https://sputnik-georgia.com/20210820/zviad-gogoWurs-akreditacia-CamoarTves-252634654.html
რიოს პარალიმპიადის ქართველ ჩემპიონს ტოკიოში აკრედიტაცია ჩამოართვეს
რიოს პარალიმპიადის ქართველ ჩემპიონს ტოკიოში აკრედიტაცია ჩამოართვეს
Sputnik საქართველო
ტოკიოს პოლიციამ გოგოჭური გასულ კვირაში სასტუმროს დაცვის თანამშრომლისთვის ტრავმების მიყენების გამო დააკავა. 20.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-20T17:21+0400
2021-08-20T17:21+0400
2021-10-19T18:03+0400
სპორტი
შემთხვევები
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23318/94/233189492_0:0:1201:676_1920x0_80_0_0_286f71b21593852974fb80a89c86b590.jpg
თბილისი, 20 აგვისტო – Sputnik. საქართველოს მამაკაცთა ნაკრების წევრს ძიუდოში ზვიად გოგოჭურს, რომელიც ტოკიოში პარალიმპიადაში მონაწილეობისთვის იმყოფებოდა, აკრედიტაცია ჩამოართვეს მას შემდეგ, რაც ის პოლიციამ სასტუმროს მცველისთვის სხეულის მძიმე დაზიანებების მიყენების გამო დააკავა, იუწყება სატელევიზიო ქსელი Nippon.ქართველი პარალიმპიელი ძიუდოისტი და მისი თანაგუნდელები ჰანედას აეროპორტის მახლობლად მდებარე სასტუმროში არიან კარანტინში გადაყვანილი, ვინაიდან ნაკრების ერთ-ერთ წევრს კორონავირუსის ტესტზე დადებითი პასუხი აღმოაჩნდა. არსებული ინფორმაციით, ქართველი პარალიმპიელები დილით ადრე ძალიან ხმაურობდნენ სასტუმროს დერეფანში, რისთვისაც მათ სასტუმროს 60 წელს გადაცილებულმა მცველმა შენიშვნა მისცა და სთხოვა, საკუთარ ნომრებში დაბრუნებულიყვნენ. ძიუდოისტმა მას ხელი ჰკრა და წააქცია, რის შედეგადაც მამაკაცს ნეკნი ჩაემტვრა.რიო-დე-ჟანეიროს 2016 წლის პარალიმპიური თამაშების ჩემპიონმა ზვიად გოგოჭურმა პოლიციის მიერ დაკავების შემდეგ ბრალი აღიარა. სპორტსმენმა იაპონია უახლოეს პერიოდში უნდა დატოვოს.საქართველოს ნაკრების დანარჩენი 15 წევრი გააფრთხილეს, რომ მსგავსი ინციდენტი აღარ გამეორდეს. ერთ-ერთს სამი დღით ვარჯიში აეკრძალა, რადგან ის შემთხვევამდე ცოტა ხნით ადრე გოგოჭურთან ერთად იმყოფებოდა. როგორც ჩანს, სპორტსმენებმა ალკოჰოლი ერთად მიიღეს.პარალიმპიადა ტოკიოში 24 აგვისტოს იხსნება.
https://sputnik-georgia.com/20210816/Japan-Today--252591611.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23318/94/233189492_0:0:939:704_1920x0_80_0_0_6fd2ea73d4f950cab2647fa7de7fd768.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სპორტი, შემთხვევები, ახალი ამბები, საქართველო
სპორტი, შემთხვევები, ახალი ამბები, საქართველო
რიოს პარალიმპიადის ქართველ ჩემპიონს ტოკიოში აკრედიტაცია ჩამოართვეს
17:21 20.08.2021 (განახლებულია: 18:03 19.10.2021) ტოკიოს პოლიციამ გოგოჭური გასულ კვირაში სასტუმროს დაცვის თანამშრომლისთვის ტრავმების მიყენების გამო დააკავა.
თბილისი, 20 აგვისტო – Sputnik. საქართველოს მამაკაცთა ნაკრების წევრს ძიუდოში ზვიად გოგოჭურს, რომელიც ტოკიოში პარალიმპიადაში მონაწილეობისთვის იმყოფებოდა, აკრედიტაცია ჩამოართვეს მას შემდეგ, რაც ის პოლიციამ სასტუმროს მცველისთვის სხეულის მძიმე დაზიანებების მიყენების გამო დააკავა, იუწყება სატელევიზიო ქსელი
Nippon.
ქართველი პარალიმპიელი ძიუდოისტი და მისი თანაგუნდელები ჰანედას აეროპორტის მახლობლად მდებარე სასტუმროში არიან კარანტინში გადაყვანილი, ვინაიდან ნაკრების ერთ-ერთ წევრს კორონავირუსის ტესტზე დადებითი პასუხი აღმოაჩნდა. არსებული ინფორმაციით, ქართველი პარალიმპიელები დილით ადრე ძალიან ხმაურობდნენ სასტუმროს დერეფანში, რისთვისაც მათ სასტუმროს 60 წელს გადაცილებულმა მცველმა შენიშვნა მისცა და სთხოვა, საკუთარ ნომრებში დაბრუნებულიყვნენ. ძიუდოისტმა მას ხელი ჰკრა და წააქცია, რის შედეგადაც მამაკაცს ნეკნი ჩაემტვრა.
რიო-დე-ჟანეიროს 2016 წლის პარალიმპიური თამაშების ჩემპიონმა ზვიად გოგოჭურმა პოლიციის მიერ დაკავების შემდეგ ბრალი აღიარა. სპორტსმენმა იაპონია უახლოეს პერიოდში უნდა დატოვოს.
საქართველოს ნაკრების დანარჩენი 15 წევრი გააფრთხილეს, რომ მსგავსი ინციდენტი აღარ გამეორდეს. ერთ-ერთს სამი დღით ვარჯიში აეკრძალა, რადგან ის შემთხვევამდე ცოტა ხნით ადრე გოგოჭურთან ერთად იმყოფებოდა. როგორც ჩანს, სპორტსმენებმა ალკოჰოლი ერთად მიიღეს.
პარალიმპიადა ტოკიოში 24 აგვისტოს იხსნება.