https://sputnik-georgia.com/20210828/saqartvelosi-yurznis-xarisxze-kontroli-gamkacrda-258721865.html
საქართველოში ყურძნის ხარისხზე კონტროლი გამკაცრდა
საქართველოში ყურძნის ხარისხზე კონტროლი გამკაცრდა
Sputnik საქართველო
მიმდინარე წლიდან ვენახების რეგისტრაცია და საკადასტრო ინფორმაციის განახლება - სავალდებულო პირობაა ქარხნებში ყურძნის ჩაბარებისას. 28.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-28T09:35+0400
2021-08-28T09:35+0400
2021-08-28T09:36+0400
ახალი ამბები
საქართველოს ეკონომიკა
ქართული ღვინო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24660/54/246605451_0:235:3000:1923_1920x0_80_0_0_d50fbb57493214ea808499b57ab90a3a.jpg
თბილისი, 28 აგვისტო — Sputnik. რთველი 2021-ს დროს მკაცრად გაკონტროლდება ადგილწარმოშობის ჯიშების სპეციფიკაციებით განსაზღვრული მოსავლიანობის ლიმიტი და ჩასაბარებელი ყურძნის ხარისხი, ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.საქართველოში ვენახების შენარჩუნება პრიორიტეტულ საკითხებს შორისაა. ამ სფეროს ხელშესაწყობად ხელისუფლებამ 2014 წლიდან მევენახეობის საკადასტრო პროექტი აამოქმედა.ვენახების ეროვნული კადასტრი შეიქმნა ქართული ღვინის ხარისხისა და ღვინის მსოფლიო ბაზარზე კონკურენტუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობისთვის, ასევე რთვლის ჩატარების პროცესის გამარტივებისთვის. მიკროზონიდან ჩაბარებული ყურძნის რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 10 ტონას ერთ ჰექტარზე. ათ ტონაზე მეტი რაოდენობის ყურძენი ფასდება როგორც საჯიშე ღვინის მასალა.გასული წლებისგან განსხვავებით, მიმდინარე წლიდან, ყველა მევენახე ყურძენს საწარმოს საკადასტრო ამონაწერით ჩააბარებს. სოფლის რწმუნებულები მევენახეებზე ცნობას გასცემენ მხოლოდ რქაწითელისა და კახური მწვანის სახელწიფო საწარმოში ჩაბარების შემთხვევაში, რომელსაც მევენახე კადასტრის ამონაწერთან ერთად წარადგენს.მიმდინარე წლიდან ვენახების რეგისტრაცია და საკადასტრო ინფორმაციის განახლება - სავალდებულო პირობაა ქარხნებში ყურძნის ჩაბარებისას. ყველა მევენახე ყურძენს საწარმოს საკადასტრო ამონაწერით ჩააბარებს.სოფლის რწმუნებულები მევენახეებზე ცნობას გასცემენ მხოლოდ რქაწითელისა და კახური მწვანის სახელწიფო საწარმოში ჩაბარების შემთხვევაში, რომელსაც მევენახე კადასტრის ამონაწერთან ერთად წარადგენს.ამ დროისთვის ვენახების რეგისტრაცია და საკადასტრო ინფორმაციის განახლება მიმდინარეობს ყვარელში, გურჯაანში, სიღნაღში, საგარეჯოში, თელავსა და ახმეტაში.საკადასტრო ინფორმაციის განახლება სავალდებულოა ვენახთან დაკავშირებული ისეთი ცვლილებების შემთხვევებში, როგორიცაა ყიდვა-გაყიდვა, გაქირავება, გაჩუქება, გაშენება ან ამოძირკვა. სავალდებულოა ყველა ვენახის (ყურძნის თეთრი და წითელი ჯიშებით) რეგისტრაცია.წელს სოფლის მეურნეობის სამინისტრო მაღალი ხარისხის ყურძნის მოსავალს ელოდება. სახელმწიფოს გეგმებშია 300 ათასამდე ტონა ყურძნის ინდუსტრიული გადამუშავება. გადამუშავების პროცესში ღვინის 250-მდე კომპანია ჩაერთვება.2020 წელს დაიკრიფა და გადამუშავდა 280 ათას ტონამდე ყურძენი, რაც საქართველოს ისტორიაში აბსოლუტური რეკორდია. ყურძენი ჩააბარა 25 ათასზე მეტმა ფერმერმა, მათმა შემოსავალმა 310 მილიონ ლარამდე შეადგინა.ფერმერების მხარდასაჭერად მთავრობა კვლავ დაასუბსიდირებს „რქაწითელისა“ და „მანავის მწვანის“ ჯიშის ყურძენს. სუბსიდირებაზე 100 მლნ ლარია გამოყოფილი.
