https://sputnik-georgia.com/20210717/saqarTvelos-akvakulturis-meurneobebma-Tevzis-warmoeba-Seamcires-252345053.html
საქართველოს აკვაკულტურის მეურნეობებმა თევზის წარმოება შეამცირეს
საქართველოს აკვაკულტურის მეურნეობებმა თევზის წარმოება შეამცირეს
Sputnik საქართველო
2020 წლის ბოლოსათვის, აკვაკულტურისათვის განკუთვნილი ტბორების ფართობმა 2,5 ათას ჰექტარს მიაღწია, რაც 1%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. 17.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-17T14:30+0400
2021-07-17T14:30+0400
2021-10-19T18:01+0400
ახალი ამბები
ეკონომიკა
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/11/251751055_0:104:2000:1229_1920x0_80_0_0_79950384cb2dc90254f325b86cd92057.jpg
თბილისი, 17 ივლისი – Sputnik. 2020 წელს აკვაკულტურის მეურნეობებში თევზის წარმოება წინა წელთან შედარებით 16%-ით შემცირდა და 2.071,5 ტონა შეადგინა, ნათქვამია კვლევაში, რომელიც საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა „საქსტატმა“ ჩაატარა.უწყების ინფორმაციით, 2020 წელს აკვაკულტურის მეურნეობებში ორაგულისებრთა წარმოება 1.155,2 ტონა იყო, რაც 13,8%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებლზე. კობრისებრთა წარმოება 17,2%-ით შემცირდა და 838,4 ტონა შეადგინა. წინა პერიოდთან შედარებით 38.2%-ით შემცირდა ზუთხისებრთა წარმოება და 60,1 ტონით განისაზღვრა.ხოლო ლოქოსებრთა წარმოება პირიქით გაიზარდა 22.4%-ით და 17.5 ტონით განისაზღვრა.„საქსტატის“ ინფორმაციით, ორაგულისებრთა წარმოებაში 98.1%-ით წარმოდგენილია ცისარტყელა კალმახი, კობრისებრთა წარმოებაში კი 42.9% მოდის კობრისა და სარკისებური კობრის, 43% - თეთრი და ჭრელი სქელშუბლას და 13.6% - თეთრი ამურის წარმოებაზე.2020 წელს თევზის წარმოების მიხედვით ლიდერობს კახეთი, რომელზეც ქვეყანაში წარმოებული თევზის 32.2% მოდის, მეორე ადგილს იკავებს შიდა ქართლი - 31.4%-ით, ხოლო მესამე ადგილზეა გურია - 11.1%-ით.2020 წლის ბოლოსათვის აკვაკულტურისათვის განკუთვნილ წყალსატევებში არსებული თევზის საერთო მოცულობა 14.7%-ით გაიზარდა და 2.929,7 ტონა შეადგინა.აქედან კობრისებრთა ოჯახის წილი 60,2% იყო, ორაგულისებრთა ოჯახის - 26,1%, ზუთხისებრთა ოჯახის - 12,5%, ხოლო ლოქოსებრთა ოჯახის - 1,2%.2020 წელს 1კგ ცისარტყელა კალმახის საშუალო წლიური ფასი (მწარმოებლის ფასი) 10,2 ლარი იყო, კობრისა და სარკისებრი კობრის - 8 ლარი, თეთრი ამურის - 6,3 ლარი, თეთრი და ჭრელი სქელშუბლას - 4,3 ლარი, რუსული და ციმბირული ზუთხის - 27,6 ლარი, ხოლო ევროპული ლოქოს - 16 ლარი.გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2020 წლის ბოლოსათვის, აკვაკულტურისათვის განკუთვნილი ტბორების ფართობმა 2,5 ათას ჰექტარს მიაღწია, რაც 1%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ხოლო აუზების ფართობი წინა პერიოდთან შედარებით 1.4%-ით გაიზარდა და 28.3 ჰექტარით განისაზღვრა.2020 წლის ბოლოს არსებული მდგომარეობით, ტბორების ყველაზე დიდი ნაწილი კახეთში მდებარეობდა - 1,6 ათასი ჰექტარი, სამეგრელო-ზემო სვანეთში ტბორების ფართობმა 476.9 ჰექტარი, იმერეთში 166.6 ჰექტარი, ხოლო დანარჩენ რეგიონებში ჯამურად 186.6 ჰექტარი შეადგინა.
