თელავი–ყვარლის გზაზე მამაკაცის ცხედარი იპოვეს

© photo: Sputnikსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 25.08.2021
გამოწერა
შსს-ში მამაკაცის გარდაცვალების საქმეზე აქტიურად მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები დამნაშავე პირის დადგენისა და დაკავების მიზნით.
თბილისი, 25 აგვისტო – Sputnik. თელავი–ყვარლის დამაკავშირებელ ცენტრალურ მაგისტრალზე შუახნის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს.
შემთხვევა დღეს, რამდენიმე საათის წინ მოხდა. როგორც „Sputnik–საქართველოს“ შსს-ს პრეს-სამსახურში აცნობეს, შემთხვევის დეტალებს არკვევენ.
სასწრაფო დახმარება და საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 25.08.2021
გოდერძის უღელტეხილზე ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა – შემზარავი ვიდეო
თვითმხილველების ვერსიით, მამაკაცს ავტომანქანა დაეჯახა და მისი მძღოლი ადგილიდან მიიმალა.
გარდაცვლილ მამაკაცს დაზიანებები სხეულის სხვადასხვა ნაწილში აქვს მიყენებული.
ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული. მიმდინარეობს საგამოძიებო ღონისძიებები.
ყველა ახალი ამბავი
0