ღარიბაშვილი: ჰაწვალის ახალი საბაგიროს მშენებლობა წელს დაიწყება

© photo: Sputnik / Vakho Naverianiჰაწვალის საბაგირო გზა
ჰაწვალის საბაგირო გზა - Sputnik საქართველო, 1920, 25.08.2021
გამოწერა
მაღალმთიან სვანეთში მდებარე სათხილამურო კურორტ ჰაწვალზე ღია სავარძლის ტიპის ორი საბაგიროა, არის ჯამში 7 კილომეტრის 5 სათხილამურო ტრასა, რომლებიც გათვლილია ყველა კატეგორიის მოთხილამურეზე.
თბილისი, 25 აგვისტო — Sputnik. ბოლო წლებში ბევრი რამ გაკეთდა მესტიის მუნიციპალიტეტში, ბევრი პროექტი დაფინანსდა, წელსვე დაიწყება ჰაწვალის ახალი საბაგიროს მშენებლობა, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მესტიაში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის კაპიტონ ჟორჟოლიანის წარდგენისას.
ღარიბაშვილის განცხადებით, რეაბილიტაცია უტარდება თეთნულდის საბაგიროსაც.
„ჰაწვალზე 10 წელი იმუშავა საბაგირომ, რომელიც მანამდე იყო დამონტაჟებული და, როგორც ჩანს, უვარგისი ან ნახმარიც იყო ჩამოტანილი. ამას მნიშვნელობა აღარ აქვს, გავაკეთებთ ახალ, ძალიან გამართულ საბაგიროს. თეთნულდზეც გარკვეული პრობლემებია, იქაც ჩავუტარებთ რეაბილიტაციას“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერის ინფორმაციით, მომდევნო ზამთრის სეზონზე ტურისტები ჰაწვალზე ასვლას ახალი ულტრათანამედროვე საბაგირო გზით შეძლებენ.
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, შპს МTS-ს (ყოფილი „მთის კურორტების განვითარების კომპანია“) დაევალა ჰაწვალი–ზურულდის დაზიანებული საბაგირო გზის დემონტაჟი და მის ადგილზე ახალი საბაგირო გზისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა, მისი გამშვები სისტემებითა და მასთან დაკავშირებული მოწყობილობებით აღჭურვა არაუგვიანეს 2021 წლის 31 დეკემბრისა.
სვანეთი - Sputnik საქართველო, 1920, 12.08.2021
მთავრობა ჰაწვალის კურორტის მოდერნიზებას ახორციელებს
როგორც მთავრობაში აცხადებენ, ახალი საბაგირო ხელს შეუწყობს მესტიაში მეტი ვიზიტორის მოზიდვას, რაც დადებითად აისახება ტურიზმში ჩართული ადგილობრივი მეწარმეების გაძლიერებაზე.
მთის კურორტებზე არსებულ ყველა საბაგირო გზას, არსებული ტექნიკური პროტოკოლით, ყოველ მეორე წელს ტექნიკური ინსპექტირება, ხოლო ხუთ წელიწადში ერთხელ მაგნიტო-დეპოსკოპიური შემოწმება უტარდება.
ყველა ახალი ამბავი
0