მეხანძრე-მაშველებმა სწრაფ წყლებში სამაშველო ოპერაციების სწავლება დაასრულეს

© Sputnik / Alexander Imedashviliმაშველები
მაშველები - Sputnik საქართველო, 1920, 06.08.2021
გამოწერა
სწავლება, რომელშიც მეხანძრე–მაშველებმა მიიღეს მონაწილეობა, აშშ-ის თავდაცვის ოფისთან (US ODC) თანამშრომლობის ფარგლებში ჩატარდა.
თბილისი, 6 აგვისტო – Sputnik. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა სწრაფ წყლებში სამაშველო ოპერაციების სწავლება გაიარეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში. 
მაშველები - Sputnik საქართველო, 1920, 29.07.2021
მეხანძრე-მაშველები სწრაფ წყლებში სამაშველო ოპერაციების სწავლებას გადიან
სწავლება, რომელშიც 30-მა მაშველმა მიიღო მონაწილეობა, ბორჯომის მუნიციპალიტეტში, მდინარე მტკვარზე ჩატარდა.
ამერიკელმა ინსტრუქტორებმა ორი კვირის განმავლობაში წყალზე სამაშველო ჯგუფის წევრებს სპეციალური პრაქტიკული კურსი ჩაუტარეს, რომლის მიზანი სწრაფ წყლებში სამაშველო ოპერაციების ჩატარების და წყლიდან მოქალაქის დროულად და უვნებლად გამოყვანის კუთხით ჯგუფის შესაძლებლობების გაუმჯობესება იყო.
„მსგავსი ღონისძიებები მომავალშიც გაგრძელდება. ისინი მიმართულია ჩვენი ქვედანაყოფის რეაგირებისა და მომზადების დონის ამაღლებისკენ“, – განაცხადა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა.
სწავლების ფარგლებში მაშველები ასევე გადაემზადდნენ სპეციალური საბაგირო მაგისტრალების მომზადების, ძლიერ დინებაში წყალზე მცურავი საშალებებისა და სამაშველო აღჭურვილობის გამოყენების მიმართულებით. სწავლების მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.
ყველა ახალი ამბავი
0