თიბილაშვილმა ტოკიოს პარალიმპიადაზე ვერცხლი მოიპოვა

© Facebook / Parasport Development Centre of Tbilisiნინა თიბილაშვილი
ნინა თიბილაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 25.08.2021
თიბილაშვილმა ფინალური ორთაბრძოლა ჩინეთის წარმომადგენელთან დიდი სხვაობით დათმო. ასევე ჩინელ პარამოფარიკავესთან დამარცხდა ირმა ხეცურიანიც, რომელიც მესამე ადგილისთვის იბრძოდა.
თბილისი, 25 აგვისტო – Sputnik. პარამოფარიკავე ნინა თიბილაშვილი ტოკიოს პარალიმპიური თამაშებზე ფინალში დამარცხდა და საბოლოოდ ვერცხლის მედალს დაეუფლა.
თიბილაშვილი ფინალურ ეტაპზე ჩინელ პარამოფარიკავე ბიან ძინთან 7:15 დამარცხდა. მანამდე ქართველმა პარამოფარიკავემ საკვალიფიკაციო ეტაპზე ოთხი შეხვედრიდან ორი მოიგო და მერვედფინალურ ეტაპზე გავიდა. ძირითადი ბადის პირველ ეტაპზე მან იტალიელი ლორედანა ტრიგილია დაამარცხა ანგარიშით 15:9, მეოთხედფინალში კი უკრაინელი ნატალია მორკვიჩის ბარიერი დაძლია (15:13). ნახევარფინალში ქართველმა პარამოფარიკავემ ასევე უკრაინელი ევგენია ბრეუსის დამარცხებაც მოახერხა (15:12) და ფინალში გავიდა.
ნინა თიბილაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 25.08.2021
ნინა თიბილაშვილი პარალიმპიური თამაშების ფინალშია
რაც შეეხება კიდევ ერთ პარამოფარიკავეს ირმა ხეცურიანს, ის ჯერ ნახევარფინალში ჩინელ შუმაი ტანთან ანგარიშით 8:15 დამარცხდა, ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლა კი კვლავ ჩინეთის წარმომადგენელ რონ ქსიაოსთან დათმო (6:15).
ტოკიოს პარალიმპიადაზე საქართველო სპორტის ექვს სახეობაში 13 სპორტსმენით არის წარმოდგენილი. ქართველმა პარამოფარიკავეებმა ასპარეზობა დაასრულეს. ქართველი პარასპორტსმენები ასევე იასპარეზებენ პარაძიუდოში, პარაწოლჭიმში, პარაცურვაში, პარასროლაში და პარამძლეოსნობაში.
ტოკიოს პარალიმპიური თამაშები 24 აგვისტოდან 5 სექტემბრამდე პერიოდში ტარდება და მასში მონაწილეობას 162 ქვეყნის დაახლოებით 4.500 სპორტსმენი იღებს.
ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური俄罗斯卫星通讯社中文(简体)ჩინური (გამარტ.)俄罗斯卫星通讯社中文(繁体)ჩინური (ტრად.)
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური