https://sputnik-georgia.com/20210830/lukiancevi-rusuli-vaqcinebit-acrilebis-diskriminacia-259133713.html
ლუკიანცევი: რუსული ვაქცინით აცრილებს დასავლეთი დისკრიმინაციას უწევს
ლუკიანცევი: რუსული ვაქცინით აცრილებს დასავლეთი დისკრიმინაციას უწევს
Sputnik საქართველო
თბილისი, 30 აგვისტო — Sputnik. ზოგი ქვეყანა დისკრიმინაციას უწევს რუსეთისა და სხვა ქვეყნების იმ მოქალაქეებს, რომლებიც რუსული კოვიდ-ვაქცინებით არიან აცრილი... 30.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-30T14:11+0400
2021-08-30T14:11+0400
2021-08-31T12:36+0400
რუსეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/1e/258911829_0:0:2783:1566_1920x0_80_0_0_81c1e42871a414e7addcc99275d28983.jpg
თბილისი, 30 აგვისტო — Sputnik. ზოგი ქვეყანა დისკრიმინაციას უწევს რუსეთისა და სხვა ქვეყნების იმ მოქალაქეებს, რომლებიც რუსული კოვიდ-ვაქცინებით არიან აცრილი, განაცხადა РИА Новости-სთან ინტერვიუში რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის საკითხებში გრიგორი ლუკიანცევმა.ამასთან, მისი თქმით, თავად რუსული ვაქცინის აღიარების პროცესი ხელოვნურად ყოვნდება.მისი თქმით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და წამლების ევროპული სააგენტოს მხრიდან ამ კუთხით „სიჩქარე არ შეინიშნება“, რის გამოც დისკრიმინაციული ზომები ეხება არა მარტო რუსეთის მოქალაქეებს, არამედ რუსული ვაქცინით აცრილ უცხოელებსაც.დიპლომატს ეს სიტუაცია მიუღებლად მიაჩნია, ვინაიდან იმ უცხოელებს, რომლებიც დასავლური პრეპარატებით არიან ვაქცინირებული, რუსეთის ტერიტორიაზე ანალოგიური სერტიფიკატისა და QR-კოდების მიღების საშუალება ჰქონდათ და, შესაბამისად, გადაადგილება არ ეზღუდებოდათ.
https://sputnik-georgia.com/20210830/rusetsi-daadgines-ramdeni-rusi-zis-ucxoetis-cixeebsi-258912044.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/1e/258911829_0:0:2517:1888_1920x0_80_0_0_090011a4d54d24ed56360f485ad7511e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთი
ლუკიანცევი: რუსული ვაქცინით აცრილებს დასავლეთი დისკრიმინაციას უწევს
14:11 30.08.2021 (განახლებულია: 12:36 31.08.2021) თბილისი, 30 აგვისტო — Sputnik. ზოგი ქვეყანა დისკრიმინაციას უწევს რუსეთისა და სხვა ქვეყნების იმ მოქალაქეებს, რომლებიც რუსული კოვიდ-ვაქცინებით არიან აცრილი, განაცხადა
РИА Новости-სთან ინტერვიუში რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის საკითხებში გრიგორი ლუკიანცევმა.
ამასთან, მისი თქმით, თავად რუსული ვაქცინის აღიარების პროცესი ხელოვნურად ყოვნდება.
„რაც შეეხება შესაძლო დისკრიმინაციას სავაქცინო ნიშნით, ნამდვილად შეიძლება ითქვას, რომ ასეთი დისკრიმინაცია გარკვეული დონით შეინიშნება. მიუხედავად იმისა, რომ რუსულმა ვაქცინამ „სპუტნიკ-V“ მსოფლიოს ათობით ქვეყანაში მიიღო მაღალი შეფასება, აღიარებულია უსაფრთხოდ და ეფექტურად და მრავალ ქვეყანაში წარმატებითაც გამოიყენება, ბევრ სახელმწიფოსა თუ საერთაშორისო ორგანიზაციაში ამ ვაქცინის აღიარების პროცესი, ჩვენი აზრით, ხელოვნურად ყოვნდება“, — აღნიშნა დიპლომატმა.
მისი თქმით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და წამლების ევროპული სააგენტოს მხრიდან ამ კუთხით „სიჩქარე არ შეინიშნება“, რის გამოც დისკრიმინაციული ზომები ეხება არა მარტო რუსეთის მოქალაქეებს, არამედ რუსული ვაქცინით აცრილ უცხოელებსაც.
„მაგალითად, იტალიასა და საფრანგეთში ცოტა ხნის წინ ე.წ. მწვანე სერტიფიკატები შემოიღეს. მათ გასცემენ იმათზე, ვინც უკვე მოიხადა ავადმყოფობა ან აცრილია ევროკავშირის მიერ აღიარებული ვაქცინებით. თუ ადამიანს ასეთი სერტიფიკატი არ აქვს, მას უფლებები ეზღუდება. კერძოდ, არ შეუძლია ეწვიოს საზოგადოებრივ ადგილებს, სახელმწიფო დაწესებულებებს, განათლების სისტემის დაწესებულებებს. ამავე კატეგორიაში ხვდებიან ჩვენი მოქალაქეებიცა და რუსული ვაქცინით აცრილი უცხოელებიც“, — განაცხადა ლუკიანცევმა.
დიპლომატს ეს სიტუაცია მიუღებლად მიაჩნია, ვინაიდან იმ უცხოელებს, რომლებიც დასავლური პრეპარატებით არიან ვაქცინირებული, რუსეთის ტერიტორიაზე ანალოგიური სერტიფიკატისა და QR-კოდების მიღების საშუალება ჰქონდათ და, შესაბამისად, გადაადგილება არ ეზღუდებოდათ.