https://sputnik-georgia.com/20210827/rtveli-2021-fermerebisgan-yurzens-80-mde-kompania-caibarebs-258685692.html
https://sputnik-georgia.com/20210821/rTveli-2021-kompaniebisTvis-subsidirebis-pirobebi-Seicvala-252638691.html
https://sputnik-georgia.com/20210709/Rvinis-eqsporti-Semosavlebi-gaizarda-252262404.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24660/54/246605451_218:0:2782:1923_1920x0_80_0_0_f3116ff8fec04d4d3fb8d1c1910d8ce5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველოს ეკონომიკა, ქართული ღვინო
ახალი ამბები, საქართველოს ეკონომიკა, ქართული ღვინო
საქართველოში ყურძნის ხარისხზე კონტროლი გამკაცრდა
09:35 28.08.2021 (განახლებულია: 09:36 28.08.2021) მიმდინარე წლიდან ვენახების რეგისტრაცია და საკადასტრო ინფორმაციის განახლება - სავალდებულო პირობაა ქარხნებში ყურძნის ჩაბარებისას.
თბილისი, 28 აგვისტო — Sputnik. რთველი 2021-ს დროს მკაცრად გაკონტროლდება ადგილწარმოშობის ჯიშების სპეციფიკაციებით განსაზღვრული მოსავლიანობის ლიმიტი და ჩასაბარებელი ყურძნის ხარისხი, ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს
განცხადებაში.
საქართველოში ვენახების შენარჩუნება პრიორიტეტულ საკითხებს შორისაა. ამ სფეროს ხელშესაწყობად ხელისუფლებამ 2014 წლიდან მევენახეობის საკადასტრო პროექტი აამოქმედა.
ვენახების ეროვნული კადასტრი შეიქმნა ქართული ღვინის ხარისხისა და ღვინის მსოფლიო ბაზარზე კონკურენტუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობისთვის, ასევე რთვლის ჩატარების პროცესის გამარტივებისთვის. მიკროზონიდან ჩაბარებული ყურძნის რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 10 ტონას ერთ ჰექტარზე. ათ ტონაზე მეტი რაოდენობის ყურძენი ფასდება როგორც საჯიშე ღვინის მასალა.
გასული წლებისგან განსხვავებით, მიმდინარე წლიდან, ყველა მევენახე ყურძენს საწარმოს საკადასტრო ამონაწერით ჩააბარებს. სოფლის რწმუნებულები მევენახეებზე ცნობას გასცემენ მხოლოდ რქაწითელისა და კახური მწვანის სახელწიფო საწარმოში ჩაბარების შემთხვევაში, რომელსაც მევენახე კადასტრის ამონაწერთან ერთად წარადგენს.
მიმდინარე წლიდან ვენახების რეგისტრაცია და საკადასტრო ინფორმაციის განახლება - სავალდებულო პირობაა ქარხნებში ყურძნის ჩაბარებისას. ყველა მევენახე ყურძენს საწარმოს საკადასტრო ამონაწერით ჩააბარებს.
სოფლის რწმუნებულები მევენახეებზე ცნობას გასცემენ მხოლოდ რქაწითელისა და კახური მწვანის სახელწიფო საწარმოში ჩაბარების შემთხვევაში, რომელსაც მევენახე კადასტრის ამონაწერთან ერთად წარადგენს.
ამ დროისთვის ვენახების რეგისტრაცია და საკადასტრო ინფორმაციის განახლება მიმდინარეობს ყვარელში, გურჯაანში, სიღნაღში, საგარეჯოში, თელავსა და ახმეტაში.
საკადასტრო ინფორმაციის განახლება სავალდებულოა ვენახთან დაკავშირებული ისეთი ცვლილებების შემთხვევებში, როგორიცაა ყიდვა-გაყიდვა, გაქირავება, გაჩუქება, გაშენება ან ამოძირკვა. სავალდებულოა ყველა ვენახის (ყურძნის თეთრი და წითელი ჯიშებით) რეგისტრაცია.
წელს სოფლის მეურნეობის სამინისტრო მაღალი ხარისხის ყურძნის მოსავალს ელოდება. სახელმწიფოს გეგმებშია 300 ათასამდე ტონა ყურძნის ინდუსტრიული გადამუშავება. გადამუშავების პროცესში ღვინის 250-მდე კომპანია ჩაერთვება.
2020 წელს დაიკრიფა და გადამუშავდა 280 ათას ტონამდე ყურძენი, რაც საქართველოს ისტორიაში აბსოლუტური რეკორდია. ყურძენი ჩააბარა 25 ათასზე მეტმა ფერმერმა, მათმა შემოსავალმა 310 მილიონ ლარამდე შეადგინა.
ფერმერების მხარდასაჭერად მთავრობა კვლავ დაასუბსიდირებს „რქაწითელისა“ და „მანავის მწვანის“ ჯიშის ყურძენს. სუბსიდირებაზე 100 მლნ ლარია გამოყოფილი.