https://sputnik-georgia.com/20210826/mawavarianis-qucaze-transportis-mozraoba-ardga-258673204.html
მაჭავარიანის ქუჩაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
მაჭავარიანის ქუჩაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
Sputnik საქართველო
მაჭავარიანის ქუჩაზე ამ ეტაპზე ასფალტის საფარის მხოლოდ ქვედა ფენები მოეწყო, ფერდის გამაგრების სამუშაოების შემდეგ კი გზის რეაბილიტაცია დასრულდება, აღნიშნა... 26.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-26T17:34+0400
2021-08-26T17:34+0400
2021-10-19T18:04+0400
საზოგადოება
თბილისი დღეს
თბილისის მერია
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24682/17/246821776_0:104:2000:1229_1920x0_80_0_0_293119f646574287a2e36cfe312604aa.jpg
თბილისი, 26 აგვისტო – Sputnik. თბილისში მაჭავარიანის ქუჩაზე საავტომობილო გზა გახსნილია და მოძრაობა ორმხრივად აღდგა, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.მიმდინარე წლის 15 მარტს თბილისის მერიამ გაავრცელა განცხადება, რომ ვაშლიჯვარი–ნუცუბიძის დამაკავშირებელ მუხრან მაჭავარიანის ქუჩასა და მიმდებარე ფერდობზე განხორციელებული გარკვეული მოქმედებების გამო მეწყრული პროცესები გააქტიურდა. ფერდობზე 18 მეტრზე მეტი სიღრმის ნაპრალები გაჩნდა, რომელთა სიგანე ყოველდღე დაახლოებით 5 სანტიმეტრით იზრდებოდა. გეოლოგების პროგნოზით, გაჩნდა ფერდობის ჩამოშლის სერიოზული საფრთხე. მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით 16 მარტიდან აღნიშნულ ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდა. მოგვიანებით დაიწყო ფერდობის გამაგრებითი სამუშაოები.კალაძემ აღნიშნა, რომ მაჭავარიანის ქუჩაზე სამუშაოების ნაწილი დამთავრებულია და საგზაო ინფრასტრუქტურა მოეწყო. ამჟამად მოწყობილია ასფალტის საფარის ქვედა ფენები, გამაგრებითი სამუშაოების დასრულების შემდეგ კი გზაზე ასფალტის ზედა ფენაც დაიგება.„დაგებულია ასფალტის ქვედა ფენები. სანამ ფერდზე დარჩენილი სამუშაოები მიმდინარეობს, ეს გზა იქნება ამ მდგომარეობაში. როდესაც სამუშაოები დასრულდება და მძიმე ტექნიკა გაყვანილი იქნება, დაიგება ასფალტის ზედა ფენაც. იქამდე კი ორმხრივი მოძრაობა აღდგენილია“, – განაცხადა კალაძემ.დედაქალაქის მერმა ასევე აღნიშნა, რომ ამ გზაზე გადაადგილება ავტოტრანსპორტისთვის უკვე უსაფრთხოა. მან მადლობა გადაუხადა ადგილობრივ და გერმანიიდან მოწვეულ სპეციალისტებს, რომლებმაც ერთობლივად იმუშავეს მეწყრული პროცესის შესაჩერებლად.მიმდინარე წლის გაზაფხულზე თბილისის მერიამ გერმანელ ექსპერტებთან კოორდინაციით რიგი სერიოზული გამაგრებითი სამუშაოები ჩაატარა, რის შედეგადაც აღნიშნულ ტერიტორიაზე მეწყრული პროცესები შეჩერდა.
https://sputnik-georgia.com/20210825/xvalidan-mawavarianis-qucaze-mozraoba-ardgeba-258616805.html
https://sputnik-georgia.com/20210322/mewyruli-procesebis-Sesaswavlad-saqarTveloSi-germaneli-specialistebi-Camovidnen-251235838.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24682/17/246821776_111:0:1888:1333_1920x0_80_0_0_e45c9bc2fd73873d5905be72ab402bf8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, თბილისი დღეს, თბილისის მერია, საქართველო
საზოგადოება, თბილისი დღეს, თბილისის მერია, საქართველო
მაჭავარიანის ქუჩაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
17:34 26.08.2021 (განახლებულია: 18:04 19.10.2021) მაჭავარიანის ქუჩაზე ამ ეტაპზე ასფალტის საფარის მხოლოდ ქვედა ფენები მოეწყო, ფერდის გამაგრების სამუშაოების შემდეგ კი გზის რეაბილიტაცია დასრულდება, აღნიშნა თბილისის მერმა.
თბილისი, 26 აგვისტო – Sputnik. თბილისში მაჭავარიანის ქუჩაზე საავტომობილო გზა გახსნილია და მოძრაობა ორმხრივად აღდგა, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
მიმდინარე წლის 15 მარტს თბილისის მერიამ გაავრცელა განცხადება, რომ ვაშლიჯვარი–ნუცუბიძის დამაკავშირებელ მუხრან მაჭავარიანის ქუჩასა და მიმდებარე ფერდობზე განხორციელებული გარკვეული მოქმედებების გამო მეწყრული პროცესები გააქტიურდა. ფერდობზე 18 მეტრზე მეტი სიღრმის ნაპრალები გაჩნდა, რომელთა სიგანე ყოველდღე დაახლოებით 5 სანტიმეტრით იზრდებოდა. გეოლოგების პროგნოზით, გაჩნდა ფერდობის ჩამოშლის სერიოზული საფრთხე. მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით 16 მარტიდან აღნიშნულ ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდა. მოგვიანებით დაიწყო ფერდობის გამაგრებითი სამუშაოები.
კალაძემ აღნიშნა, რომ მაჭავარიანის ქუჩაზე სამუშაოების ნაწილი დამთავრებულია და საგზაო ინფრასტრუქტურა მოეწყო. ამჟამად მოწყობილია ასფალტის საფარის ქვედა ფენები, გამაგრებითი სამუშაოების დასრულების შემდეგ კი გზაზე ასფალტის ზედა ფენაც დაიგება.
„დაგებულია ასფალტის ქვედა ფენები. სანამ ფერდზე დარჩენილი სამუშაოები მიმდინარეობს, ეს გზა იქნება ამ მდგომარეობაში. როდესაც სამუშაოები დასრულდება და მძიმე ტექნიკა გაყვანილი იქნება, დაიგება ასფალტის ზედა ფენაც. იქამდე კი ორმხრივი მოძრაობა აღდგენილია“, – განაცხადა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა ასევე აღნიშნა, რომ ამ გზაზე გადაადგილება ავტოტრანსპორტისთვის უკვე უსაფრთხოა. მან მადლობა გადაუხადა ადგილობრივ და გერმანიიდან მოწვეულ სპეციალისტებს, რომლებმაც ერთობლივად იმუშავეს მეწყრული პროცესის შესაჩერებლად.
მიმდინარე წლის გაზაფხულზე თბილისის მერიამ გერმანელ ექსპერტებთან კოორდინაციით რიგი სერიოზული გამაგრებითი სამუშაოები ჩაატარა, რის შედეგადაც აღნიშნულ ტერიტორიაზე მეწყრული პროცესები შეჩერდა.