგანური და უგლუტეინო საკვები, რათა შაბათ-კვირას თავს უფლება მისცეს, ჭამოს ის, რაც მოესურვება.Best Health-თან საუბრისას კი მან განმარტა, რომ დიეტას არ იცავს და ცდილობს სწორი და დაბალანსებული კვება ცხოვრების წესად აქციოს. ჰერცოგინიამ თქვა, რომ სადილის შემდეგ ის სვამს მწვანე (მწვანილების) წვენს და უარს ამბობს ყავაზე, მას კი ისეთი პროდუქტებით ანაცვლებს, როგორებიცაა, ვაშლი, კომბოსტო, ლიმონი ან ჯანჯაფილი. მიუხედავად იმისა, რომ მეგან მარკლი კარგი მზარეულია და ოჯახურ ვახშამსაც ხშირად აწყობს, ახერხებს იკვებოს დაბალანსებულად და ყოველთვის შეინარჩუნოს სასურველი ფორმა.
https://sputnik-georgia.com/20210805/megan-markli-40-wlis-gaxda-252510395.html
https://sputnik-georgia.com/20210806/megan-markli-princi-hari-252514767.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/1b/252439269_33:0:2764:2048_1920x0_80_0_0_239ed809fadfe34e816cb993de680330.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პრინცი ჰარი მეგან მარკლი
როგორ დაიკლო ზედმეტი კილოგრამები მეგან მარკლმა მშობიარობის შემდეგ
15:00 26.08.2021 (განახლებულია: 12:28 30.08.2021) სულ ცოტა ხნის წინ მეგან მარკლი მეორე შვილის, ლილიბეტის დედა გახდა. ფეხმძიმობის პერიოდში მან წონაში მოიმატა, თუმცა ამაზე არ უდარდია, რადგან პირველი შვილის, არჩის გაჩენის შემდეგ ძალიან მალე მოახერხა ფორმაში ჩადგომა, ამისთვის კი რამდენიმე პროდუქტს იყენებდა.
მიუხედავად იმისა, რომ მეგან მარკლის შესახებ არაერთი ჭორი ვრცელდება, ფაქტი ერთია – ის ყოველთვის შესანიშნავად გამოიყურება. ჰერცოგინია წონაში მხოლოდ ორსულობისას იმატებს, თუმცა სასურველ ფორმას ყოველთვის სწრაფად იბრუნებს. კამერების წინ ბოლოდროინდელი გამოჩენის შემდეგ ტაბლოიდები წერენ, რომ მეგანი მშობიარობის შემდეგ აქტიურად ცდილობს წონაში დაკლებას და ამ მიზნამდე ის ნაბიჯ-ნაბიჯ მიდის.
როგორც არაერთი გამოცემა წერს, მეგან მარკლის დილა ერთი ჭიქა თბილი წყლითა და ლიმონით იწყება. ეს, როგორც უკვე ბევრმა კარგად იცის, აღვიძებს ორგანიზმს და აჩქარებს საჭმლის მონელების პროცესებს. ამას მოჰყვება საყვარელი შვრიის საუზმე, ჩვეულებრივ, ნუშის და სოიოს რძით, ხოლო შაქრის შემცვლელად მეგანი ბანანს ან აგავის წვენს იყენებს.
გარდა ამისა, ჰერცოგინია ხშირად მიირთმევს ომლეტს ყველითა და მწვანილებით. მეგან მარკლი უპირატესობას ანიჭებს სრულყოფილ ლანჩსა და მსუბუქ ვახშამს. მან ადრე განმარტა, რომ კვირის განმავლობაში ცდილობს მიირთვას ვეგანური და უგლუტეინო საკვები, რათა შაბათ-კვირას თავს უფლება მისცეს, ჭამოს ის, რაც მოესურვება.
Best Health-თან საუბრისას კი მან განმარტა, რომ დიეტას არ იცავს და ცდილობს სწორი და დაბალანსებული კვება ცხოვრების წესად აქციოს. ჰერცოგინიამ თქვა, რომ სადილის შემდეგ ის სვამს მწვანე (მწვანილების) წვენს და უარს ამბობს ყავაზე, მას კი ისეთი პროდუქტებით ანაცვლებს, როგორებიცაა, ვაშლი, კომბოსტო, ლიმონი ან ჯანჯაფილი. მიუხედავად იმისა, რომ მეგან მარკლი კარგი მზარეულია და ოჯახურ ვახშამსაც ხშირად აწყობს, ახერხებს იკვებოს დაბალანსებულად და ყოველთვის შეინარჩუნოს სასურველი ფორმა.