მეხანძრე-მაშველები სწრაფ წყლებში სამაშველო ოპერაციების სწავლებას გადიან

© photo : press-service of the Ministry of Internal Affairs of Georgiaმაშველები
მაშველები - Sputnik საქართველო, 1920, 29.07.2021
გამოწერა
სწრაფ წყლებში სამაშველო ოპერაციების სწავლება 5 აგვისტოს დასრულდება, მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცემათ.
თბილისი, 29 ივლისი - Sputnik. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები აშშ–ის თავდაცვის ოფისთან (US ODC) თანამშრომლობის ფარგლებში სწრაფ წყლებში სამაშველო ოპერაციების სწავლებაში მონაწილეობენ, ნათქვამია უწყების გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, ბორჯომის მუნიციპალიტეტში, მდინარე მტკვარში ჩატარებულ სწავლებაში  30 მეხანძრე-მაშველი, მათ შორის ორი გოგონა მონაწილეობს.
ამერიკელი ინსტრუქტორები ორი კვირის განმავლობაში მაშველებს სპეციალურ პრაქტიკულ კურსს ჩაუტარებენ, რომლის მიზანი სწრაფ წყლებში სამაშველო ოპერაციების ჩატარების და წყლიდან მოქალაქის დროულად და უვნებლად გამოყვანის კუთხით ჯგუფის შესაძლებლობების გაუმჯობესებაა.
სწავლების ფარგლებში მაშველები სპეციალური საბაგირო მაგისტრალების მომზადების, ძლიერ დინებაში წყალზე მცურავი საშუალებების და სამაშველო აღჭურვილობის გამოყენების უნარებს აითვისებენ.
პროექტის ფარგლებში ამერიკელი პარტნიორების მიერ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 30 მეხანძრე-მაშველისთვის შესყიდულ იქნა სპეციალური პირადი უსაფრთხოების აღჭურვილობა.
სწავლებას საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიისა და გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონის წარმომადგენლებიც ესწრებიან, ჯამში 15 წარმომადგენელი.
 
ყველა ახალი ამბავი
0