წაგების ეშინიათ: მმართველმა პარტიამ არჩევნების გადავადების იდეა შეაფასა

© photo: Sputnik / Stringerირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 25.08.2021
გამოწერა
სახალხო დამცველი და მის კვალდაკვალ ოპოზიციის ნაწილი ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებით არსებული რთული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო 2 ოქტომბერს დანიშნული არჩევნების გადადებას ითხოვენ.
თბილისი, 25 აგვისტო – Sputnik. ოპოზიციის მოთხოვნა, რომ არჩევნები გადაიდოს – მარცხის შიშია, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია და მის კვალდაკვალ ოპოზიციის ნაწილი 2 ოქტომბერს დანიშნული თვითმმართველობის ადგილობრივი არჩევნების გადადებას ითხოვენ, რადგან ქვეყანაში ძალზე გამწვავებულია კორონავირუსის ეპიდემიასთან დაკავშირებული სიტუაცია.
ნინო ლომჯარია - Sputnik საქართველო, 1920, 24.08.2021
სახალხო დამცველს პანდემიის დროს არჩევნების ჩატარების მიზანშეწონილობაში ეჭვი ეპარება
„ეს არის შიშის გამოხატულება არჩევნების მიმართ. ჩვენ ასეთი კამპანია გვახსოვს გასულ წელსაც. ეს კამპანია მაშინაც ნინო ლომჯარიამ დაიწყო... რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ნიშანდობლივია და მეტყველებს იმაზე, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ძალიან ეშინია იმ არჩევნების, რომელიც კარს არის მომდგარი“, – განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, ოპოზიციურ ძალებს არჩევნების გადატანა აწყობთ, რათა ძალები მოიკრიბონ.

„ჩვენ მათ ვურჩევთ, რომ მარცხს შეეგუონ და მოემზადონ არჩევნებისთვის, რომელიც მათ, სავარაუდოდ, გარკვეულ მუნიციპალიტეტებში მანდატებს მოუტანს“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

„ნაცმოძრაობაში“ აღნიშნავენ, რომ მხოლოდ ეპიდემიოლოგების აზრს ითვალისწინებენ.
საარჩევნო ყუთი - Sputnik საქართველო, 1920, 24.08.2021
ჩატარდება თუ არა არჩევნები – რა გეგმა აქვს მთავრობას
„ამ ეტაპზე ეროვნული მნიშვნელობის ამოცანაა, საკოორდინაციო საბჭოში შემავალმა ეპიდემიოლოგებმა, ექიმებმა გვითხრან, საზოგადოება საქმის კურსში ჩააყენონ, თუ როგორია მათი ხედვა, პროგნოზი“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ.
ამასთან დაკავშირებით ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ არჩევნების გადადების რეკომენდაცია ჯერჯერობით არ არის და არჩევნებისა და წინასაარჩევნო პროცესები კონტროლდება.
ყველა ახალი ამბავი
0