თბილისი, 23 მარტი - Sputnik. თურქეთში უცნობმა პირებმა საქართველოს მოქალაქე მოკლეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“ თურქულ მედიაზე დაყრდნობით.
შემთხვევა ქალაქ სტამბულში მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილია გარდაცვლილის პაკისტანელი მეუღლეც, რომელიც მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოშია გადაყვანილი.
თურქული მედიის ცნობით, ბინაში ოთხი ადამიანი შეიჭრა, რომლებმაც ცოლ–ქმარს დანით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენეს. ქალი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი სტამბულში, ერთ-ერთ ტექსტილის ფაბრიკაში მუშაობდა. მოკლულს ერთი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.