„ერთი დღით ცხოვრება უნდა ვისწავლოთ“ – უცნობი ტურები „გაჩერებულ ქალაქში“

© Facebook / Maiko Marine Kavtarashviliმაიკო ქავთარაშვილი
მაიკო ქავთარაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 27.08.2021
„ამ უჩვეულო განსაცდელმა ბევრი საინტერესო და სასიკეთოც მომიტანა“ – ამბობს ჟურნალისტი, მწერალი-მეზღაპრე, ბლოგერი და ტუროპერატორი მაიკო ქავთარაშვილი.
გიდის საქმიანობა პანდემიის დროსაც არ შეუწყვეტია. მსურველებს უცნობ თბილისს ზოგჯერ საქველმოქმედო ტურში უსასყიდლოდ, ხანაც სიმბოლურ ფასად აცნობს. კარგად იცის, რომ უცხოელებს ძველი, აივნებიანი ქალაქი უფრო ხიბლავს, ამიტომ თავის პროგრამას ხშირად ცვლის და ახალ-ახალ ისტორიებსაც მუდმივად ეძებს. მერე კი ლამაზად შეფუთულს აწვდის სტუმრებს.
© Facebook / Maiko Marine Kavtarashviliმაიკო ქავთარაშვილი
მაიკო ქავთარაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 27.08.2021
მაიკო ქავთარაშვილი
- ქალბატონო მაიკო, რამდენიმე პროფესია გაქვთ, მაინტერესებს, ყველაზე ხშირად რას საქმიანობთ?
- პროფესიით ჟურნალისტი ვარ, შემდეგ იყო კომუნიკაციები და საზოგადოებასთან ურთიერთობების სფერო, სადაც საქართველოში პირველმა დავიცავი სადოქტორო დისერტაცია. ფაქტობრივად, მთელი შეგნებული ცხოვრება ვსწავლობ და ივენთ-მენეჯერის დიპლომის აღებაც კი მოვასწარი. ასე რომ, ქორწილიც შემიძლია დავგეგმო. დღეს ჩემი ყველა პროფესია და გამოცდილება აკუმულირდა და ბუნებრივად დალაგდა ტურიზმში. მათ შორის, მოულოდნელად თავს დატეხილი (სხვანაირად ვერც ვიტყვი) რომანების, ზღაპრების და ლექსების გუდაც. ისინი 2015 წლიდან დაუპატიჟებლად „მოვიდნენ“ და მას მერე „დარჩნენ“.
© Facebook / Maiko Marine Kavtarashviliმაიკო ქავთარაშვილი
მაიკო ქავთარაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 27.08.2021
მაიკო ქავთარაშვილი
- როგორც ვხვდები, ახლა თქვენთვის ტუროპერატორის, გიდის პროფესიაა წამყვანი და დანარჩენებიც მას ექვემდებარებიან...
- როგორც გიდი, მე ვალაგებ ისტორიას, ვყვები ზღაპრებსაც და ლექციასაც ვკითხულობ, პერფორმანსსაც ვდგამ და დღესასწაულს ვჩუქნი სტუმარს, რაც ყველას გვანიჭებს ბედნიერებას. ასე რომ, ჩემი რამდენიმე „მე“ აღარ დავობს, პირიქით, ერთმანეთს აძლიერებენ და ეხმარებიან. გიდობა ადვილი სულაც არ ყოფილა, იმხელა გზა და იმდენი პროფესია გამოვიარე, სანამ აქ შევჩერდი... ახლა ზუსტად ვიცი: გიდი – შენი ქვეყნის სარკე ხარ, საყრდენი ხარ, ელჩი, დედა და მეციხოვნე ხარ. მეც მიყვარს ეს გზა, ეს ტვირთი, ეს ფრთები და მოგონებები...
© Facebook / Maiko Marine Kavtarashviliმაიკო ქავთარაშვილი
მაიკო ქავთარაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 27.08.2021
მაიკო ქავთარაშვილი
- თქვენ თბილისს, ასე ვთქვათ, „შიგნიდან“ იცნობთ, რითი იზიდავს იგი უცხო ჯურის ხალხს?
- უცხოელებს ძველი თბილისის, აივნებიანი ქალაქის და კავკასიის პარიზად წოდებული მე-19 საუკუნის ტფილისის შენობა-ნაგებობის გარდა, ჩვენი ქალაქის სითბო და ის განუმეორებელი ატმოსფერო იზიდავს, რითიც ჩვენს დედაქალაქს დღემდე გამოარჩევ. თბილისი ხომ არავის ჰგავს! ის საკუთარ თავში აერთიანებს აღმოსავლეთსაც და დასავლეთსაც, ძველს და ახალს და აქ ყველა საკუთარს პოულობს. აქედან სიყვარულით სავსე გულს ვატანთ და სწორედ ეს არის, რასაც ვეღარ ელევიან. მიუხედავად ჩვენი ინფრასტრუქტურული თუ სერვისში არსებული ხარვეზებისა, უკან მაინც ბრუნდებიან, აგზავნიან ახლობლებს და ნოსტალგიას მუდმივად განიცდიან...
