https://sputnik-georgia.com/20210824/tokios-paralimpiuri-TamaSebi-dRes-gaixsneba-252657051.html
ტოკიოს პარალიმპიური თამაშები დღეს გაიხსნება
ტოკიოს პარალიმპიური თამაშები დღეს გაიხსნება
Sputnik საქართველო
საქართველოს პარალიმპიური ნაკრები ოლიმპიადაზე სპორტის ექვს სახეობაში იასპარეზებს, ქართული დელეგაციის მედროშე კი პარამოფარიკავე ირმა ხეცურიანი იქნება. 24.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-24T10:37+0400
2021-08-24T10:37+0400
2021-10-19T18:04+0400
სპორტი
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/0d/252305820_0:0:3073:1728_1920x0_80_0_0_38ef6cea0d4ee7d7155341fc73fc1a72.jpg
თბილისი, 24 აგვისტო – Sputnik. იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში პარალიმპიური თამაშების გახსნის ცერემონია დღეს, თბილისის დროით 15:00 საათზე დაიწყება.ტოკიოს პარალიმპიადაზე საქართველო სპორტის ექვს სახეობაში 13 სპორტსმენით იქნება წარმოდგენილი. ქართველი პარასპორტსმენები იასპარეზებენ შემდეგ სახეობებში: ეტლით ფარიკაობა, პარაძიუდო, პარაწოლჭიმი, პარაცურვა, პარასროლა, პარამძლეოსნობა.გახსნის ცერემონიაზე საქართველოს დელეგაციიდან პარალიმპიური თამაშების მედროშე პარამოფარიკავე ირმა ხეცურიანი იქნება. ოლიმპიადის დაწყებამდე ქართველმა პარასპორტსმენებმა მოსამზადებელი საწვრთნელი შეკრება ტოკუშიმას პრეფექტურაში გაიარეს.ტოკიოს პარალიმპიური თამაშები 24 აგვისტოდან 5 სექტემბრამდე პერიოდში ჩატარდება და მასში მონაწილეობას 162 ქვეყნის დაახლოებით 4.500 სპორტსმენი მიიღებს. პარალიმპიადაზე პირველად იასპარეზებენ ბუტანის, გრენადის, მალდივის, პარაგვაისა და სენტ-ვინსენტი და გრენადინების პარასპორტსმენები.
https://sputnik-georgia.com/20210820/zviad-gogoWurs-akreditacia-CamoarTves-252634654.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/0d/252305820_68:0:2799:2048_1920x0_80_0_0_e620b4387382106cea2ea33b1704f9fe.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სპორტი, ახალი ამბები, საქართველო
სპორტი, ახალი ამბები, საქართველო
ტოკიოს პარალიმპიური თამაშები დღეს გაიხსნება
10:37 24.08.2021 (განახლებულია: 18:04 19.10.2021) საქართველოს პარალიმპიური ნაკრები ოლიმპიადაზე სპორტის ექვს სახეობაში იასპარეზებს, ქართული დელეგაციის მედროშე კი პარამოფარიკავე ირმა ხეცურიანი იქნება.
თბილისი, 24 აგვისტო – Sputnik. იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში პარალიმპიური თამაშების გახსნის ცერემონია დღეს, თბილისის დროით 15:00 საათზე დაიწყება.
ტოკიოს პარალიმპიადაზე საქართველო სპორტის ექვს სახეობაში 13 სპორტსმენით იქნება წარმოდგენილი. ქართველი პარასპორტსმენები იასპარეზებენ შემდეგ სახეობებში: ეტლით ფარიკაობა, პარაძიუდო, პარაწოლჭიმი, პარაცურვა, პარასროლა, პარამძლეოსნობა.
გახსნის ცერემონიაზე საქართველოს დელეგაციიდან პარალიმპიური თამაშების მედროშე პარამოფარიკავე ირმა ხეცურიანი იქნება. ოლიმპიადის დაწყებამდე ქართველმა პარასპორტსმენებმა მოსამზადებელი საწვრთნელი შეკრება ტოკუშიმას პრეფექტურაში გაიარეს.
ტოკიოს პარალიმპიური თამაშები 24 აგვისტოდან 5 სექტემბრამდე პერიოდში ჩატარდება და მასში მონაწილეობას 162 ქვეყნის დაახლოებით 4.500 სპორტსმენი მიიღებს. პარალიმპიადაზე პირველად იასპარეზებენ ბუტანის, გრენადის, მალდივის, პარაგვაისა და სენტ-ვინსენტი და გრენადინების პარასპორტსმენები.