Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

კოვიდ-სტატისტიკა საქართველოს რეგიონების მიხედვით

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliკორონავირუსის ეპიდემია - გამვლელები პირბადეებით
კორონავირუსის ეპიდემია - გამვლელები პირბადეებით - Sputnik საქართველო, 1920, 28.08.2021
გამოწერა
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 4.247-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 540.449-ს მიაღწია.
თბილისი, 28 აგვისტო – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 4.247 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 1.755 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე აჭარა, შემდეგ კი იმერეთია.
რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია:
აჭარა - 456, იმერეთი - 447, კახეთი - 389, სამეგრელო-ზემო სვანეთი - 304, ქვემო ქართლი - 295, შიდა ქართლი - 254, გურია - 121, მცხეთა-მთიანეთი - 102, სამცხე-ჯავახეთი - 86, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 38.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3.053 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 476.555-მდე გაიზარდა. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 74 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 7.175-ს მიაღწია.
112  - Sputnik საქართველო, 1920, 28.08.2021
COVID-19 - ბოლო ცნობები
COVID-19 საქართველოში – 28 აგვისტოს მონაცემები
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 56.693 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 7.546 პაციენტი, მათ შორის, თბილისში – 3.232, აჭარაში - 1.010, იმერეთში - 1.171.
1.624 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 378 პირი, მათგან თბილისში – 222, აჭარაში - 40, იმერეთში - 26. კოვიდ-სასტუმროებში მოთავსებულია 3.128 ადამიანი, მათ შორის 1.394 - თბილისში, 1.139 - აჭარაში. 44.619 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში მოთავსებულია 112 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 110, ხოლო აჭარაში - 2. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 55.902 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 28.645, აჭარაში - 7.103, იმერეთში - 4.486.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 4.247-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 540.449-ს მიაღწია.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ყველა ახალი ამბავი
0