© Facebook / Maiko Marine Kavtarashviliმაიკო ქავთარაშვილი ტურის დროს
მაიკო ქავთარაშვილი ტურის დროს - Sputnik საქართველო, 1920, 27.08.2021
მაიკო ქავთარაშვილი ტურის დროს
- საქმიანობა არც პანდემიის დროს შეგიწყვეტიათ?
- პანდემიამ სერიოზული დარტყმა ტურიზმის სფეროსაც მიაყენა, უფრო ზუსტად, ის სრულად დააძაბუნა. თუმცა მე არ გაჩერებულვარ. საყვარელი ქალაქის უბნებს და არქივს მივაშურე და რამდენიმე ახალი მარშრუტი ნელ-ნელა დავალაგე. ადგილობრივი მსურველი, ფაქტობრივად, გაჩერებულ ქალაქში დამყავდა. უცნობ თბილისს ხან საქველმოქმედო ტურში, უსასყიდლოდ, ხანაც სიმბოლურ ფასად ვაცნობდი.
- უცხოელი ტურისტებისთვის რომელია ყველაზე პოპულარული ტური?
- ჩამოსულებისთვის დღემდე ყველაზე პოპულარული ბურჟუაზიული ტფილისის ტურია – სოლოლაკის, მთაწმინდის, ვერეს სადარბაზოები, ეზოები, მათი ისტორია–ლეგენდები. ამას დაემატა მარცხენა სანაპირო და ტფილისური სიყვარულის ისტორიები, რომელიც მასმედიამაც არაერთხელ გააშუქა. თბილისელებს ისე მოსწონთ ეს ტური, ისე უხარიათ და აინტერესებთ საკუთარი ქალაქის ისტორია, რომ სასიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩი. „თურმე რამდენი რამ არ გვცოდნია და რა მაგარი ქალაქი გვაქვს!“ – როგორც წესი, ასეთია მათი შეფასება.
© Facebook / Maiko Marine Kavtarashviliმაიკო ქავთარაშვილი ტურში
მაიკო ქავთარაშვილი ტურში - Sputnik საქართველო, 1920, 27.08.2021
მაიკო ქავთარაშვილი ტურში
- რომელია ყველაზე უჩვეულო კითხვა, რომელიც თქვენთვის დაუსვამს უცხოელს?
- უცნაური კითხვები, იცოცხლე, ისეთები მომისმენია... მაგალითად, “ხინკალი მაწვნით ჯობია მივირთვა თუ ტყემალთან ერთად?“ კიდევ, მეკითხებიან – სულ რატომ ჩხუბობთ ქართველები, როცა ერთმანეთთან საუბრობთო. ჩვენი ემოციები ბევრს ჩხუბი ჰგონია. ახლა ყველა უცნაურ კითხვას ვერც ვიხსენებ. სოციალურ ქსელებში დახურული ჯგუფი „ტურიზმის მარგალიტები“ გვაქვს. აი, სად იხალისებს ადამიანი!..
- ახლა როგორც მეზღაპრეს მინდა გკითხოთ: რომელია თქვენი ზღაპრის პერსონაჟი, რომელსაც თავადაც დაუჯერებდით და შეიყვარებდით ბავშვობაში?
- ჩემი ზღაპრების გმირებიდან ერთი განსაკუთრებულად მომწონს – ეს მამალია, სახელად მამლო. ბრძენი და კირკიტა, თავგამოდებით რომ უყვარს ქართული ენა, ძველი ტერმინების და ამბების გახსნა-მიწოდება. მისგან მართლა ბევრი რამ გავიგე და ვისწავლე, ისეთი ძველი სიტყვები, რაზეც ადრე წარმოდგენა არ მქონდა. მაგალითად, განთიადს ქართულში სხვადასხვა სიტყვა გამოხატავს, გააჩნია მზე სად იმყოფება, ან წვიმის ათობის სახელი და სხვა უამრავი.
© Facebook / Maiko Marine Kavtarashviliმაიკო ქავთარაშვილი ნანტში
მაიკო ქავთარაშვილი ნანტში - Sputnik საქართველო, 1920, 27.08.2021
მაიკო ქავთარაშვილი ნანტში
- თქვენი მამალი ვისი პროტოტიპია?
