„კენედის კლანის წყევლა“: პოლიციამ მეივ კენედის ცხედარი იპოვა

გამოწერა
გავრცელებული ინფორმაციით, დედა და შვილი ჩესაპიკის ყურეში კანოეში ჩასხდნენ და წყალში შევიდნენ გადავარდნილი ბურთის გამოსატანად. სავარაუდოდ, ისინი საკმაოდ ღრმად შეცურდნენ ყურეში და უკან გამოსვლა ვეღარ მოახერხეს.

თბილისი, 7 აპრილი — Sputnik. პოლიციამ აშშ-ის ყოფილი გენერალური პროკურორის, რობერტ კენედის შვილიშვილის მეივ კენედი თაუნსენდ მაკკინის ცხედარი იპოვა, რომელიც 2 აპრილს კანოეთი ცურვის დროს დაიკარგა, იუწყება ამერიკული მასმედია.

​40 წლის მეივ კენედის გვამი 7 აპრილს აღმოაჩინეს მისი დედის სახლიდან 4 კილომეტრის დაშორებით. გრძელდება მისი ვაჟის, გედეონ ჯოზეფ კენედის ძებნა.

გავრცელებული ინფორმაციით, დედა და შვილი ჩესაპიკის ყურეში კანოეში ჩასხდნენ და წყალში შევიდნენ გადავარდნილი ბურთის გამოსატანად. სავარაუდოდ, ისინი საკმაოდ ღრმად შეცურდნენ ყურეში და უკან გამოსვლა ვეღარ მოახერხეს. 

Президент США Джон Ф. Кеннеди выступает 20 января 1961 года с обращением на церемонии своей инаугурации на Капитолийском холме в Вашингтоне после принятия присяги - Sputnik საქართველო
შეერთებულმა შტატებმა კენედის მკვლელობის თაობაზე 3 ათასი დოკუმენტი გამოაქვეყნა

„კენედის კლანის წყევლა“ გულისხმობს ოჯახში არაბუნებრივი სიკვდილით გარდაცვლილთა დიდ რაოდენობას. ყველაზე მეტად საიდუმლოებით მოცული პრეზიდენტ ჯონ კენედის მკვლელობაა, რომელიც 1963 წლის 22 ნოემბერს დალასში სასიკვდილოდ დაჭრეს. ოფიციალური ვერსიით, მისი მკვლელი ლი ჰარვი ოსვალდი იყო, რომელმაც  პრეზიდენტს შორი მანძილიდან ესროლა სნაიპერული შაშხანით.

პრეზიდენტის ძმა, სენატორი და გენერალური პროკურორი რობერტ კენედი, რომელიც პრეზიდენტის პოსტის მოსაპოვებლად იბრძოდა, 1968 წელს მოკლეს. ჯონისა და რობერტის უფროსი ძმა პატრიკ კენედი 1944 წელს დაიღუპა საიდუმლო სამხედრო მისიის შესრულების დროს. მათი და კეტლინი კი 1948 წელს ავიაკატასტროფაში დაიღუპა.

კენედის მკვლელობასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია საფრთხეს უქმნის აშშ-ის უსაფრთხოებას>>

1963 წელს, დაბადებიდან 39 საათის შემდეგ გარდაიცვალა ჯონ კენედის შვილი პატრიკ ბუვიე-კენედი.

რობერტ კენედის ვაჟი დევიდი 1984 წელს კოკაინის ჭარბმა დოზამ იმსხვერპლა, ხოლო კიდევ ერთი ვაჟი მაიკლ ლემუან კენედი 1997 წელს თხილამურებით სრიალის დროს დაიღუპა.

1999 წელს ჯონ კენედის ვაჟი ჯონ კენედი-უმცროსი ცოლთან და დასთან ერთად დაიღუპა ავიაკატასტროფაში.

ყველა ახალი ამბავი
0