მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ბრეივიკი: 77 მოკლული ადამიანი და ვადამდელი გათავისუფლება. რას გადაწყვეტს სასამართლო

© AFP 2015/ Junge, Heiko / POOLანდერს ბრეივიკი
ანდერს ბრეივიკი - Sputnik საქართველო, 1920, 28.08.2021
გამოწერა
უტოიას ტერაქტს ემსხვერპლა ქართველი თამთა ლიპარტელიანიც, რომლის ცხედარიც ექვსი დღის შემდეგ იპოვეს, მისი მეგობარი ნათია ჩხეტიანი კი გადარჩა და საქართველოში ცოცხალი დაბრუნდა.
თბილისი, 28 აგვისტო – Sputnik. სკანდინავიის ყველაზე ცნობილი ტერორისტი, რადიკალი მემარჯვენე ანდერს ბრეივიკი, რომელსაც 2011 წლის 22 ივლისს კუნძულ უტოიაზე მასობრივი მკვლელობისთვის 21 წლიანი პატიმრობა მიესაჯა, პირობით-ვადამდელ გათავისუფლებას ითხოვს და აპირებს უჩივლოს ხელისუფლებას, რათა საკუთარი უფლებების დარღვევის ფაქტები დაამტკიცოს.
2011 წლის 22 ივლისს ბრეივიკმა ჯერ რვა ადამიანი მოკლა ოსლოში, შემდეგ კი ტერაქტი მოაწყო კუნძულ უტოიაზე მდებარე საზაფხულო ახალგაზრდულ ბანაკში, რასაც 69 ადამიანი ემსხვერპლა. ტერორისტმა დანაშაული დაკავებისთანავე აღიარა, თუმცა თავი დამნაშავედ აქამდე არ უცვნია. მისი თქმით, ეს ყველაფერი ნორვეგიული კულტურის დაცემის შესაჩერებლად გააკეთა.
ციხე - Sputnik საქართველო, 1920, 16.09.2020
მსოფლიო დღეს
პატიმარი უკმაყოფილოა: 77 ადამიანის მკვლელი ვადამდე გათავისუფლებას ითხოვს
ბრეივიკი პირობით-ვადამდელ გათავისუფლებას ითხოვს იმ საბაბით, რომ მინიმალური (ათწლიანი) პატიმრობის ვადა ამოეწურა (ნორვეგიული კანონმდებლობით ამ ვადის გასვლის შემდეგ პატიმრებს პირობითი-ვადამდელი გათავისუფლების მოთხოვნის უფლება აქვთ).
მაგრამ პროკურორი ხულფა კარლსდოტირი აცხადებს, რომ უწყებამ უარი უთხრა ამ მოთხოვნას, რადგან ბრეივიკი საზოგადოებისთვის საშიშია. ახლა ბრეივიკის თხოვნა სასამართლომ უნდა განიხილოს. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ მას პირობით-ვადამდელ გათავისუფლებაზე უარს ეტყვიან.
ეს ბრეივიკის მხრიდან პირველი მსგავსი თხოვნა არ არის. 2020 წელს ბრეივიკმა, რომელმაც ციხეში ყოფნისას სახელი ფრიტიორ ჰანსენად გადაიკეთა, ასევე ითხოვა ვადამდელი გათავისუფლება. აღსანიშნავია, რომ მიმართვას ხელი მოაწერა როგორც ანდერს ბრეივიკმა, ისე ფრიტიორ ჰანსენმა. „ორივეს“ უარი ეთქვა.
ციხე - Sputnik საქართველო, 1920, 28.08.2021
მედია: სენატორ კენედის მკვლელი 50 წლიანი პატიმრობის შემდეგ შესაძლოა გაათავისუფლონ
2015 წელს მან უჩივლა სახელმწიფოს უფლებების დარღვევის გამო, რადგან, მისი აზრით, ზედმეტად ხანგრძლივ იზოლაციაში იმყოფებოდა. მაშინ მისი საჩივარი საოლქო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა, თუმცა სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება გააუქმა და განაცხადა, რომ ციხეში ყოფნისას ბრეივიკის უფლებები არ დარღვეულა. უზენაესმა სასამართლომ, შემდეგ კი სტრასბურგის სასამართლომ მის აპელაციაზე ასევე უარი უთხრეს.
ტერორისტი იმყოფება სამოთახიან ციხის საკანში, სარგებლობს კომპიუტერით, ტელევიზორით, მას შეუძლია გაერთოს კომპიუტერული თამაშებით. გარე სამყაროსთან კონტაქტები ძალიან შეზღუდულია, საფოსტო მიმოწერა კონტროლდება. მისთვის განკუთვნილი საკვები ცხელდებოდა მიკროტალღურ ღუმელში, მენიუ ორ დღეში ერთხელ იცვლებოდა. ბრეივიკმა ეს ადამიანის უფლებების დარღვევად მიიჩნია. ამ ბოლო პუნქტს სასამართლო დაეთანხმა და გადახედა კვებას - ახლა მისთვის ახლად მომზადებული საკვები მიაქვთ.
ყველა ახალი ამბავი
0