ტოკიოში პარამოფარიკავეები ხეცურიანი და თიბილაშვილი ნახევარფინალში გავიდნენ

© courtesy of Irma Khetsurianiპარამოფარიკავე ირმა ხეცურიანი
პარამოფარიკავე ირმა ხეცურიანი - Sputnik საქართველო, 1920, 25.08.2021
გამოწერა
ხეცურიანმა საკვალიფიკაციო ეტაპიდან პირდაპირ მეოთხედფინალში გადაინაცვლა, სადაც იტალიელი სპორტსმენი დაამარცხა, თიბილაშვილს კი ნახევარფინალამდე მისასვლელად ძირითად ბადეში ორი შეხვედრის მოგება დასჭირდა.
თბილისი, 25 აგვისტო – Sputnik. ტოკიოს პარალიმპიურ თამაშებზე ქართველი პარამოფარიკავეები ირმა ხეცურიანი და ნინა თიბილაშვილი ნახევარფინალურ ეტაპზე გავიდნენ.
ირმა ხეცურიანმა, რომელიც პარალიმპიურ თამაშებზე საქართველოს დელეგაციის მედროშეა, საკვალიფიკაციო ეტაპზე ხუთიდან სამ შეხვედრაში იმარჯვა და პირდაპირ მეოთხედფინალში გადავიდა, სადაც იტალიელი როსანა პასკინო 15:14 დაამარცხა. ფინალური საგზურის მოსაპოვებლად ხეცურიანი ჩინელ პარამოფარიკავე შუმაი ტანის შეხვდება.
პარალიმპიადის პოსტერები ტოკიოში - Sputnik საქართველო, 1920, 24.08.2021
ტოკიოს პარალიმპიური თამაშები დღეს გაიხსნება
ნინა თიბილაშვილს რაც შეეხება, მან საკვალიფიკაციო ეტაპზე ოთხი შეხვედრიდან ორი მოიგო და მერვედფინალურ ეტაპზე გავიდა. ძირითადი ბადის პირველ ეტაპზე მან იტალიელი ლორედანა ტრიგილია დაამარცხა ანგარიშით 15:9, მეოთხედფინალში კი უკრაინელი ნატალია მორკვიჩის ბარიერი დაძლია (15:13). ნახევარფინალში თიბილაშვილის მეტოქე კვლავ უკრაინელი სპორტსმენი ევგენია ბრეუსი იქნება.
პარამოფირიკავე ირმა ხეცურიანი - Sputnik საქართველო, 1920, 05.11.2020
ორი ქართველი სპორტსმენი ქალი მსოფლიოს წლის საუკეთესო პარამოფარიკავედ დასახელდა
ტოკიოს პარალიმპიადაზე საქართველო სპორტის ექვს სახეობაში 13 სპორტსმენით არის წარმოდგენილი. ქართველი პარასპორტსმენები იასპარეზებენ ეტლით ფარიკაობაში, პარაძიუდოში, პარაწოლჭიმში, პარაცურვაში, პარასროლაში და პარამძლეოსნობაში.
ტოკიოს პარალიმპიური თამაშები 24 აგვისტოდან 5 სექტემბრამდე პერიოდში ტარდება და მასში მონაწილეობას 162 ქვეყნის დაახლოებით 4.500 სპორტსმენი იღებს. პარალიმპიადაზე პირველად იასპარეზებენ ბუტანის, გრენადის, მალდივის, პარაგვაისა და სენტ-ვინსენტი და გრენადინების პარასპორტსმენები.
ყველა ახალი ამბავი
0