https://sputnik-georgia.com/20210812/mtavroba-hawvalis-kurortis-modernizebas-axorcielebs-252561469.html
მთავრობა ჰაწვალის კურორტის მოდერნიზებას ახორციელებს
მთავრობა ჰაწვალის კურორტის მოდერნიზებას ახორციელებს
Sputnik საქართველო
მაღალმთიან სვანეთში მდებარე სათხილამურო კურორტ ჰაწვალზე ღია სავარძლის ტიპის ორი საბაგიროა, არის 7-კილომეტრიანი 5 სათხილამურო ტრასა, რომლებიც გათვლილია ყველა... 12.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-12T10:00+0400
2021-08-12T10:00+0400
2021-10-19T18:03+0400
ახალი ამბები
საზოგადოება
საქართველოს ზამთრის კურორტები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/06/250810965_0:160:3072:1888_1920x0_80_0_0_f8453cc0d95bef93a46ca3dab4272622.jpg
თბილისი, 12 აგვისტო — Sputnik. მომდევნო ზამთრის სეზონზე ტურისტები ჰაწვალზე ასვლას ახალი ულტრათანამედროვე საბაგირო გზით შეძლებენ.კურორტი ჰაწვალი მესტიიდან რვა კილომეტრში მდებარეობს, იგი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ახალი მთის კურორტია, რომელმაც ფუნქიონირება 2011 წელს დაიწყო.ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის მარიან ქვრივიშვილის განცხადებით, ტურიზმი ქვეყნის მთავრობისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. „ინსპექტირების საფუძველზე საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება განახლდეს ჰაწვალი–ზურულდის საბაგირო გზა და მომდევნო ზამთრის სეზონზე ჩვენს ქვეყანაში ჩამოსულ უცხოელ ტურისტებს, ისევე, როგორც ქართველ დამსვენებლებს, დავხვდეთ ახალი ულტრათანამედროვე საბაგიროთი, რომელიც იქნება უსაფრთხოების ყველა სტანდარტით დაცული“, – განაცხადა ქვრივიშვილმა ტელეკომპანია Imedi-ის ეთერში.მისი თქმით, ახალი საბაგირო ხელს შეუწყობს მესტიაში მეტი ვიზიტორის მოზიდვას, რაც დადებითად აისახება ტურიზმში ჩართული ადგილობრივი მეწარმეების გაძლიერებაზე.საქართველოს მთავრობის განკარგულებით, შპს МTS-ს (ყოფილი „მთის კურორტების განვითარების კომპანია“) დაევალა ჰაწვალი–ზურულდის დაზიანებული საბაგირო გზის დემონტაჟი და მის ადგილზე ახალი საბაგირო გზისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა, მისი გამშვები სისტემებითა და მასთან დაკავშირებული მოწყობილობებით აღჭურვა არაუგვიანეს 2021 წლის 31 დეკემბრისა.მთის კურორტებზე არსებულ ყველა საბაგირო გზას, არსებული ტექნიკური პროტოკოლით, ყოველ მეორე წელს ტექნიკური ინსპექტირება, ხოლო ხუთ წელიწადში ერთხელ მაგნიტო-დეპოსკოპიური შემოწმება უტარდება.
https://sputnik-georgia.com/20210415/shovamde-misasvleli-gza-agdgeba-251475055.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/06/250810965_171:0:2902:2048_1920x0_80_0_0_595d10ca8884b3f3b3a0de1eae6376f4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველოს ზამთრის კურორტები , საქართველო
ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველოს ზამთრის კურორტები , საქართველო
მთავრობა ჰაწვალის კურორტის მოდერნიზებას ახორციელებს
10:00 12.08.2021 (განახლებულია: 18:03 19.10.2021) მაღალმთიან სვანეთში მდებარე სათხილამურო კურორტ ჰაწვალზე ღია სავარძლის ტიპის ორი საბაგიროა, არის 7-კილომეტრიანი 5 სათხილამურო ტრასა, რომლებიც გათვლილია ყველა კატეგორიის მოთხილამურეზე.
თბილისი, 12 აგვისტო — Sputnik. მომდევნო ზამთრის სეზონზე ტურისტები ჰაწვალზე ასვლას ახალი ულტრათანამედროვე საბაგირო გზით შეძლებენ.
კურორტი ჰაწვალი მესტიიდან რვა კილომეტრში მდებარეობს, იგი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ახალი მთის კურორტია, რომელმაც ფუნქიონირება 2011 წელს დაიწყო.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის მარიან ქვრივიშვილის განცხადებით, ტურიზმი ქვეყნის მთავრობისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.
„ინსპექტირების საფუძველზე საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება განახლდეს ჰაწვალი–ზურულდის საბაგირო გზა და მომდევნო ზამთრის სეზონზე ჩვენს ქვეყანაში ჩამოსულ უცხოელ ტურისტებს, ისევე, როგორც ქართველ დამსვენებლებს, დავხვდეთ ახალი ულტრათანამედროვე საბაგიროთი, რომელიც იქნება უსაფრთხოების ყველა სტანდარტით დაცული“, – განაცხადა ქვრივიშვილმა ტელეკომპანია Imedi-ის ეთერში.
მისი თქმით, ახალი საბაგირო ხელს შეუწყობს მესტიაში მეტი ვიზიტორის მოზიდვას, რაც დადებითად აისახება ტურიზმში ჩართული ადგილობრივი მეწარმეების გაძლიერებაზე.
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, შპს МTS-ს (ყოფილი „მთის კურორტების განვითარების კომპანია“) დაევალა ჰაწვალი–ზურულდის დაზიანებული საბაგირო გზის დემონტაჟი და მის ადგილზე ახალი საბაგირო გზისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა, მისი გამშვები სისტემებითა და მასთან დაკავშირებული მოწყობილობებით აღჭურვა არაუგვიანეს 2021 წლის 31 დეკემბრისა.
მთის კურორტებზე არსებულ ყველა საბაგირო გზას, არსებული ტექნიკური პროტოკოლით, ყოველ მეორე წელს ტექნიკური ინსპექტირება, ხოლო ხუთ წელიწადში ერთხელ მაგნიტო-დეპოსკოპიური შემოწმება უტარდება.