https://sputnik-georgia.com/20210827/masvelebi-dajildovdnen-258696006.html
მაშველები საზღვაო სეზონზე გამოჩენილი განსაკუთრებული სიმამაცისთვის დაჯილდოვდნენ
მაშველები საზღვაო სეზონზე გამოჩენილი განსაკუთრებული სიმამაცისთვის დაჯილდოვდნენ
Sputnik საქართველო
საზღვაო სეზონზე გამოჩენილი განსაკუთრებული სიმამაცისთვის საჩუქრები ხუთ მაშველს გადაეცა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას უსაფრთხოების წესების... 27.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-27T11:37+0400
2021-08-27T11:37+0400
2021-10-19T18:04+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/07/1e/249103243_0:141:3138:1906_1920x0_80_0_0_67e90ac3ccda260be9742349c6e4c559.jpg
თბილისი, 27 აგვისტო – Sputnik. სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის თანამშრომლებს წლევანდელ საზღვაო სეზონზე გამოჩენილი განსაკუთრებული მამაცობისთვის სპეციალური სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ, ნათქვამია შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.უწყების ცნობით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა 2021 წლის საზღვაო სეზონის დაწყებიდან დღემდე შავი ზღვის სანაპიროზე 150-მდე ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს. ამას გარდა მაშველებმა იპოვეს და დაეხმარნენ 30 გზააბნეულ მოქალაქეს, მათ შორის არასრულწლოვნებს. სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის თანამშრომლებმა ასევე ამ დროის განმავლობაში პირველადი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს 26 დამსვენებელს.სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ლაშა თვაურმა საჩუქრები ხუთ მაშველს გადასცა: გიორგი სახეიშვილს, ზურიკო ჩხარტიშვილს, გიორგი ველიჯანაშვილს, ირაკლი გოგუაძეს და ია ოქროპირიძეს.უწყებაში აცხადებენ, რომ 2021 წლის ტურისტული სეზონის განმავლობაში სხვადასხვა ლოკაციაზე 300-ზე მეტი მაშველი მუშაობს და ისინი საჭიროების შემთხვევაში მოქალაქეებს შესაბამის დახმარებას უწევენ.საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას მოუწოდებს, დასვენებისას დაემორჩილონ მაშველების მითითებებს და მაქსიმალურად დაიცვან უსაფრთხოების წესები:საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები გურიის, სამეგრელოსა და აჭარის რეგიონებში შავი ზღვის სანაპირო ზოლზე, ასევე რაჭაში – შაორის ტბაზე, თბილისის ზღვაზე და სხვა ტურისტულ ზონებში ყოველდღიურად მორიგეობენ.
https://sputnik-georgia.com/20210806/mashvelebma-swavleba-daasrules-252519719.html
https://sputnik-georgia.com/20210724/maSvelebma-sazRvao-sezonis-dawyebidan-daxrCobas-70-adamiani-gadaarCines-252412919.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/07/1e/249103243_204:0:2933:2047_1920x0_80_0_0_5043d3564f2686d69e05c5ae1017db4e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო
მაშველები საზღვაო სეზონზე გამოჩენილი განსაკუთრებული სიმამაცისთვის დაჯილდოვდნენ
11:37 27.08.2021 (განახლებულია: 18:04 19.10.2021) საზღვაო სეზონზე გამოჩენილი განსაკუთრებული სიმამაცისთვის საჩუქრები ხუთ მაშველს გადაეცა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას უსაფრთხოების წესების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს.
თბილისი, 27 აგვისტო – Sputnik. სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის თანამშრომლებს წლევანდელ საზღვაო სეზონზე გამოჩენილი განსაკუთრებული მამაცობისთვის სპეციალური სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ, ნათქვამია შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ
განცხადებაში.
უწყების ცნობით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა 2021 წლის საზღვაო სეზონის დაწყებიდან დღემდე შავი ზღვის სანაპიროზე 150-მდე ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს. ამას გარდა მაშველებმა იპოვეს და დაეხმარნენ 30 გზააბნეულ მოქალაქეს, მათ შორის არასრულწლოვნებს. სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის თანამშრომლებმა ასევე ამ დროის განმავლობაში პირველადი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს 26 დამსვენებელს.
სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ლაშა თვაურმა საჩუქრები ხუთ მაშველს გადასცა: გიორგი სახეიშვილს, ზურიკო ჩხარტიშვილს, გიორგი ველიჯანაშვილს, ირაკლი გოგუაძეს და ია ოქროპირიძეს.
უწყებაში აცხადებენ, რომ 2021 წლის ტურისტული სეზონის განმავლობაში სხვადასხვა ლოკაციაზე 300-ზე მეტი მაშველი მუშაობს და ისინი საჭიროების შემთხვევაში მოქალაქეებს შესაბამის დახმარებას უწევენ.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას მოუწოდებს, დასვენებისას დაემორჩილონ მაშველების მითითებებს და მაქსიმალურად დაიცვან უსაფრთხოების წესები:
ყურადღება მიაქციეთ საინფორმაციო ბანერებს და ამკრძალავ ნიშნებს; არ გასცდეთ წყალში მონიშნულ საცურაო ტერიტორიას და მაშველთა პატრულირების არეალს; არ შეხვიდეთ წყალში არაფხიზელ მდგომარეობაში ან ნაბახუსევზე; დაუშვებელია ბავშვებისა და მოზარდების უყურადღებოდ დატოვება სანაპირო ზოლსა და წყალში; კატეგორიულად აკრძალულია წყალში შესვლა შტორმის, უამინდობის და შეზღუდული ხილვადობის დროს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები გურიის, სამეგრელოსა და აჭარის რეგიონებში შავი ზღვის სანაპირო ზოლზე, ასევე რაჭაში – შაორის ტბაზე, თბილისის ზღვაზე და სხვა ტურისტულ ზონებში ყოველდღიურად მორიგეობენ.