https://sputnik-georgia.com/20210829/seertebulma-statebma-qabulze-saraketo-dartymis-ganxorcieleba-daadastura-258907958.html
შეერთებულმა შტატებმა ქაბულზე სარაკეტო დარტყმის განხორციელება დაადასტურა
შეერთებულმა შტატებმა ქაბულზე სარაკეტო დარტყმის განხორციელება დაადასტურა
Sputnik საქართველო
დღეს აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა თავდაცვის ფარგლებში ქაბულში ავტომობილის მიმართულებით უპილოტო ავიადარტყმა განახორციელეს 29.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-29T22:06+0400
2021-08-29T22:06+0400
2023-07-20T15:52+0400
მსოფლიო დღეს
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/1b/258689932_0:0:2904:1633_1920x0_80_0_0_02be532c1f6398e61df1a632f453ff42.jpg
თბილისი, 29 აგვისტო- Sputnik. ამერიკელმა სამხედროებმა დაადასტურეს ავიადარტყმა ქაბულში და განაცხადეს, რომ მოქმედებდნენ თავდაცვის ფარგლებში ტერორისტული დაჯგუფებ „ისლამური სახელმწიფო - ვილაიატ ჰორასანის“ მხრიდან ქალაქის აეროპორტზე უშუალო საფრთხის ნეიტრალიზაციის მიზნით.„დღეს აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა თავდაცვის ფარგლებში ქაბულში ავტომობილის მიმართულებით უპილოტო ავიადარტყმა განახორციელეს და გაანადგურეს „ისლამური სახელმწიფო - ვილაიატ ჰორასანის“ მხრიდან არსებული უშუალო საფრთხე, რომელიც ჰამიდ კარზაის საერთაშორისო აეროპორტს ემუქრებოდა“, - იუწყება აშშ-ის ცენტრალური სარდლობა.პენტაგონში აღნიშნეს, რომ „ავტომობილში მნიშვნელოვანი მეორადი აფეთქებები მიუთითებს ასაფეთქებელი ნივთიერების მნიშვნელოვან რაოდენობაზე“.ასევე აღინიშნა, რომ მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის შესახებ მონაცემები არ არსებობს, მაგრამ უწყება სიტუაციას სწავლობს.ამასთან, როგორც იუწყებოდა ტელეარხი Ariana News, ავიადარტყმის შედეგად დაიღუპა ექვსი ადამიანი, მათ შორის ოთხი ბავშვი. მომხდარის თვითმხილველები ამტკიცებენ, რომ რაკეტებმა ორი ავტომობილი და საცხოვრებელი სახლის ნაწილი გაანადგურეს.ავღანეთში აშშ-ის საელჩომ დღეს დილით განაცხადა, რომ ქაბულის აეროპორტთან ტერაქტის საფრთხე არსებობდა. დიპლომატიურმა მისიამ მოუწოდა აშშ-ის ყველა მოქალაქეს, რომელიც იმყოფებოდა ქაბულის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე, მათ შორის მის სამხრეთ შესასვლელთან, შინაგან საქმეთა ახალ სამინისტროსთან და აეროპორტის ჩრდილოეთ-დასავლეთ მხარეს ავტოგასამართ სადგურ „პანჯშერთან“ არსებულ შესასვლელთან, დაუყოვნებლივ დატოვონ რაიონი.ამ დროისთვის აეროპორტს აკონტროლებს ამერიკის არმია, მიმდინარეობს აშშ-ის, მესამე ქვეყნების ათასობით მოქალაქის, ასევე რისკის ქვეშ მყოფი ავღანელების ევაკუაცია.ხუთშაბათს თვითმკვლელმა ტერორისტმა, რომელიც სავარაუდოდ „ისლამურ სახელმწიფოსთან“ იყო კავშირში, აეროპორტის ერთ-ერთ საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან ბომბი ააფეთქა. შედეგად დაიღუპა 13 ამერიკელი სამხედრო და 200-მდე ავღანელი. ამას მოყვა საპასუხო ავიადარტყმა, რომლის შედეგად ტერორისტების ორი მეთაური განადგურდა.
