https://sputnik-georgia.com/20210829/kaxetsi-dasetyvili-yurznis-mireba-gadamusaveba-grzeldeba-258897728.html
კახეთში დასეტყვილი ყურძნის მიღება-გადამუშავება გრძელდება
კახეთში დასეტყვილი ყურძნის მიღება-გადამუშავება გრძელდება
Sputnik საქართველო
სეტყვის შედეგად კახეთის ცალკეულ სოფლებში მოსავლის დაახლოებით 90% განადგურდა. რეგიონში სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან. 29.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-29T19:57+0400
2021-08-29T19:57+0400
2021-08-29T19:57+0400
ეკონომიკა
ახალი ამბები
საქართველოს სოფლის მეურნეობა
ქართული ღვინო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/1e/259023891_0:136:995:696_1920x0_80_0_0_18b44792f8d139b54803066e47cde384.jpg
თბილისი, 29 აგვისტო - Sputnik. კახეთში სტიქიის შედეგად დაზიანებული ყურძნის ჩაბარება შეუფერხებლად მიმდინარეობს, ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. დღევანდელი მონაცემებით, სახელმწიფო საწარმო „მოსავლის მართვის კომპანიამ“ 1200 ტონამდე სეტყვით დაზიანებული ყურძენი გადაამუშავა. ყურძენი ღვინის საწარმოებს უკვე 300-მდე მევენახემ ჩააბარა.სახელმწიფო ღვინის საწარმომ ყურძნის მიღება სტიქიიდან მეორე დღეს, 27 აგვისტოს კახეთის რეგიონის დაზარალებულ მუნიციპალიტეტებში სამ ლოკაციაზე დაიწყო. სააგენტოს ცნობით, სეტყვის შედეგად დაზიანებული ყურძნის ჩაბარება მევენახეებს 3 სექტემბრის ჩათვლით შეუძლიათ: 1 კგ რქაწითელს 80 თეთრად და 1 კგ საფერავს - 1 ლარად. გარდა ამისა, მევენახეები, რომელთაც სეტყვამ 100%-ით გაუნადგურა მოსავალი, ერთჯერადი კომპენსაციის სახით, თითოეულ ჰექტარზე 3 ათას ლარს მიიღებენ. 26 აგვისტოს ძლიერმა სეტყვამ და ქარმა კახეთის რეგიონში ყვარლის, თელავის და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში გაანადგურა და დააზიანა 4600 ჰექტარი ვენახი, საიდანაც 15-20 ათას ტონა ყურძენს ელოდებოდნენ. წელს სოფლის მეურნეობის სამინისტრო მაღალი ხარისხის ყურძნის მოსავალს ელოდება. სახელმწიფოს გეგმებშია 300 ათასამდე ტონა ყურძნის ინდუსტრიული გადამუშავება. გადამუშავების პროცესში ღვინის 250-მდე კომპანია ჩაერთვება. 2020 წელს დაიკრიფა და გადამუშავდა 280 ათას ტონამდე ყურძენი, რაც საქართველოს ისტორიაში აბსოლუტური რეკორდია. ყურძენი ჩააბარა 25 ათასზე მეტმა ფერმერმა, მათმა შემოსავალმა 310 მილიონ ლარამდე შეადგინა. ფერმერების მხარდასაჭერად მთავრობა კვლავ დაასუბსიდირებს „რქაწითელისა“ და „მანავის მწვანის“ ჯიშის ყურძენს. სუბსიდირებაზე 100 მლნ ლარია გამოყოფილი.
https://sputnik-georgia.com/20210828/kaxetsi-stiqiis-sedegad-dazaralebuli-mevenaxeebi-ertjerad-fulad-kompensacias-miireben-258878638.html
https://sputnik-georgia.com/20210828/saqartvelosi-yurznis-xarisxze-kontroli-gamkacrda-258721865.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/1e/259023891_20:0:948:696_1920x0_80_0_0_6bc0cd678626e36308a637231f0c6692.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ეკონომიკა, ახალი ამბები, საქართველოს სოფლის მეურნეობა, ქართული ღვინო
ეკონომიკა, ახალი ამბები, საქართველოს სოფლის მეურნეობა, ქართული ღვინო
კახეთში დასეტყვილი ყურძნის მიღება-გადამუშავება გრძელდება
სეტყვის შედეგად კახეთის ცალკეულ სოფლებში მოსავლის დაახლოებით 90% განადგურდა. რეგიონში სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან.
თბილისი, 29 აგვისტო - Sputnik. კახეთში სტიქიის შედეგად დაზიანებული ყურძნის ჩაბარება შეუფერხებლად მიმდინარეობს, ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ
განცხადებაში.
დღევანდელი მონაცემებით, სახელმწიფო საწარმო „მოსავლის მართვის კომპანიამ“ 1200 ტონამდე სეტყვით დაზიანებული ყურძენი გადაამუშავა. ყურძენი ღვინის საწარმოებს უკვე 300-მდე მევენახემ ჩააბარა.
სახელმწიფო ღვინის საწარმომ ყურძნის მიღება სტიქიიდან მეორე დღეს, 27 აგვისტოს კახეთის რეგიონის დაზარალებულ მუნიციპალიტეტებში სამ ლოკაციაზე დაიწყო.
სააგენტოს ცნობით, სეტყვის შედეგად დაზიანებული ყურძნის ჩაბარება მევენახეებს 3 სექტემბრის ჩათვლით შეუძლიათ: 1 კგ რქაწითელს 80 თეთრად და 1 კგ საფერავს - 1 ლარად. გარდა ამისა, მევენახეები, რომელთაც სეტყვამ 100%-ით გაუნადგურა მოსავალი, ერთჯერადი კომპენსაციის სახით, თითოეულ ჰექტარზე 3 ათას ლარს მიიღებენ.
26 აგვისტოს ძლიერმა სეტყვამ და ქარმა კახეთის რეგიონში ყვარლის, თელავის და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში გაანადგურა და დააზიანა 4600 ჰექტარი ვენახი, საიდანაც 15-20 ათას ტონა ყურძენს ელოდებოდნენ.
წელს სოფლის მეურნეობის სამინისტრო მაღალი ხარისხის ყურძნის მოსავალს ელოდება. სახელმწიფოს გეგმებშია 300 ათასამდე ტონა ყურძნის ინდუსტრიული გადამუშავება. გადამუშავების პროცესში ღვინის 250-მდე კომპანია ჩაერთვება.
2020 წელს დაიკრიფა და გადამუშავდა 280 ათას ტონამდე ყურძენი, რაც საქართველოს ისტორიაში აბსოლუტური რეკორდია. ყურძენი ჩააბარა 25 ათასზე მეტმა ფერმერმა, მათმა შემოსავალმა 310 მილიონ ლარამდე შეადგინა.
ფერმერების მხარდასაჭერად მთავრობა კვლავ დაასუბსიდირებს „რქაწითელისა“ და „მანავის მწვანის“ ჯიშის ყურძენს. სუბსიდირებაზე 100 მლნ ლარია გამოყოფილი.