რა გემართებათ, როცა სიმინდს ჭამთ: ეს უნდა იცოდეთ

© Pixabay / Couleurსიმინდის ტარო
სიმინდის ტარო - Sputnik საქართველო, 1920, 25.08.2021
გამოწერა
მოხარშული სიმინდი ძალიან ბევრ ადამიანს უყვარს, მაგრამ დიეტოლოგებსა და ჯანსაღი ცხოვრების მომხრეებს მის მიმართ არაერთმნიშვნელოვანი დამოკიდებულება აქთ.
სპეციალისტების თქმით, სიმინდი მდიდარია მცენარეული ცილით, ვიტამინებითა და სხვა სასარგებლო ნივთიერებებით, მაგრამ იმავდროულად შეიცავს დიდი რაოდენობით შაქარს, სახამებელს, გლუტენსა და სხვა „საეჭვო“ ნივთიერებებს.
შემწვარი სიმინდი - Sputnik საქართველო, 1920, 18.08.2020
სიმინდი – მივცეთ თუ არა ბავშვს ცხელი პლაჟების ყველაზე პოპულარული პროდუქტი
ვნახოთ, რა ემართება ორგანიზმს, როდესაც სიმინდს მიირთმევთ.

სიმინდის პლუსები

სიმინდის ფერს კაროტინოიდების დონე განსაზღვრავს. მათი რაოდენობა მცენარეში იმდენად მაღალია, რომ ადამიანის უჯრედებს ანთებებისგანაც იცავს და დაბერების პროცესსაც ანელებს.
გარდა ამისა, კაროტინოიდები სასიკეთო გავლენას ახდენს მხედველობაზე − აჩერებს თვალების ასაკობრივ დეგენერაციასა და კატარაქტას, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას და ებრძვის კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებებს.
იუმორი - Sputnik საქართველო, 1920, 15.07.2019
სიმინდი და სიმინდის ულვაში: სასარგებლო თვისებები
როგორც მედიკოსები ამბობენ, სიმინდის მარცვლები ყველაზე მეტად მაინც ნაწლავებისთვისაა სასარგებლო.

სიმინდის მინუსები

სახამებლის შემცველი სიმინდი წონაში დაკლებას ნამდვილად არ უწყობს ხელს. სახამებელი − პოლისაქარიდია, რომელიც სწრაფად გარდაიქმნება გლუკოზად, რაც, თავის მხრივ, არა მარტო ზედმეტი კილოგრამების დაგროვებაში ეხმარება ორგანიზმს, არამედ გარკვეულ პრობლემებსაც უქმნის მას ჯანმრთელობის მხრივ.
სიმინდის მარცვლები საკმაო რაოდენობით შაქარს შეიცავს და მეტად კალორიულია, რის გამოც ორგანიზმი მისი სახით „ნახშირწყლოვან ბომბს“ ეჯახება.
გარდა ამისა, სიმინდი შეიცავს ნივთიერებებს, რომლებიც ორგანიზმს ვიტამინების ათვისებაში უშლის ხელს.
მიუხედავად ამ მინუსებისა, სიმინდზე სამუდამოდ უარის თქმა საჭირო არ არის. ის შეიძლება და საჭიროცაა, რომ მიირთვათ − ოღონდ მხოლოდ დღის პირველ ნახევარში და თანაც ზომიერად.
ყველა ახალი ამბავი
0