გოდერძის უღელტეხილზე ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა – შემზარავი ვიდეო

© photo: Sputnik / Stringerსასწრაფო დახმარება და საპატრულო პოლიცია
სასწრაფო დახმარება და საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 25.08.2021
გამოწერა
ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ავტომობილში სამი ადამიანი იმყოფებოდა. შემთხვევის შედეგად არასრულწლოვანი უცხო ქვეყნის მოქალაქე გარდაიცვალა.
თბილისი, 25 აგვისტო – Sputnik. გოდერძის უღელტეხილზე ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან ხევში გადავარდა. ინფორმაციას „TV25“ ავრცელებს.
ტელეარხის ცნობით, ავტომობილში სამი ადამიანი იმყოფებოდა, სამივე მათგანი უცხო ქვეყნის მოქალაქე იყო. შემთხვევის შედეგად ერთი არასრულწლოვანი გარდაიცვალა, სხვა დაშავებულების შესახებ ამ დროისათვის ინფორმაცია არ გავრცელებულა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
ყველა ახალი ამბავი
0