რას ითვალისწინებს ელიავას ბაზრობის განვითარების პროექტი: თბილისის მერის განმარტება

© Sputnik / Levan Avlabreliელიავას ბაზრობა
ელიავას ბაზრობა - Sputnik საქართველო, 1920, 26.08.2021
გამოწერა
როგორც მერმა აღნიშნა, ელიავას ბაზრობის ტერიტორიის მოწესრიგებისა და განვითარების პროექტს კერძო სექტორი თავად განახორციელებს მუნიციპალიტეტის მიერ შედგენილი გეგმარების საფუძველზე.
თბილისი, 26 აგვისტო – Sputnik. ე.წ. ელიავას ბაზრობის განვითარების ერთიანი პროექტი გაითვალისწინებს როგორც ქალაქის, ასევე მესაკუთრეებისა და იქ მომუშავე ადამიანების ინტერესებს, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
კალაძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ელიავას ბაზრობა მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზონაა, სადაც მრავალი მეწარმე არის ეკონომიკური საქმიანობით დაკავებული, მისი ვიზუალური მხარე, ინფრასტრუქტურა და უსაფრთხოების მდგომარეობა მნიშვნელოვნად ჩამორჩება დღევანდელი თბილისის, ზოგადად, თანამედროვე სტანდარტებს.

„ამ პრობლემის გადასაჭრელად მუნიციპალიტეტმა მოლაპარაკებები აწარმოა ტერიტორიის ყველა მესაკუთრესთან და ელიავას ბაზრობის განვითარების ერთიანი პროექტი შევიმუშავეთ. ჩვენ ძირითადი კონცეფცია მათთან შეთანხმებით შევადგინეთ“, – განაცხადა კალაძემ.

როგორც მერმა განმარტა, ელიავას ბაზრობის განვითარების პროექტის განხორციელებას რამდენიმე წელი დასჭირდება.
ე.წ. ელიავას ბაზრობა, რომელსაც 15,5 ჰა ფართობი უკავია, არაერთხელ გამხდარა თბილისის მთავრობისა და მოსახლეობის კრიტიკის საგანი – ტერიტორიაზე ანტისანიტარიაა, ბევრი სამშენებლო მასალა ღია სახით იყიდება და გარემოს აბინძურებს. ცალკე პრობლემაა, რომ ბაზრობა, რომელიც ასეთ პირობებში ფუნქციონირებს, ქალაქის ცენტრში მდებარეობს.
ელიავას ბაზრობა - Sputnik საქართველო, 1920, 20.05.2020
ელიავას ბაზრობის მოვაჭრეები არც სამსახურს და არც ტერიტორიას არ დაკარგავენ
ელიავას ბაზრობა თბილისის ცენტრში 1995 წელს გაჩნდა. დღეს იგი წარმოადგენს მაღაზიებისა და სავაჭრო დახლების ერთობლიობას, სადაც ძირითადად სხვადასხვა დასახელებისა და წარმოების სამშენებლო პროდუქცია იყიდება.
2019 წლის მონაცემებით, ბაზრობაზე დაახლოებით 15 ათასი ადამიანია დასაქმებული, სავაჭრო წერტილების მესაკუთრე კი დაახლოებით 150 იურიდიული და ფიზიკური პირია.
ელიავას ბაზრობის სავაჭრო ობიექტებიდან სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახადების სახით 150 მლნ ლარი შედის, რაც საერთო საგადასახადო შემოსულობების დაახლოებით 1,5%-ია.
ყველა ახალი ამბავი
0