https://sputnik-georgia.com/20210825/nina-tibilasvili-paralimpiuri-tamasebis-finalsia-258592761.html
ნინა თიბილაშვილი პარალიმპიური თამაშების ფინალშია
ნინა თიბილაშვილი პარალიმპიური თამაშების ფინალშია
Sputnik საქართველო
ნინა თიბილაშვილმა ნახევარფინალში უკრაინელი მეტოქე დაამარცხა და ოქროს მედლისთვის ბრძოლაში ჩინელ პარამოფარიკავეს შეხვდება. 25.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-25T11:58+0400
2021-08-25T11:58+0400
2021-10-19T18:04+0400
ახალი ამბები
სპორტი
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24773/89/247738971_0:0:1772:997_1920x0_80_0_0_dde00e066c03aa39910edab5c410718b.jpg
თბილისი, 25 აგვისტო – Sputnik. ტოკიოს პარალიმპიურ თამაშებზე ქართველი პარამოფარიკავე ნინა თიბილაშვილი ფინალში გავიდა.თიბილაშვილმა ნახევარფინალში უკრაინელი ევგენია ბრეუსი ანგარიშით 15:12 დაამარცხა და ახლა ოქროს მედლისთვის იბრძოლებს. მანამდე ქართველმა პარამოფარიკავემ საკვალიფიკაციო ეტაპზე ოთხი შეხვედრიდან ორი მოიგო და მერვედფინალურ ეტაპზე გავიდა. ძირითადი ბადის პირველ ეტაპზე მან იტალიელი ლორედანა ტრიგილია დაამარცხა ანგარიშით 15:9, მეოთხედფინალში კი უკრაინელი ნატალია მორკვიჩის ბარიერი დაძლია (15:13). ფინალში თიბილაშვილის მეტოქე ჩინელი ძინ ბიანი იქნება.რაც შეეხება კიდევ ერთ ქართველ პარასპორტსმენს ირმა ხეცურიანს, ის ნახევარფინალურ ეტაპზე ჩინელ შუმაი ტანისთან დამარცხდა (8:15) და ასპარეზობას ბრინჯაოს მედლისთვის განაგრძობს. მისი მომდევნო მეტოქე ჩინეთის წარმომადგენელი რონ ქსიაო იქნება.ტოკიოს პარალიმპიადაზე საქართველო სპორტის ექვს სახეობაში 13 სპორტსმენით არის წარმოდგენილი. ქართველი პარასპორტსმენები იასპარეზებენ ეტლით ფარიკაობაში, პარაძიუდოში, პარაწოლჭიმში, პარაცურვაში, პარასროლაში და პარამძლეოსნობაში.ტოკიოს პარალიმპიური თამაშები 24 აგვისტოდან 5 სექტემბრამდე პერიოდში ტარდება და მასში მონაწილეობას 162 ქვეყნის დაახლოებით 4.500 სპორტსმენი იღებს.
https://sputnik-georgia.com/20201105/irma-xecuriani-da-nina-TimilaSvili-msoflios-wlis-saukeTeso-paramofirakeveebi-gaxdnen-249936862.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24773/89/247738971_40:0:1772:1299_1920x0_80_0_0_02ecdf6e47f4c1ad9875b085786fa906.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, სპორტი, საქართველო
ახალი ამბები, სპორტი, საქართველო
ნინა თიბილაშვილი პარალიმპიური თამაშების ფინალშია
11:58 25.08.2021 (განახლებულია: 18:04 19.10.2021) ნინა თიბილაშვილმა ნახევარფინალში უკრაინელი მეტოქე დაამარცხა და ოქროს მედლისთვის ბრძოლაში ჩინელ პარამოფარიკავეს შეხვდება.
თბილისი, 25 აგვისტო – Sputnik. ტოკიოს პარალიმპიურ თამაშებზე ქართველი პარამოფარიკავე ნინა თიბილაშვილი ფინალში გავიდა.
თიბილაშვილმა ნახევარფინალში უკრაინელი ევგენია ბრეუსი ანგარიშით 15:12 დაამარცხა და ახლა ოქროს მედლისთვის იბრძოლებს. მანამდე ქართველმა პარამოფარიკავემ საკვალიფიკაციო ეტაპზე ოთხი შეხვედრიდან ორი მოიგო და მერვედფინალურ ეტაპზე გავიდა. ძირითადი ბადის პირველ ეტაპზე მან იტალიელი ლორედანა ტრიგილია დაამარცხა ანგარიშით 15:9, მეოთხედფინალში კი უკრაინელი ნატალია მორკვიჩის ბარიერი დაძლია (15:13). ფინალში თიბილაშვილის მეტოქე ჩინელი ძინ ბიანი იქნება.
რაც შეეხება კიდევ ერთ ქართველ პარასპორტსმენს ირმა ხეცურიანს, ის ნახევარფინალურ ეტაპზე ჩინელ შუმაი ტანისთან დამარცხდა (8:15) და ასპარეზობას ბრინჯაოს მედლისთვის განაგრძობს. მისი მომდევნო მეტოქე ჩინეთის წარმომადგენელი რონ ქსიაო იქნება.
ტოკიოს პარალიმპიადაზე საქართველო სპორტის ექვს სახეობაში 13 სპორტსმენით არის წარმოდგენილი. ქართველი პარასპორტსმენები იასპარეზებენ ეტლით ფარიკაობაში, პარაძიუდოში, პარაწოლჭიმში, პარაცურვაში, პარასროლაში და პარამძლეოსნობაში.
ტოკიოს პარალიმპიური თამაშები 24 აგვისტოდან 5 სექტემბრამდე პერიოდში ტარდება და მასში მონაწილეობას 162 ქვეყნის დაახლოებით 4.500 სპორტსმენი იღებს.