უმედლო დღე პარალიმპიურ თამაშებზე – ქართველები პარაძიუდოში დამარცხდნენ

© photo: Sputnik / Ramil Sitdikov / გადასვლა მედიაბანკშიტოკიოს ოლიმპიადა. დახურვის ცერემონია
ტოკიოს ოლიმპიადა. დახურვის ცერემონია - Sputnik საქართველო, 1920, 27.08.2021
გამოწერა
გამჯაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში იაპონელ სპორტსმენთან დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა. მედლის გარეშე დარჩა 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ზურაბ ზურაბიანიც.
თბილისი, 27 აგვისტო – Sputnik. ტოკიოში მიმდინარე პარალიმპიურ თამაშებზე მოასპარეზე ქართველი პარაძიუდოისტი გიორგი გამჯაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში დამარცხდა.
გამჯაშვილი, რომელიც 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა, მესამე ადგილისთვის ბრძოლაში იაპონელ იუჯირო სეტოს დაუპირისპირდა. მიუხედავად იმისა, რომ გიორგიმ ბრძოლა აქტიურობით დაიწყო და ვაზარის მოპოვებაც მოახერხა, მასპინძელმა პარაძიუდოისტმა სუფთა გდების შესრულება შეძლო და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.
გიორგი გამჯაშვილმა პარალიმპიურ თამაშებზე გამოსვლა რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენელ ვიკტორ რუდენკოსთან გამარჯვებით დაიწყო. კარგი სტარტის მიუხედავად, 26 წლის ქართველი პარაძიუდოსტი ნახევარფინალში ესპანელ სერხიო იბანაზ ბანონთან იპონით დამარცხდა და ბრინჯაოსთვის ბრძოლაში გადაერთო.
ნინა თიბილაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 25.08.2021
თიბილაშვილმა ტოკიოს პარალიმპიადაზე ვერცხლი მოიპოვა
დღეს იასპარეზა ასევე ზურაბ ზურაბიანმაც (60 კგ), რომელიც პირველივე შეხვედრაში მონღოლ მეტოქესთან დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა.
ხვალ ქართველები პარასპორტის სამ სახეობაში ცდიან ძალებს. პარაძიუდოში გიორგი ქალდანი (-73 კგ) გამოვა, პარამოფარიკავეები ირმა ხეცურიანი, ნინა თიბილაშვილი და გვანცა ზადიშვილი რაპირით ფარიკაობაში იასპარეზებენ, პარაწოლჭიმში კი აჰმად რაზმ აზარი (-80 კგ) გამოვა.
ტოკიოს პარალიმპურ თამაშებზე საქართველოს ანგარიშზე ერთადერთი მედალია, რომელიც პარამოფარიკავე ნინა თიბილაშვილმა ხმლით ფარიკაობის ინდივიდუალურ შეჯიბრებაში მოიპოვა (ვერცხლი).
ყველა ახალი ამბავი
0