მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ქაბულის აეროპორტის სარაკეტო შეტევაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო

© AFP 2024 / WAKIL KOHSARქაბულის აეროპორტში აფეთქებისას დაშავებულებს ეხმარებიან
ქაბულის აეროპორტში აფეთქებისას დაშავებულებს ეხმარებიან - Sputnik საქართველო, 1920, 30.08.2021
გამოწერა
თბილისი, 30 აგვისტო — Sputnik. ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ საკუთარ თავზე აიღო ორშაბათს, დილით ქაბულის აეროპორტზე განხორციელებული სარაკეტო დარტყმები, იუწყება სააგენტო Reuters-ი.
სააგენტოს ინფორმაციით, ამის თაობაზე თავად „ისლამურმა სახელმწიფომ“ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც დაჯგუფებამ ჯამიდ ქარზაის სახელობის აეროპორტის მიმართულებით ექვსი რაკეტა გაუშვა.
მანამდე CNN-მა ამერიკელ ჩინოვნიკზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ორშაბათის დილით ქაბულის აეროპორტს რამდენიმე რაკეტა ესროლეს, რომელთაგან ხუთი ამერიკულმა რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემამ ჩაიჭირა.
ქაბულის აეროპორტთან აფეთქების შედეგად დაჭრილები - Sputnik საქართველო, 1920, 29.08.2021
მსოფლიო დღეს
შეერთებულმა შტატებმა ქაბულზე სარაკეტო დარტყმის განხორციელება დაადასტურა
ტელეარხ Al-Jazeera-ს ცნობით, რომელიც „თალიბანში“ არსებულ წყაროს ეყრდნობოდა, ერთი რაკეტა აეროპორტის ტერიტორიაზე ჩამოვარდა.
ყველა ახალი ამბავი
0