კახეთში სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას მთავრობა დაეხმარება

© Sputnik / STRINGER რთველი კახეთში
რთველი კახეთში - Sputnik საქართველო, 1920, 27.08.2021
გამოწერა
სეტყვის შედეგად კახეთის ცალკეულ სოფლებში მოსავლის დაახლოებით 90 პროცენტი განადგურდა. რეგიონში სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან.
თბილისი, 27 აგვისტო – Sputnik. სახელმწიფო კახეთის რეგიონში ძლიერი სეტყვის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას მაქსიმალურ დახმარებას გაუწევს, ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
გუშინ ძლიერმა სეტყვამ კახეთის რეგიონში რამდენიმე სოფელი დააზარალა. სტიქიამ თელავის სოფელ აკურაში ვენახების დიდი ნაწილი გაანადგურა. სეტყვის შედეგად ყურძნის მოსავლის დაახლოებით 90% განადგურებულია ყვარლის რაიონის რამდენიმე სოფელშიც.

„ძლიერმა სეტყვამ და ქარმა კახეთში – ყვარლის, თელავისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში 4.600 ჰექტარი ვენახი დააზიანა. სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად. შექმნილია საკოორდინაციო შტაბი, სადაც მიმდინარეობს ზარალის დათვლა. არც ერთი დაზარალებული არ დარჩება სახელმწიფოს ზრუნვის გარეშე“, – დაწერა ღარიბაშვილმა სოციალურ ქსელში.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის დავალებით, სახელმწიფო საწარმო შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ სტიქიის შედეგად დაზიანებულ ყურძენს ჩაიბარებს. ასევე ყურძენს აკურის, ყვარლის და გურჯაანის გადამამუშავებელი ქარხნები მიიღებენ, ხოლო საჭიროების შემთხვევაში სხვა ლოკაციებიც გაიხსნება.
სეტყვისგან დაზიანებული ვაზი - Sputnik საქართველო, 1920, 27.08.2021
სტიქია კახეთში: სეტყვის შედეგად დაზიანებულ ყურძენს სამ მუნიციპალიტეტში ჩაიბარებენ
როგორც რთვლის შტაბის ხელმძღვანელმა ლევან მეხუზლამ განაცხადა, დაზიანებული ყურძნის შესყიდვას მთლიანად სახელმწიფო უზრუნველყოფს.
სტიქიის შედეგად კახეთში სულ 4-5 ათასი ჰექტარი ფართობი განადგურდა, საიდანაც 15-20 ათას ტონა ყურძენს ელოდებიან.
ყველა ახალი ამბავი
0