https://sputnik-georgia.com/20210829/qabulis-aeroportis-mimartulebit-saraketo-dartyma-ganxorcielda-258895858.html
https://sputnik-georgia.com/20210828/pentagonma-aviadartymis-sedegad-isis-is-ori-merauris-likvidaciis-sesaxeb-ganacxada-258882195.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/1b/258689932_211:32:2606:1828_1920x0_80_0_0_94ef73d428e41d8df6736871e033e3c4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიოს ახალი ამბები
შეერთებულმა შტატებმა ქაბულზე სარაკეტო დარტყმის განხორციელება დაადასტურა
22:06 29.08.2021 (განახლებულია: 15:52 20.07.2023) დღეს აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა თავდაცვის ფარგლებში ქაბულში ავტომობილის მიმართულებით უპილოტო ავიადარტყმა განახორციელეს
თბილისი, 29 აგვისტო- Sputnik. ამერიკელმა სამხედროებმა დაადასტურეს ავიადარტყმა ქაბულში და განაცხადეს, რომ მოქმედებდნენ თავდაცვის ფარგლებში ტერორისტული დაჯგუფებ „ისლამური სახელმწიფო - ვილაიატ ჰორასანის“ მხრიდან ქალაქის აეროპორტზე უშუალო საფრთხის ნეიტრალიზაციის მიზნით.
„დღეს აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა თავდაცვის ფარგლებში ქაბულში ავტომობილის მიმართულებით უპილოტო ავიადარტყმა განახორციელეს და გაანადგურეს „ისლამური სახელმწიფო - ვილაიატ ჰორასანის“ მხრიდან არსებული უშუალო საფრთხე, რომელიც ჰამიდ კარზაის საერთაშორისო აეროპორტს ემუქრებოდა“, - იუწყება აშშ-ის ცენტრალური სარდლობა.
პენტაგონში აღნიშნეს, რომ „ავტომობილში მნიშვნელოვანი მეორადი აფეთქებები მიუთითებს ასაფეთქებელი ნივთიერების მნიშვნელოვან რაოდენობაზე“.
ასევე აღინიშნა, რომ მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის შესახებ მონაცემები არ არსებობს, მაგრამ უწყება სიტუაციას სწავლობს.
ამასთან, როგორც იუწყებოდა ტელეარხი Ariana News, ავიადარტყმის შედეგად დაიღუპა ექვსი ადამიანი, მათ შორის ოთხი ბავშვი. მომხდარის თვითმხილველები ამტკიცებენ, რომ რაკეტებმა ორი ავტომობილი და საცხოვრებელი სახლის ნაწილი გაანადგურეს.
ავღანეთში აშშ-ის საელჩომ დღეს დილით განაცხადა, რომ ქაბულის აეროპორტთან ტერაქტის საფრთხე არსებობდა. დიპლომატიურმა მისიამ მოუწოდა აშშ-ის ყველა მოქალაქეს, რომელიც იმყოფებოდა ქაბულის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე, მათ შორის მის სამხრეთ შესასვლელთან, შინაგან საქმეთა ახალ სამინისტროსთან და აეროპორტის ჩრდილოეთ-დასავლეთ მხარეს ავტოგასამართ სადგურ „პანჯშერთან“ არსებულ შესასვლელთან, დაუყოვნებლივ დატოვონ რაიონი.
ამ დროისთვის აეროპორტს აკონტროლებს ამერიკის არმია, მიმდინარეობს აშშ-ის, მესამე ქვეყნების ათასობით მოქალაქის, ასევე რისკის ქვეშ მყოფი ავღანელების ევაკუაცია.
ხუთშაბათს თვითმკვლელმა ტერორისტმა, რომელიც სავარაუდოდ „ისლამურ სახელმწიფოსთან“ იყო კავშირში, აეროპორტის ერთ-ერთ საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან ბომბი ააფეთქა. შედეგად დაიღუპა 13 ამერიკელი სამხედრო და 200-მდე ავღანელი. ამას მოყვა საპასუხო ავიადარტყმა, რომლის შედეგად ტერორისტების ორი მეთაური განადგურდა.