- ის მამალი ალბათ ჩემი აღმზრდელი ბებიის ანარეკლია, რომელიც სულ მახსოვს და მიყვარს. მე ბებიის გაზრდილი ვარ და ჩემი ტასო ბებო ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი იყო. ამიტომ ენას ბავშვობიდან ვგრძნობ და ვესაიდუმლები. სხვათა შორის, ზუსტად ამ ზღაპრიდან ნაწყვეტმა გაიმარჯვა რამდენიმე წლის წინ გამართულ ლიტერატურულ კონკურსზე „პიფი“. როცა ჩემს გოგონას ვუკითხავ ზღაპარს მამლოზე, თუ გაგრძელებას მთხოვს, ე.ი. სწორ გზაზე ვარ. ილუსტრაციების დახატვასაც მას ვთხოვ ხოლმე. აქვე უნდა ვახსენო დევი. ვისაც წაკითხული აქვს ჩემი დევების ამბები, ალბათ ვერ დაიჯერებს, მასზე მეტად ვინმე თუ მიყვარს. თუმცა, ეს ცალკე ამბავი და უკვე დიდების ისტორიაა...
© Facebook / Maiko Marine Kavtarashviliმაიკო ქავთარაშვილი
მაიკო ქავთარაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 27.08.2021
მაიკო ქავთარაშვილი
- თქვენს რომელ სტატიას ან ბლოგს ჰყავდა ყველაზე მეტი მკითხველი?
- ზოგადად ყველაზე მეტი მკითხველი მყავდა გაზეთ The Georgian Times-ის ფურცლებზე და ჩემს პირად ბლოგზე „საინტერესო ადამიანების ისტორიები“. ბევრი დააინტერესა ჩემმა სტატიამ, რომელშიც კუზანოვის პირველი ცდა, სქესის შეცვლის ოპერაციის ამბები და შედეგები მქონდა გაშუქებული. ასევე რეპორტაჟები მქონდა ქალთა კოლონიიდან და ფსიქიატრიულიდან. დღეს სოციალურ ქსელებში ტურისტულ ჯგუფს Тбилиси в деталях ვამუშავებ. მას ყოველდღიურად რამდენიმე ათასი მნახველი ჰყავს.
© Facebook / Maiko Marine Kavtarashviliმაიკო ქავთარაშვილი
მაიკო ქავთარაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 27.08.2021
მაიკო ქავთარაშვილი
- ვოიაჟებიდან ხშირად რომელი გახსენდებათ?
- ერთხელ მეგობრებმა შემომატარეს მთელი საფრანგეთი და გერმანია. მაშინდელი ვოიაჟიდან საუნივერსიტეტო ქალაქ ნანტს ვიხსენებ ხოლმე. ეს წვიმიანი და სადა ქალაქია, სადაც უგემრიელესი ბაგეტები, უძვირესი ბუტიკები და ულამაზესი ადამიანებია. ისინი ისე დადიან და ცხოვრობენ, თითქოს არასდროს არაფერს შეუწუხებიაო. ნანტში რაღაც ადგილები ძალიან ჰგავს თბილისს. ეს ქალაქი ისე მენატრება, რომ იქ დაბრუნება სულ მინდა.
- რით შეიძლება, რომ პანდემიის დროს ცხოვრებას აზრი დავუბრუნოთ?
- პანდამია და, საერთოდ, დაუგეგმავი სირთულეები ცხოვრების გაჩერების საბაბი არ უნდა გავხადოთ. ამ უჩვეულო განსაცდელმა ბევრი საინტერესო და სასიკეთოც მომიტანა: ახალი ცოდნა, ახლებური გააზრება იმისა, რომ ცხოვრება რეალურად წუთი–სოფელია, ამიტომ ერთი დღით ცხოვრება უნდა ვისწავლოთ. რაც მთავარია, ადამიანების ფასი! ვიცი, რომ ვერაფერი ჩაანაცვლებს საყვარელ მეგობართან ჩახუტების სითბოს, ერთად მოწრუპული საფერავის მადლს და ერთმანეთისთვის გაზიარებულ სითბოსა და ყურადღებას. ადამიანი ადამიანისთვისაა გაჩენილი. პანდემიამ ეს უნდა გვასწავლოს – ერთმანეთის გაფრთხილება! მიუხედავად სამედიცინო ნიღბებისა, ყველამ ჩამოიხსნა ნიღაბი. განსაკუთრებულ დროში გვიწევს სიცოცხლის ახლებურად დალაგება – ან დავრჩებით ადამიანებად, ან... ყოველი ახალი დღე ჩემთვის საჩუქარია და ყველა ადამიანი – ჩემიანი, უცხო, ტურისტი, აცრილი, აუცრელი, ქართველი, ებრაელი, ქრისტიანი თუ მუსლიმი – არ აქვს მნიშვნელობა...
ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური俄罗斯卫星通讯社中文(简体)ჩინური (გამარტ.)俄罗斯卫星通讯社中文(繁体)ჩინური (ტრად.)
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური