https://sputnik-georgia.com/20210828/saqartvelo-14-tevzsawer-gems-seizens-258880819.html
საქართველო 14 თევზსაჭერ სეინერს შეიძენს
საქართველო 14 თევზსაჭერ სეინერს შეიძენს
Sputnik საქართველო
ახალი გემებით, მეთევზეები წლიური თევზჭერის კვოტის მაქსიმალურ ათვისებას შეძლებენ და უცხოური გემების იჯარით აღება აღარ დასჭირდებათ 28.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-28T19:43+0400
2021-08-28T19:43+0400
2021-08-28T19:43+0400
ახალი ამბები
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/1e/250500207_0:441:2071:1606_1920x0_80_0_0_db1f8e67d8ef24ffb9130a350b41ec02.jpg
თბილისი, 28 აგვისტო – Sputnik. საქართველო 14 ახალ თევზსაჭერ გემს შეისყიდის, რათა მოძველებული გემების ჩანაცვლება მოხდეს, განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ.„თევზჭერის ინდუსტრია კიდევ ერთი ტრადიციული დარგია, რომლითაც ფოთი ცნობილია და სწორედ ამ დარგის მხარდაჭერის მიზნით, ჩვენ წამოვიწყეთ მნიშვნელოვანი პროგრამა, რომლის ფარგლებშიც მიმდინარეობს 14 ახალი თევზსაჭერი გემის შეძენა და დღეს არსებული მოძველებული გემების ეტაპობრივი ჩანაცვლება“, - განაცხადა თურნავამ.მისი თქმით, ამ პროგრამით უკვე შეიქმნა სულ მცირე ახალი 250 სამუშაო ადგილი და ქართველი მეზღვაურების ნაწილი საქართველოს დროშის ქვეშ მცურავ გემებზე მუშაობს.დღეისათვის საქართველოს თევზსაჭერი ფლოტი მოიცავს 30 სეინერს, სადაც 500-მდე მეზღვაურია დასაქმებული.აღნიშნული პროექტების სესხის მოცულობა 37.6 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს, ხოლო ჯამური ინვესტიციის რაოდენობა 38 მილიონ ლარს აჭარბებს. პროექტების ფარგლებში სულ შეიქმნება 161 დამატებითი სამუშაო ადგილი.ახალი გემებით, მეთევზეები წლიური თევზჭერის კვოტის მაქსიმალურ ათვისებას შეძლებენ, რისი გაკეთება ახლა არ შეუძლიათ. ისინი ჯერჯერობით იჯარით აღებულ უცხოურ გემებზე მუშაობენ, რადგან ქართული გემები მძიმე ტექნიკურ მდგომარეობაში არიან.პროგრამა ერთდროულად იძლევა 5 მლნ ლარამდე საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმით 90%-იანი უზრუნველყოფისა და საბანკო სესხის რეფინანსირების განაკვეთს პლუს 3%-იანი თანადაფინანსების შესაძლებლობას. ასევე, შესაძლებელია გემის ლიზინგი, რომლის შემთხვევაში რეფინანსირების განაკვეთს პლუს 5%-იანი თანადაფინანსების მექანიზმი ხორციელდება.პირველი 3 წლის განმავლობაში სესხის პროცენტის თანადაფინანსებას სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ განახორციელებს და ასევე, სესხის ძირი თანხის 90%-ის გარანტორი სახელმწიფო იქნება.
https://sputnik-georgia.com/20210717/saqarTvelos-akvakulturis-meurneobebma-Tevzis-warmoeba-Seamcires-252345053.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/1e/250500207_0:247:2071:1800_1920x0_80_0_0_0ec2043ac31aa7ed192029a87ea55d73.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები, საქართველოს ეკონომიკა
საქართველო 14 თევზსაჭერ სეინერს შეიძენს
ახალი გემებით, მეთევზეები წლიური თევზჭერის კვოტის მაქსიმალურ ათვისებას შეძლებენ და უცხოური გემების იჯარით აღება აღარ დასჭირდებათ
თბილისი, 28 აგვისტო – Sputnik. საქართველო 14 ახალ თევზსაჭერ გემს შეისყიდის, რათა მოძველებული გემების ჩანაცვლება მოხდეს, განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ.
„თევზჭერის ინდუსტრია კიდევ ერთი ტრადიციული დარგია, რომლითაც ფოთი ცნობილია და სწორედ ამ დარგის მხარდაჭერის მიზნით, ჩვენ წამოვიწყეთ მნიშვნელოვანი პროგრამა, რომლის ფარგლებშიც მიმდინარეობს 14 ახალი თევზსაჭერი გემის შეძენა და დღეს არსებული მოძველებული გემების ეტაპობრივი ჩანაცვლება“, - განაცხადა თურნავამ.
მისი თქმით, ამ პროგრამით უკვე შეიქმნა სულ მცირე ახალი 250 სამუშაო ადგილი და ქართველი მეზღვაურების ნაწილი საქართველოს დროშის ქვეშ მცურავ გემებზე მუშაობს.
დღეისათვის საქართველოს თევზსაჭერი ფლოტი მოიცავს 30 სეინერს, სადაც 500-მდე მეზღვაურია დასაქმებული.
აღნიშნული პროექტების სესხის მოცულობა 37.6 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს, ხოლო ჯამური ინვესტიციის რაოდენობა 38 მილიონ ლარს აჭარბებს. პროექტების ფარგლებში სულ შეიქმნება 161 დამატებითი სამუშაო ადგილი.
ახალი გემებით, მეთევზეები წლიური თევზჭერის კვოტის მაქსიმალურ ათვისებას შეძლებენ, რისი გაკეთება ახლა არ შეუძლიათ. ისინი ჯერჯერობით იჯარით აღებულ უცხოურ გემებზე მუშაობენ, რადგან ქართული გემები მძიმე ტექნიკურ მდგომარეობაში არიან.
პროგრამა ერთდროულად იძლევა 5 მლნ ლარამდე საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმით 90%-იანი უზრუნველყოფისა და საბანკო სესხის რეფინანსირების განაკვეთს პლუს 3%-იანი თანადაფინანსების შესაძლებლობას. ასევე, შესაძლებელია გემის ლიზინგი, რომლის შემთხვევაში რეფინანსირების განაკვეთს პლუს 5%-იანი თანადაფინანსების მექანიზმი ხორციელდება.
პირველი 3 წლის განმავლობაში სესხის პროცენტის თანადაფინანსებას სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ განახორციელებს და ასევე, სესხის ძირი თანხის 90%-ის გარანტორი სახელმწიფო იქნება.