https://sputnik-georgia.com/20210816/Japan-Today--252591611.html
Japan Today: ქართველმა პარალიმპიელმა ძიუდოისტმა ტოკიოში სასტუმროს მცველი სცემა
Japan Today: ქართველმა პარალიმპიელმა ძიუდოისტმა ტოკიოში სასტუმროს მცველი სცემა
Sputnik საქართველო
ქართველი პარალიმპიელი ძიუდოისტი და მისი თანაგუნდელები სასტუმროში არიან კარანტინში გადაყვანილი, ვინაიდან ნაკრების ერთ-ერთ წევრს კორონავირუსის ტესტზე დადებითი... 16.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-16T11:21+0400
2021-08-16T11:21+0400
2023-07-20T15:43+0400
ახალი ამბები
სპორტი
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24652/49/246524935_0:310:3072:2048_1920x0_80_0_0_652102174379c6a2aab7310284dd9f83.jpg
თბილისი, 16 აგვისტო — Sputnik. ტოკიოს პოლიციაში სისხლის სამართლის საქმეა აღძრული ქართველი პარალიმპიელი სპორტსმენის წინააღმდეგ, რომელსაც სასტუმროს დაცვის თანამშრომელზე თავდასხმა ედება ბრალად, იუწყება Japan Today.გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტი 12 აგვისტოს მოხდა.როგორც გამოცემა წერს, ქართველი პარალიმპიელი ძიუდოისტი და მისი თანაგუნდელები ჰანედას აეროპორტის მახლობლად მდებარე სასტუმროში არიან კარანტინში გადაყვანილი, ვინაიდან ნაკრების ერთ-ერთ წევრს კორონავირუსის ტესტზე დადებითი პასუხი აღმოაჩნდა.როგორც ირკვევა, ქართველი პარალიმპიელები დილით ადრე ძალიან ხმაურობდნენ სასტუმროს დერეფანში, რისთვისაც მათ 60 წელს გადაცილებულმა მცველმა შენიშვნა მისცა და სთხოვა, საკუთარ ნომრებში დაბრუნებულიყვნენ. ძიუდოისტმა ხელი ჰკრა მას და წააქცია, რის შედეგადაც მამაკაცს ნეკნი ჩაემტვრა.პოლიციის ცნობით, ძიუდოისტმა აღიარა, რომ მასაც და მის კოლეგებსაც ალკოჰოლი ჰქონდათ მიღებული.პარალიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტში აცხადებენ, რომ სპორტსმენს, დიდი ალბათობით, სამშობლოში დააბრუნებენ. მანამდე, ზაფხულის ოლიმპიური თამაშების პერიოდში ორ ქართველ სპორტსმენს - ვაჟა მარგველაშვილსა და ლაშა შავდათუაშვილს კოვიდ-შეზღუდვების დარღვევის გამო ოლიმპიური აკრედიტაცია ჩამოართვეს და ტოკიოდან სამშობლოში გამოამგზავრეს.ტოკიოში პარალიმპიური თამაშები 24 აგვისტოს დაიწყება და 5 სექტემბრამდე გასტანს.
https://sputnik-georgia.com/20210811/saqartvelos-paralimpiuri-delegacia-iaponiashi-gaemgzavra-252556161.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24652/49/246524935_0:118:3072:2048_1920x0_80_0_0_8d7af62caaa7964b0383ba419eed42af.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, სპორტი, მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები, სპორტი, მსოფლიოს ახალი ამბები
Japan Today: ქართველმა პარალიმპიელმა ძიუდოისტმა ტოკიოში სასტუმროს მცველი სცემა
11:21 16.08.2021 (განახლებულია: 15:43 20.07.2023) ქართველი პარალიმპიელი ძიუდოისტი და მისი თანაგუნდელები სასტუმროში არიან კარანტინში გადაყვანილი, ვინაიდან ნაკრების ერთ-ერთ წევრს კორონავირუსის ტესტზე დადებითი პასუხი აღმოაჩნდა.
თბილისი, 16 აგვისტო — Sputnik. ტოკიოს პოლიციაში სისხლის სამართლის საქმეა აღძრული ქართველი პარალიმპიელი სპორტსმენის წინააღმდეგ, რომელსაც სასტუმროს დაცვის თანამშრომელზე თავდასხმა ედება ბრალად, იუწყება
Japan Today. გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტი 12 აგვისტოს მოხდა.
როგორც გამოცემა წერს, ქართველი პარალიმპიელი ძიუდოისტი და მისი თანაგუნდელები ჰანედას აეროპორტის მახლობლად მდებარე სასტუმროში არიან კარანტინში გადაყვანილი, ვინაიდან ნაკრების ერთ-ერთ წევრს კორონავირუსის ტესტზე დადებითი პასუხი აღმოაჩნდა.
როგორც ირკვევა, ქართველი პარალიმპიელები დილით ადრე ძალიან ხმაურობდნენ სასტუმროს დერეფანში, რისთვისაც მათ 60 წელს გადაცილებულმა მცველმა შენიშვნა მისცა და სთხოვა, საკუთარ ნომრებში დაბრუნებულიყვნენ. ძიუდოისტმა ხელი ჰკრა მას და წააქცია, რის შედეგადაც მამაკაცს ნეკნი ჩაემტვრა.
პოლიციის ცნობით, ძიუდოისტმა აღიარა, რომ მასაც და მის კოლეგებსაც ალკოჰოლი ჰქონდათ მიღებული.
პარალიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტში აცხადებენ, რომ სპორტსმენს, დიდი ალბათობით, სამშობლოში დააბრუნებენ. მანამდე, ზაფხულის ოლიმპიური თამაშების პერიოდში ორ ქართველ სპორტსმენს - ვაჟა მარგველაშვილსა და ლაშა შავდათუაშვილს კოვიდ-შეზღუდვების დარღვევის გამო ოლიმპიური აკრედიტაცია ჩამოართვეს და ტოკიოდან სამშობლოში გამოამგზავრეს.
ტოკიოში პარალიმპიური თამაშები 24 აგვისტოს დაიწყება და 5 სექტემბრამდე გასტანს.