https://sputnik-georgia.com/20210830/kovid-regulaciebis-darrvevistvis-xuti-obieqti-dailuqa-259151628.html
ბოლო დღე-ღამეში კოვიდ-რეგულაციების დარღვევისთვის ხუთი ობიექტი დაილუქა
ბოლო დღე-ღამეში კოვიდ-რეგულაციების დარღვევისთვის ხუთი ობიექტი დაილუქა
Sputnik საქართველო
საქართველოში ათ კაცზე მეტი პირის მონაწილეობით მასობრივი ღონისძიებები აკრძალულია. აკრძალვა ეხება ქორწილებს, ქელეხებსა და იუბილეებს. 30.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-30T19:04+0400
2021-08-30T19:04+0400
2023-08-17T18:13+0400
covid-19 - ბოლო ცნობები
საზოგადოება
ახალი ამბები
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/04/249927410_0:256:2730:1792_1920x0_80_0_0_f83d22af4bc687df329d12f59a93ef22.jpg
თბილისი, 30 აგვისტო – Sputnik. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში რეგულაციების წესების დარღვევის გამო ხუთი ობიექტი დაილუქა, ოთხი დაჯარიმდა. ინფორმაციას შრომის ინსპექციის სამსახური ავრცელებს.უწყების ცნობით, შრომის ინსპექციის სამსახურმა სადამსჯელო ზომები კორონავირუსის პანდემიის გამო აკრძალული საქმიანობის განხორციელებისა და რეკომენდაციების კრიტიკული შეუსაბამობების გამო მიიღო.შრომის ინსპექციაში აცხადებენ, რომ ბოლო ორი კვირის განმავლობაში საქართველოში რეგულაციების დარღვევისთვის 25 ობიექტი დაილუქა, დაჯარიმდა 45 ბიზნეს-ოპერატორი, მათ შორის 28 იურიდიული და 17 ფიზიკური პირი.გუშინ შრომის ინსპექციის სამსახურმა კოვიდ-რეგულაციების დარღვევის გამო თბილისში მდებარე დეკორატიული მცენარეების ბაღი „გარდენია" 2 ათასი ლარით დააჯარიმა და ობიექტის ის ნაწილი დალუქა, სადაც ღონისძიება ჩატარდა.შრომის ინსპექციის სამსახური დაწესებული შეზღუდვების აღსრულებაზე ზედამხედველობას მთელი ქვეყნის მასშტაბით უზრუნველყოფს. პროცესში, ინსპექციასთან ერთად, შემოსავლების, სურსათის უვნებლობის, ადგილობრივი მუნიციპალური საზედამხედველო სამსახურები, ასევე მუნიციპალური ინსპექცია, შსს-ს კრიმინალური და საპატრულო პოლიცია არიან ჩართული.„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ მთავრობის დადგენილების შესაბამისად, შრომის ინსპექცია დაგეგმილი ღონისძიების შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე უფლებამოსილია დაკეტოს სარიტუალო დარბაზი ან რესტორანი, ასევე აუკრძალოს მათ აღნიშნული ღონისძიების ჩასატარებლად განკუთვნილი აპარატურის ან/და სხვა ნივთების გამოყენება. შრომის ინსპექცია კვების ობიექტებს მსგავსი ღონისძიებების გამართვის შემთხვევაში 10 ათასი ლარით აჯარიმებს, ხოლო ფაქტის გამეორების შემთხვევაში ობიექტი ილუქება.საქართველოში აიკრძალა ისეთი მასობრივი ღონისძიებების ჩატარება, სადაც ათ კაცზე მეტი მონაწილეობს. მათ შორის შეზღუდვა ეხება ქორწილებს, ქელეხებს, იუბილეებს. კვების ობიექტების მუშაობა დასაშვებია 22:00 საათამდე.
https://sputnik-georgia.com/20210830/rodis-moixsneba-dawesebuyli-sezrudvebi-259145875.html
https://sputnik-georgia.com/20210829/qorwili-gardeniasi-kovid-regulaciebis-darrvevis-gamo-obieqti-droebit-dailuqa-258892413.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/04/249927410_0:0:2730:2048_1920x0_80_0_0_88ab3e2036f2fb49af8bfc652f4280c0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, covid-19
საზოგადოება, ახალი ამბები, covid-19
ბოლო დღე-ღამეში კოვიდ-რეგულაციების დარღვევისთვის ხუთი ობიექტი დაილუქა
19:04 30.08.2021 (განახლებულია: 18:13 17.08.2023) საქართველოში ათ კაცზე მეტი პირის მონაწილეობით მასობრივი ღონისძიებები აკრძალულია. აკრძალვა ეხება ქორწილებს, ქელეხებსა და იუბილეებს.
თბილისი, 30 აგვისტო – Sputnik. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში რეგულაციების წესების დარღვევის გამო ხუთი ობიექტი დაილუქა, ოთხი დაჯარიმდა. ინფორმაციას შრომის ინსპექციის სამსახური
ავრცელებს.
უწყების ცნობით, შრომის ინსპექციის სამსახურმა სადამსჯელო ზომები კორონავირუსის პანდემიის გამო აკრძალული საქმიანობის განხორციელებისა და რეკომენდაციების კრიტიკული შეუსაბამობების გამო მიიღო.
შრომის ინსპექციაში აცხადებენ, რომ ბოლო ორი კვირის განმავლობაში საქართველოში რეგულაციების დარღვევისთვის 25 ობიექტი დაილუქა, დაჯარიმდა 45 ბიზნეს-ოპერატორი, მათ შორის 28 იურიდიული და 17 ფიზიკური პირი.
გუშინ შრომის ინსპექციის სამსახურმა კოვიდ-რეგულაციების დარღვევის გამო თბილისში მდებარე დეკორატიული მცენარეების ბაღი „გარდენია" 2 ათასი ლარით დააჯარიმა და ობიექტის ის ნაწილი დალუქა, სადაც ღონისძიება ჩატარდა.
შრომის ინსპექციის სამსახური დაწესებული შეზღუდვების აღსრულებაზე ზედამხედველობას მთელი ქვეყნის მასშტაბით უზრუნველყოფს. პროცესში, ინსპექციასთან ერთად, შემოსავლების, სურსათის უვნებლობის, ადგილობრივი მუნიციპალური საზედამხედველო სამსახურები, ასევე მუნიციპალური ინსპექცია, შსს-ს კრიმინალური და საპატრულო პოლიცია არიან ჩართული.
„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ მთავრობის დადგენილების შესაბამისად, შრომის ინსპექცია დაგეგმილი ღონისძიების შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე უფლებამოსილია დაკეტოს სარიტუალო დარბაზი ან რესტორანი, ასევე აუკრძალოს მათ აღნიშნული ღონისძიების ჩასატარებლად განკუთვნილი აპარატურის ან/და სხვა ნივთების გამოყენება. შრომის ინსპექცია კვების ობიექტებს მსგავსი ღონისძიებების გამართვის შემთხვევაში 10 ათასი ლარით აჯარიმებს, ხოლო ფაქტის გამეორების შემთხვევაში ობიექტი ილუქება.
საქართველოში აიკრძალა ისეთი მასობრივი ღონისძიებების ჩატარება, სადაც ათ კაცზე მეტი მონაწილეობს. მათ შორის შეზღუდვა ეხება ქორწილებს, ქელეხებს, იუბილეებს. კვების ობიექტების მუშაობა დასაშვებია 22:00 საათამდე.