საბერძნეთში ქართველი ქალი მოკლეს

© AFP 2024 / ANGELOS TZORTZINISსაბერძნეთის პოლიცია
საბერძნეთის პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 24.08.2021
გამოწერა
გარდაცვლილი ქალის მეზობლები ამბობენ, რომ მამაკაცს ალკოჰოლთან დაკავშირებით პრობლემები ჰქონდა და მათი ბინიდან ხშირად ისმოდა ჩხუბის ხმა.
თბილისი, 24 აგვისტო – Sputnik. საბერძნეთის ქალაქ სალონიკში 55 წლის ქართველი ქალი მოკლეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“ ბერძნულ მასმედიაზე დაყრდნობით.
თურქეთის პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 23.03.2021
თურქეთში 25 წლის ქართველი ქალი  მოკლეს, დაჭრილია მოკლულის მეუღლეც
გავრცელებული ინფორმაციით, ქალი თავისივე საცხოვრებელ ბინაში ასევე ქართველმა მამაკაცმა, სავარაუდოდ, დანით მოკლა. მსხვერპლს ასევე აღენიშნება მკვრივი საგნით მიყენებული არაერთი დარტყმის კვალი.
პოლიციას, რომელიც მეზობლებმა გამოიძახეს, ქალი უკვე გარდაცვლილი დახვდა. მეზობლების თქმით, ქალის ბინიდან ხშირად ისმოდა ყვირილისა და ჩხუბის ხმა, რადგან მამაკაცს, რომელიც ქალთან ერთად ცხოვრობდა, ალკოჰოლთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები ჰქონდა.
მამაკაცი საბერძნეთის პოლიციამ შემთხვევიდან მალევე დააკავა.
ყველა ახალი ამბავი
0