Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

საქართველოში მასწავლებელთა 46% აიცრა

© photo: Sputnik / Natia Kvartskhavaვაქცინაცია თბილისში
ვაქცინაცია თბილისში - Sputnik საქართველო, 1920, 28.08.2021
გამოწერა
თბილისსა და რეგიონებში განათლების სფეროს წარმომადგენელთა ვაქცინაცია უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. სპეციალისტების განცხადებით, მხოლოდ იმუნიზაციით არის შესაძლებელი სკოლებში უსაფრთხო გარემოს შექმნა.
თბილისი, 28 აგვისტო – Sputnik. ბოლო ერთი თვის განმავლობაში აცრილი მასწავლებლების რაოდენობა 9%-დან 46%-მდე გაიზარდა. ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენელთან საქართველოში ღასან ხალილთან ერთად თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში პედაგოგთა იმუნიზაციის პროცესს დაესწრო.
ვაქცინაცია - Sputnik საქართველო, 1920, 28.08.2021
COVID-19 - ბოლო ცნობები
სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო გახდა
მინისტრმა, მადლობა გადაუხადა როგორც მასწავლებლებს, ასევე სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს, რომელთა ხელშეწყობით იმუნიზაციის ცენტრებში, განათლების სისტემის წარმომადგენლებისათვის დამატებით ამცრელი კაბინეტებია გამოყოფილი. აღნიშნულ ცენტრებში ვაქცინაცია წინასწარი რეგისტრაციის გარეშე, მარტივად არის შესაძლებელი.
როგორც მიხეილ ჩხენკელმა პედაგოგებთან საუბარში აღნიშნა, ვირუსთან გამკლავების მთავარი გზა ვაქცინაციაა, უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემო კი მხოლოდ იმუნიზაციით არის შესაძლებელი.
„მინდა ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ ყველას მოვუწოდო აცრისკენ. გავუფრთხილდეთ ჩვენი ბავშვების, ჩვენი შვილების ჯანმრთელობას“, - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.
კორონავირუსის ეპიდემია - გამვლელები პირბადეებით - Sputnik საქართველო, 1920, 28.08.2021
COVID-19 - ბოლო ცნობები
კოვიდ-სტატისტიკა საქართველოს რეგიონების მიხედვით
საქართველოში მასობრივი ვაქცინაცია 5 ივლისს დაიწყო, მას შემდეგ, რაც ქვეყანამ ჩინური წარმოების Sinopharm-ის და Sinovac-ის ვაქცინების მილიონი დოზა მიიღო. დაავადებათა კონტროლის ცენტრის 28 აგვისტოს მონაცემებით, ჯამურად ჩატარებულია 1.122.209 აცრა, აქედან სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 361.310 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 12,7%. ეპიდემიოლოგების განცხადებით, პანდემიის დასაძლევად მოზრდილი მოსახლეობის 60-70%-ის ვაქცინაციაა საჭირო.
ქვეყანა კორონავირუსის მეოთხე ტალღას ებრძვის. ინფიცირების შემთხვევების ყოველდღიური მაჩვენებელი ძალზე მაღალია. ყველაზე მძიმე საქართველოში კორონავირუსის მეორე ტალღა იყო 2020 წლის შემოდგომაზე. მაშინ ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი 4–5 ათასი იყო. ამჟამად ინფიცირების ყოველდღიურმა მაჩვენებელმა უკვე გადააჭარბა მეორე ტალღის დროს არსებულ საშუალო მონაცემებს.
ყველა ახალი ამბავი
0