მაშველები საზღვაო სეზონზე გამოჩენილი განსაკუთრებული სიმამაცისთვის დაჯილდოვდნენ

© photo: Sputnikმაშველი შავი ზღვის სანაპიროზე
მაშველი შავი ზღვის სანაპიროზე - Sputnik საქართველო, 1920, 27.08.2021
გამოწერა
საზღვაო სეზონზე გამოჩენილი განსაკუთრებული სიმამაცისთვის საჩუქრები ხუთ მაშველს გადაეცა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას უსაფრთხოების წესების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს.
თბილისი, 27 აგვისტო – Sputnik. სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის თანამშრომლებს წლევანდელ საზღვაო სეზონზე გამოჩენილი განსაკუთრებული მამაცობისთვის სპეციალური სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ, ნათქვამია შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა 2021 წლის საზღვაო სეზონის დაწყებიდან დღემდე შავი ზღვის სანაპიროზე 150-მდე ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს. ამას გარდა მაშველებმა იპოვეს და დაეხმარნენ 30 გზააბნეულ მოქალაქეს, მათ შორის არასრულწლოვნებს. სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის თანამშრომლებმა ასევე ამ დროის განმავლობაში პირველადი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს 26 დამსვენებელს.
მაშველები - Sputnik საქართველო, 1920, 06.08.2021
მეხანძრე-მაშველებმა სწრაფ წყლებში სამაშველო ოპერაციების სწავლება დაასრულეს
სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ლაშა თვაურმა საჩუქრები ხუთ მაშველს გადასცა: გიორგი სახეიშვილს, ზურიკო ჩხარტიშვილს, გიორგი ველიჯანაშვილს, ირაკლი გოგუაძეს და ია ოქროპირიძეს.
უწყებაში აცხადებენ, რომ 2021 წლის ტურისტული სეზონის განმავლობაში სხვადასხვა ლოკაციაზე 300-ზე მეტი მაშველი მუშაობს და ისინი საჭიროების შემთხვევაში მოქალაქეებს შესაბამის დახმარებას უწევენ.
მაშველი ბათუმის სანაპიროზე - Sputnik საქართველო, 1920, 24.07.2021
რამდენი ადამიანი გადაარჩინეს მაშველებმა დახრჩობას საზღვაო სეზონის დაწყებიდან
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას მოუწოდებს, დასვენებისას დაემორჩილონ მაშველების მითითებებს და მაქსიმალურად დაიცვან უსაფრთხოების წესები:
ყურადღება მიაქციეთ საინფორმაციო ბანერებს და ამკრძალავ ნიშნებს;
არ გასცდეთ წყალში მონიშნულ საცურაო ტერიტორიას და მაშველთა პატრულირების არეალს;
არ შეხვიდეთ წყალში არაფხიზელ მდგომარეობაში ან ნაბახუსევზე;
დაუშვებელია ბავშვებისა და მოზარდების უყურადღებოდ დატოვება სანაპირო ზოლსა და წყალში;
კატეგორიულად აკრძალულია წყალში შესვლა შტორმის, უამინდობის და შეზღუდული ხილვადობის დროს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები გურიის, სამეგრელოსა და აჭარის რეგიონებში შავი ზღვის სანაპირო ზოლზე, ასევე რაჭაში – შაორის ტბაზე, თბილისის ზღვაზე და სხვა ტურისტულ ზონებში ყოველდღიურად მორიგეობენ.
ყველა ახალი ამბავი
0