https://sputnik-georgia.com/20210824/ra-seravatebi-eqnebat-turistul-kompaniebsa-dagidebs-vaqcinaciis-semtxvevasi-258561169.html
რა შეღავათები ექნებათ ტურისტულ კომპანიებსა და გიდებს ვაქცინაციის შემთხვევაში
რა შეღავათები ექნებათ ტურისტულ კომპანიებსა და გიდებს ვაქცინაციის შემთხვევაში
Sputnik საქართველო
ყველა გიდი, რომელიც ორჯერადად იქნება ვაქცინირებული, მომდევნო ორი თვის განმავლობაში სახელმწიფო სერვისებით (მუზეუმები, დაცული ტერიტორიები, ზამთრის კურორტებზე... 24.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-24T19:31+0400
2021-08-24T19:31+0400
2021-08-24T21:59+0400
ახალი ამბები
ტურიზმი საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/09/252260616_0:157:3000:1845_1920x0_80_0_0_2a003b0efadd0c4602da21012e7309e3.jpg
თბილისი, 24 აგვისტო – Sputnik. ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ტურისტული კომპანიების, განთავსებისა და კვების ობიექტებისთვის ვაქცინაციის სტიმულირების პაკეტი მოამზადა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. პაკეტი მოიცავს შემდეგ პუნქტებს: კორონავირუსის პანდემიამდე საქართველოს ეკონომიკაში ტურიზმის წილი 10%-ს შეადგენდა, ამიტომაც ამ დარგის აღდგენა ქვეყნის ხელისუფლებისთვის უმნიშვნელოვანესია.ტურიზმის სფერო ყველაზე მეტად დაზარალდა კორონავირუსის პანდემიის შედეგად. საქართველოს რეკორდულმა წარმატებამ 2019 წელს, როდესაც საერთაშორისო მოგზაურთა რიცხვმა 9,3 მილიონს გადააჭარბა, ხოლო მიღებულმა შემოსავლებმა 3,3 მილიარდი დოლარი შეადგინა, აიძულა ამ დარგში დასაქმებული ადამიანები უფრო საფუძვლიანად მომზადებულიყვნენ 2020 წლისთვის. მაგრამ პანდემიამ ტურიზმის ინდუსტრიის ყველა გეგმა და იმედი ჩაშალა. ტურიზმისგან მიღებული შემოსავლები 2020 წელს 427,7 მლნ დოლარამდე შემცირდა, ხოლო საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა – 1,7 მილიონამდე. იმისთვის, რომ ეკონომიკა აღდგეს და ტურისტები ქვეყანაში დაბრუნდნენ, საქართველომ კოვიდ-შეზღუდვების ეტაპობრივად გაუქმება და საზღვრების გახსნა დაიწყო. 1 თებერვლიდან საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლა აღდგა. ეკონომიკის სამინისტროს მონაცემებით, მაისში, პანდემიამდე პერიოდთან შედარებით, ფრენების რაოდენობა 65%-ით აღდგა. 1 ივნისიდან საქართველომ სახმელეთო საზღვრებიც გახსნა.
https://sputnik-georgia.com/20210824/qobuletsi-sastumros-mepatroneebi-saprotesto-aqcias-martaven-258556337.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/09/252260616_166:0:2834:2001_1920x0_80_0_0_4831c6ca1115ca51d2de013862c55c79.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, ტურიზმი საქართველოში
ახალი ამბები, ტურიზმი საქართველოში
რა შეღავათები ექნებათ ტურისტულ კომპანიებსა და გიდებს ვაქცინაციის შემთხვევაში
19:31 24.08.2021 (განახლებულია: 21:59 24.08.2021) ყველა გიდი, რომელიც ორჯერადად იქნება ვაქცინირებული, მომდევნო ორი თვის განმავლობაში სახელმწიფო სერვისებით (მუზეუმები, დაცული ტერიტორიები, ზამთრის კურორტებზე არსებული საბაგიროები) სრულიად უსასყიდლოდ ისარგებლებს.
თბილისი, 24 აგვისტო – Sputnik. ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ტურისტული კომპანიების, განთავსებისა და კვების ობიექტებისთვის ვაქცინაციის სტიმულირების პაკეტი მოამზადა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ
განცხადებაში.
პაკეტი მოიცავს შემდეგ პუნქტებს:
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებზე თანამონაწილეობის საფასურის ფასდაკლება 2021-2022 წლებში: კომპანიისთვის, რომლის თანამშრომელთა 80% არის სრულად ვაქცინირებული – 50% ფასდაკლება, კომპანიისთვის, რომლის თანამშრომელთა 60% არის სრულად ვაქცინირებული – 30% ფასდაკლება
საერთაშორისო და შიდა ტურიზმის სტიმულირებისთვის გაცნობითი და პრეს-ტურების ორგანიზებისას მომსახურების შესყიდვისას (ტრანსპორტირება, კვებისა და განთავსების ობიექტები და ა.შ.) პრიორიტეტის მინიჭება კომპანიებს, რომელთა თანამშრომლების 60% იქნება ვაქცინირებული
ყველა სრულად ვაქცინირებული გიდისთვის მუზეუმებში, დაცულ ტერიტორიებზე და საბაგიროებზე შესვლა იქნება უფასო
სახელმწიფო მუზეუმებში, მუზეუმ-ნაკრძალებში, დაცულ ტერიტორიებზე უფასო შესვლა სექტემბერ-ოქტომბერში
სათხილამურო კურორტებზე არსებულ საბაგიროებზე – სეზონის გახსნიდან იანვრის ჩათვლით – უფასო აბონემენტით სარგებლობა.
კორონავირუსის პანდემიამდე საქართველოს ეკონომიკაში ტურიზმის წილი 10%-ს შეადგენდა, ამიტომაც ამ დარგის აღდგენა ქვეყნის ხელისუფლებისთვის უმნიშვნელოვანესია.
ტურიზმის სფერო ყველაზე მეტად დაზარალდა კორონავირუსის პანდემიის შედეგად. საქართველოს რეკორდულმა წარმატებამ 2019 წელს, როდესაც საერთაშორისო მოგზაურთა რიცხვმა 9,3 მილიონს გადააჭარბა, ხოლო მიღებულმა შემოსავლებმა 3,3 მილიარდი დოლარი შეადგინა, აიძულა ამ დარგში დასაქმებული ადამიანები უფრო საფუძვლიანად მომზადებულიყვნენ 2020 წლისთვის. მაგრამ პანდემიამ ტურიზმის ინდუსტრიის ყველა გეგმა და იმედი ჩაშალა. ტურიზმისგან მიღებული შემოსავლები 2020 წელს 427,7 მლნ დოლარამდე შემცირდა, ხოლო საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა – 1,7 მილიონამდე.
იმისთვის, რომ ეკონომიკა აღდგეს და ტურისტები ქვეყანაში დაბრუნდნენ, საქართველომ კოვიდ-შეზღუდვების ეტაპობრივად გაუქმება და საზღვრების გახსნა დაიწყო. 1 თებერვლიდან საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლა აღდგა. ეკონომიკის სამინისტროს მონაცემებით, მაისში, პანდემიამდე პერიოდთან შედარებით, ფრენების რაოდენობა 65%-ით აღდგა. 1 ივნისიდან საქართველომ სახმელეთო საზღვრებიც გახსნა.