პრინცი ჰარი მეგან მარკლს კადრში „შეუვარდა“ – სახალისო ვიდეო

© AFP 2024 / DANIEL LEAL-OLIVASპრინცი ჰარი და მეგან მარკლი
პრინცი ჰარი და მეგან მარკლი - Sputnik საქართველო, 1920, 06.08.2021
გამოწერა
სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, სადაც სამეფო წყვილის დაუგეგმავი მოქმედება ჩანს. ნახეთ პრინცი ჰარის სახალისო ქცევა.
ორი დღის წინ მეგან მარკლი იუბილარი იყო, პრინცი ჰარის მეუღლე 40 წლის გახდა. ამ დღესთან დაკავშირებით სასექსის ჰერცოგინიამ ვიდეომიმართვა ჩაწერა და ინტერნეტში გაავრცელა. მეგან მარკლმა ახალი კამპანიის შესახებაც განაცხადა, რომლის სახელწოდებაა 40х40.
ეს კამპანია 40 წელს მიღწეული ქალების დასაქმებას ითვალისწინებს. ვიდეო მეგანმა მსახიობ მელისა მაკარტისთან ერთად ჩაწერა. მიმართვის დროს მოულოდნელად კადრში პრინცი ჰარი „შევარდა“, რომელიც ამ დროს მონტესიტოს სახლის ეზოში ჟონგლიორობდა. მისმა დანახვამ მეგანი იმდენად გაამხიარულა, რომ მან სიცილისგან ცრემლების შეკავება ვერ შეძლო.
საინტერესოა, რომ ესაა მეგან მარკლის პირველი გამოჩენა პატარა ლილიბეტის დაბადების შემდეგ. სხვათა შორის, კადრში ასევე გამოჩნდა ფოტოების სერია მეგან მარკლის სამუშაო მაგიდაზე. მათ შორის იყო პრინცი ჰარისა და პატარა ლილიბეტის ფოტოც.
ყველა ახალი ამბავი
0