https://sputnik-georgia.com/20210825/kompania-pfizer-covid-19-is-axali-stamis-sawinaarmdego-vaqcinas-3-tvesi-sevqmnit-258611649.html
კომპანია Pfizer: COVID-19-ის ახალი შტამის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნა 3 თვეში შეგვიძლია
კომპანია Pfizer: COVID-19-ის ახალი შტამის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნა 3 თვეში შეგვიძლია
Sputnik საქართველო
ფარმაცევტული კომპანია Pfizer-ის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ კორონავირუსის ახალი შტამის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნა უმოკლეს ვადებში შეუძლიათ. 25.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-25T19:13+0400
2021-08-25T19:13+0400
2021-08-26T11:34+0400
ახალი ამბები
მსოფლიო მეცნიერული კვლევები
covid-19 - ბოლო ცნობები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/0c/250596350_0:160:3072:1888_1920x0_80_0_0_67e7f844c3de557606604f84ac3ab29f.jpg
თბილისი, 25 აგვისტო — Sputnik. კომპანია Pfizer-ს აქვს შესაძლებლობა, სამ თვეში შეიმუშავოს ვაქცინა COVID-19-ის ისეთი ახალი შტამის წინააღმდეგ, რომელიც კომპანიის ამჟამად მოქმედი პრეპარატის დაცვის მოგერიებას შეძლებს, მაგრამ ამ დროისათვის კორონავირუსის ამგვარი შტამი ჯერ არ გამოვლენილა.„ყოველ ჯერზე, როგორც კი მსოფლიოში კორონავირუსის მორიგი ვარიანტი ჩნდება, ჩვენი მეცნიერები სწავლობენ, შეუძლია თუ არა ამ ვარიანტს ჩვენი ვაქცინის დაცვის გვერდის ავლა. ამ დროისათვის ჩვენ ასეთი შტამი არ გამოგვივლენია. მაგრამ ჩვენ მივიჩნევთ, რომ, სავარაუდოდ, ერთხელაც ასეთი შტამი გაჩნდება“, – განუცხადა Fox News-ს კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ალბერტ ბურლამ.მისი თქმით, ეს პროცესი დროის გარკვეულ მონაკვეთს მოითხოვს.„ჩვენ ავაწყვეთ პროცესი – 95 დღის განმავლობაში იმ დღიდან დაწყებული, როდესაც შემაშფოთებელ შტამს გამოვავლენთ, შეგვიძლია სპეციალურად მისი საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნა“, – აღნიშნა მან.23 აგვისტოს აშშ-ის სურსათისა და წამლის სააგენტომ (FDA) სრული ავტორიზაცია მიანიჭა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას, რომელიც Pfizer-ის და BioNTech-ის კონსორციუმმა შეიმუშავა.
https://sputnik-georgia.com/20210825/-vmusaobt-kidev-2-mln-pfizer-is-semotanaze-raribasvili-258606671.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/0c/250596350_171:0:2902:2048_1920x0_80_0_0_17dbea3cbd7445a4c881b89e4b65a610.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მსოფლიო მეცნიერული კვლევები
ახალი ამბები, მსოფლიო მეცნიერული კვლევები
კომპანია Pfizer: COVID-19-ის ახალი შტამის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნა 3 თვეში შეგვიძლია
19:13 25.08.2021 (განახლებულია: 11:34 26.08.2021) ფარმაცევტული კომპანია Pfizer-ის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ კორონავირუსის ახალი შტამის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნა უმოკლეს ვადებში შეუძლიათ.
თბილისი, 25 აგვისტო — Sputnik. კომპანია Pfizer-ს აქვს შესაძლებლობა, სამ თვეში შეიმუშავოს ვაქცინა COVID-19-ის ისეთი ახალი შტამის წინააღმდეგ, რომელიც კომპანიის ამჟამად მოქმედი პრეპარატის დაცვის მოგერიებას შეძლებს, მაგრამ ამ დროისათვის კორონავირუსის ამგვარი შტამი ჯერ არ გამოვლენილა.
„ყოველ ჯერზე, როგორც კი მსოფლიოში კორონავირუსის მორიგი ვარიანტი ჩნდება, ჩვენი მეცნიერები სწავლობენ, შეუძლია თუ არა ამ ვარიანტს ჩვენი ვაქცინის დაცვის გვერდის ავლა. ამ დროისათვის ჩვენ ასეთი შტამი არ გამოგვივლენია. მაგრამ ჩვენ მივიჩნევთ, რომ, სავარაუდოდ, ერთხელაც ასეთი შტამი გაჩნდება“, – განუცხადა
Fox News-ს კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ალბერტ ბურლამ.
მისი თქმით, ეს პროცესი დროის გარკვეულ მონაკვეთს მოითხოვს.
„ჩვენ ავაწყვეთ პროცესი – 95 დღის განმავლობაში იმ დღიდან დაწყებული, როდესაც შემაშფოთებელ შტამს გამოვავლენთ, შეგვიძლია სპეციალურად მისი საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნა“, – აღნიშნა მან.
23 აგვისტოს აშშ-ის სურსათისა და წამლის სააგენტომ (FDA) სრული ავტორიზაცია მიანიჭა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას, რომელიც Pfizer-ის და BioNTech-ის კონსორციუმმა შეიმუშავა.