https://sputnik-georgia.com/20210517/saqarTveloSi-akvakulturis-moSenebaze-nebarTvis-gacemis-axali-wesebi-SemuSavda-251751589.html
https://sputnik-georgia.com/20210126/evrokavshiri-saqartvelos-akvakulturis-strategiis-shemushavebashi-daexmareba-250713573.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/11/251751055_112:0:1889:1333_1920x0_80_0_0_20e5b668e77eb96b6dbd7a4233462f21.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, ეკონომიკა, საქართველო
ახალი ამბები, ეკონომიკა, საქართველო
საქართველოს აკვაკულტურის მეურნეობებმა თევზის წარმოება შეამცირეს
14:30 17.07.2021 (განახლებულია: 18:01 19.10.2021) 2020 წლის ბოლოსათვის, აკვაკულტურისათვის განკუთვნილი ტბორების ფართობმა 2,5 ათას ჰექტარს მიაღწია, რაც 1%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
თბილისი, 17 ივლისი – Sputnik. 2020 წელს აკვაკულტურის მეურნეობებში თევზის წარმოება წინა წელთან შედარებით 16%-ით შემცირდა და 2.071,5 ტონა შეადგინა, ნათქვამია კვლევაში, რომელიც
საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა „საქსტატმა“ ჩაატარა.
უწყების ინფორმაციით, 2020 წელს აკვაკულტურის მეურნეობებში ორაგულისებრთა წარმოება 1.155,2 ტონა იყო, რაც 13,8%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებლზე. კობრისებრთა წარმოება 17,2%-ით შემცირდა და 838,4 ტონა შეადგინა. წინა პერიოდთან შედარებით 38.2%-ით შემცირდა ზუთხისებრთა წარმოება და 60,1 ტონით განისაზღვრა.
ხოლო ლოქოსებრთა წარმოება პირიქით გაიზარდა 22.4%-ით და 17.5 ტონით განისაზღვრა.
„საქსტატის“ ინფორმაციით, ორაგულისებრთა წარმოებაში 98.1%-ით წარმოდგენილია ცისარტყელა კალმახი, კობრისებრთა წარმოებაში კი 42.9% მოდის კობრისა და სარკისებური კობრის, 43% - თეთრი და ჭრელი სქელშუბლას და 13.6% - თეთრი ამურის წარმოებაზე.
2020 წელს თევზის წარმოების მიხედვით ლიდერობს კახეთი, რომელზეც ქვეყანაში წარმოებული თევზის 32.2% მოდის, მეორე ადგილს იკავებს შიდა ქართლი - 31.4%-ით, ხოლო მესამე ადგილზეა გურია - 11.1%-ით.
2020 წლის ბოლოსათვის აკვაკულტურისათვის განკუთვნილ წყალსატევებში არსებული თევზის საერთო მოცულობა 14.7%-ით გაიზარდა და 2.929,7 ტონა შეადგინა.
აქედან კობრისებრთა ოჯახის წილი 60,2% იყო, ორაგულისებრთა ოჯახის - 26,1%, ზუთხისებრთა ოჯახის - 12,5%, ხოლო ლოქოსებრთა ოჯახის - 1,2%.
2020 წელს 1კგ ცისარტყელა კალმახის საშუალო წლიური ფასი (მწარმოებლის ფასი) 10,2 ლარი იყო, კობრისა და სარკისებრი კობრის - 8 ლარი, თეთრი ამურის - 6,3 ლარი, თეთრი და ჭრელი სქელშუბლას - 4,3 ლარი, რუსული და ციმბირული ზუთხის - 27,6 ლარი, ხოლო ევროპული ლოქოს - 16 ლარი.
გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2020 წლის ბოლოსათვის, აკვაკულტურისათვის განკუთვნილი ტბორების ფართობმა 2,5 ათას ჰექტარს მიაღწია, რაც 1%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ხოლო აუზების ფართობი წინა პერიოდთან შედარებით 1.4%-ით გაიზარდა და 28.3 ჰექტარით განისაზღვრა.
2020 წლის ბოლოს არსებული მდგომარეობით, ტბორების ყველაზე დიდი ნაწილი კახეთში მდებარეობდა - 1,6 ათასი ჰექტარი, სამეგრელო-ზემო სვანეთში ტბორების ფართობმა 476.9 ჰექტარი, იმერეთში 166.6 ჰექტარი, ხოლო დანარჩენ რეგიონებში ჯამურად 186.6 ჰექტარი შეადგინა.