მედია: სენატორ კენედის მკვლელი 50 წლიანი პატიმრობის შემდეგ შესაძლოა გაათავისუფლონ

ციხე - Sputnik საქართველო, 1920, 28.08.2021
გამოწერა
სენატორ კენედის მკვლელმა ციხეში გატარებული 50 წლის შემდეგ ვადამდელი გათავისუფლების უფლება მიიღო
თბილისი, 28 აგვისტო – Sputnik. ამერიკელი სენატორ რობერტ კენედის მკვლელმა ციხეში 50 წლიანი სასჯელის მოხდის შემდეგ ვადამდელი გათავისუფლების უფლება მიიღო, იუწყება Los Angeles Times. ამის შესახებ წერს РИА Новости.
რობერტ კენედი - აშშ-ის მოკლული პრეზიდენტის, ჯომ კენედის ძმა, ლოს-ანჯელესის მახლობლად მდებარე სასტუმროში 1968 წლის ივნისში მოკლეს. დამნაშავედ ცნობილი იქნა პალესტინელი სერჰან სერჰანი (Sirhan Bishara Sirhan), მას სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს, შემდეგ კი სასჯელი შეურბილეს და ვადამდელი პატიმრობით შეუცვალეს. დანაშაულის ჩადენის მომენტში სერჰანი 24 წლის იყო.
ამერიკელი პოლიციელი - Sputnik საქართველო, 1920, 07.04.2020
„კენედის კლანის წყევლა“: პოლიციამ მეივ კენედის ცხედარი იპოვა
ვადამდელ-პირობითი გათავისუფლების კომისიამ მიიღო პალესტინელის გათავისუფლების მხარდაჭერის წერილები, მათ შორის მოკლული პოლიტიკოსის ვაჟისგან. პროკურატურა სერჰანის ვადამდელი გათავისუფლების წინააღმდეგი არ არის.
77 წლის პალესტინელს ვადამდელ-პირობითი გათავისუფლების თხოვნა 1972 წლიდან შეეძლო, მას რამდენიმე ასეთი მცდელობა 1983 წლიდან 2006 წლამდე ჰქონდა, მაგრამ ყოველ ჯერზე უარი მიიღო. ბოლოჯერ მას უარი 2016 წელს უთრეს.
ყველა ახალი ამბავი
0