Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

ეპიდემიოლოგი: საქართველო კორონავირუსით სიკვდილიანობის პიკზეა

© photo: Sputnikპალატა
პალატა - Sputnik საქართველო, 1920, 27.08.2021
გამოწერა
საქართველოში ბოლო კვირაში სიკვდილიანობის მაჩვენებელი მკვეთრად გაიზარდა – ოთხშაბათს კორონავირუსს 79 ადამიანი ემსხვერპლა.
თბილისი, 27 აგვისტო — Sputnik. საქართველო კორონავირუსით სიკვდილიანობის პიკზეა, განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
ბოლო კვირაში საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 50-ს გადააჭარბა. ანტირეკორდი ოთხშაბათს დამყარდა, როდესაც ვირუსის შედეგად დღე-ღამეში 79 ადამიანი გარდაიცვალა.
ამირან გამყრელიძე ბრიფინგზე - Sputnik საქართველო, 1920, 27.08.2021
COVID-19 - ბოლო ცნობები
ამირან გამყრელიძე: საქართველოში კორონავირუსით 13 ორსული გარდაიცვალა
„გასაგები მიზეზების გამო სიკვდილიანობის პიკი კორონავირუსის გავრცელების პიკის პერიოდს ორი–სამი კვირით ჩამორჩება. დღეს ჩვენთან შემთხვევების მკვეთრი ზრდაა. ბუნებრივია, ახლად დაინფიცირებული პაციენტები იმავე დღეს ან ერთ კვირაში კი არ იღუპებიან, არამედ ორი–სამი კვირის შემდეგ. ვფიქრობ, სწორედ ახლაა გარდაცვალების პიკი“, – განაცხადა ცერცვაძემ.
საქართველო კორონავირუსის მეოთხე ტალღას ებრძვის. ბოლო დღე-ღამეში ინფიცირების 4.031 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის დასაწყისიდან დღემდე კი დაავადებულთა რაოდენობამ 536 ათასს გადააჭარბა.
ყველა ახალი ამბავი
0