ზურაბიშვილი და ზალკალიანი ქაბულში ტერაქტს გმობენ

© REUTERS / 1TVტერორისტების შეტევა ქაბულის აეროპორტზე
ტერორისტების შეტევა ქაბულის აეროპორტზე - Sputnik საქართველო, 1920, 27.08.2021
საქართველო განაგრძობს მათ მხარდაჭერას, ვინც ახორციელებს ევაკუაციის პროცესს და გამოხატავს სოლიდარობას ძალადობის წინააღმდეგ, განაცხადა ქვეყნის პრეზიდენტმა.
თბილისი, 27 აგვისტო – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დაგმო ტერაქტი ქაბულში და სამძიმარი გამოთქვა მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამხედროების დაღუპვის გამო.
ქაბულის აეროპორტთან ხუთშაბათს ორი აფეთქება მოხდა — ერთი სასტუმრო Baron-ის სიახლოვეს, სადაც უცხოელები იკრიბებოდნენ, მათ შორის ბრიტანეთისა და აშშ-ის მოქალაქეები. მეორედ კი დანაღმული ავტომობილი აფეთქდა. პირველი აფეთქება თვითმკვლელმა ტერორისტმა მოაწყო, რაზეც მოგვიანებით პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. აშშ-ში კი მიაჩნიათ, რომ ამ შეტევების უკან „ვილაიათ ჰორასანი“ დგას.

„მკაცრად ვგმობ ქაბულში ტერორისტულ თავდასხმას. ვლოცულობ დაღუპული ავღანელი მშვიდობიანი მოქალაქეებისა და ამერიკელი სამხედროებისთვის. ევაკუაცია უნდა გაგრძელდეს მშვიდობიანად. საქართველო გააგრძელებს მათ მხარდაჭერას, ვინც ევაკუაციას ახორციელებს და გამოხატავს სოლიდარობას ძალადობის წინააღმდეგ“, – დაწერა ზურაბიშვილმა Twitter-ის გვერდზე.

ტერაქტი დაგმო ასევე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა.
„სასტიკად ვგმობ ქაბულის აეროპორტში განხორციელებულ ლაჩრულ ტერორისტულ შეტევას. გულითადად ვუსამძიმრებ მსხვერპლთა, მათ შორის აშშ-ის დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ოჯახებს. საქართველო დგას საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში, რათა დასრულდეს ძალადობა და ქაოსი ავღანეთსა და მის ფარგლებს გარეთ“, – დაწერა ზალკალიანმა Twitter-ში.
ევაკუაცია ავღანეთიდან - Sputnik საქართველო, 1920, 26.08.2021
როგორ ხდება საქართველოში ავღანეთიდან ევაკუირებული პირების მიღება: ზალკალიანის განმარტება
საქართველოს მთავრობამ ხუთშაბათს განაცხადა, რომ ქვეყანა მიიღებს და თავის ტერიტორიაზე დროებით განათავსებს ავღანეთში საერთაშორისო ორგანიზაციების მისიების ევაკუირებულ თანამშრომლებს.
ავღანეთიდან ამერიკული სამხედრო კონტინგენტის გამოყვანის ფონზე ქვეყანაში ვითარება მკვეთრად გამწვავდა. რადიკალურმა მოძრაობა „თალიბანმა“ ქვეყნის დიდ ქალაქებს შეუტია. 15 აგვისტოს „თალიბანმა“ ქაბული დაიკავა და ქვეყანაში ძალაუფლება ხელში აიღო. ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა და ამჟამად ოჯახთან ერთად არაბთა გაერთიანებულ საამიროებში იმყოფება.
აფეთქება ქაბულის აეროპორტში - Sputnik საქართველო, 1920, 27.08.2021
თავდასხმა ქაბულის აეროპორტზე: ასობით დაჭრილი და ათობით მოკლული – ფოტო
17 აგვისტოს ავღანეთის ვიცე-პრეზიდენტმა ამრულა სალეჰმა განაცხადა, რომ პრეზიდენტის არყოფნის პერიოდში სახელმწიფოს დროებითი მეთაური იქნება. უახლოეს მომავალში ცნობილი გახდება ქვეყნის მმართველობის ახალი ფორმა. ბოევიკები გარდამავალი მთავრობის ჩამოყალიბებაზე უარს აცხადებენ.
ამჟამად ავღანეთიდან სახმელეთო საზღვრებს თალიბები აკონტროლებენ. უცხოელი მოქალაქეებისა და უცხოურ მისიებში მომუშავე ავღანელების ევაკუაცია ქაბულის ერთადერთი აეროპორტის მეშვეობით ხორციელდება, რომელსაც აშშ-ის და ნატოს სხვა ქვეყნების სამხედრო ძალები იცავენ. თალიბებმა განაცხადეს, რომ ამერიკელებისთვის აშშ-ის მოქალაქეების ევაკუაციის გადავადებას 31 აგვისტოს შემდეგ არ აპირებენ.
ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური中国中文ჩინური
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური