როცა ყვავილების სიცოცხლე სხვა ფორმით გრძელდება, ანუ მცენარეებით ხატვის ხელოვნება

© courtesy of Gallery_Mმარიამ ჩოგოვაძე
მარიამ ჩოგოვაძე - Sputnik საქართველო, 1920, 24.08.2021
გამოწერა
როგორც წესი, გამხმარი ყვავილებისგან ძირითადად ჰერბარიუმს აკეთებენ ხოლმე, 23 წლის მარიამ ჩოგოვაძე კი უფრო შორს წავიდა და ყვავილების საშუალებით, შეიძლება ითქვას, ხატვა დაიწყო.
ყველაფერი იქიდან დაიწყო, რომ სურვილი გაუჩნდა თავისი ეზოს ყვავილებისთვის სიცოცხლე სხვა ფორმით გაეხანგრძლივებინა. დღეს საერთაშორისო ურთიერთობებზე სწავლობს და თავისუფალ დროს ხელოვნებას უთმობს. მისი ფაქიზი კომპოზიციები პოპულარობით სარგებლობს.
© photo: courtesy of Gallery_Mმარიამ ჩოგოვაძის შემოქმედება
მარიამ ჩოგოვაძის შემოქმედება - Sputnik საქართველო, 1920, 24.08.2021
მარიამ ჩოგოვაძის შემოქმედება
- მარიამ, დავიწყოთ იმით, როდის გაგიჩნდათ ასეთი იდეა?
- ოჯახთან ერთად კერძო სახლში ვცხოვრობ. სახლის წინ გვაქვს ეზო, სადაც ბევრი ყვავილია. დროთა განმავლობაში ბევრი ფერადი ყვავილი ჭკნებოდა ხოლმე და ისინი გადასაყრელად მენანებოდა. ბოლოს იმდენი დამიგროვდა, რომ გადავწყვიტე მათგან რაიმე ლამაზი გამეკეთებინა. მათგან კომპოზიციების შექმნის იდეაც ასე გაჩნდა. ამჟამად 200-მდე ნამუშევარი დამიგროვდა.
© photo: courtesy of Gallery_Mმარიამ ჩოგოვაძის შემოქმედება
მარიამ ჩოგოვაძის შემოქმედება - Sputnik საქართველო, 1920, 24.08.2021
მარიამ ჩოგოვაძის შემოქმედება
- შეიძლება ითქვას, რომ გამხმარი მცენარეებისგან სხვადასხვა სიუჟეტებს ხატავთ...
- ვცდილობ უბრალოდ ჰერბარიუმი არ გამომივიდეს. მაქსიმალურად ვმუშაობ იმაზე, რომ ჩემი ნამუშევრები გამორჩეული და ცოცხალი იყოს. მათგან ვქმნი ფრინველებს, ცხოველებს, ადამიანებს, სხვადასხვა თემატურ სიუჟეტებს. დედაშვილობის თემაზე გაკეთებული კომპოზიცია საბახტარაშვილის კლინიკას გადავეცი. შექმნილი მაქვს ნამუშევრები ფერადკანიანი აფრიკელი ქალბატონების გამოსახულებით. საერთოდ, ჰერბარიუმებიც მაქვს, მაგრამ ხშირად მაინც ვცდილობ რაღაც დავხატო მცენარეებისგან.
© photo: courtesy of Gallery_Mმარიამ ჩოგოვაძის შემოქმედება
მარიამ ჩოგოვაძის შემოქმედება - Sputnik საქართველო, 1920, 24.08.2021
მარიამ ჩოგოვაძის შემოქმედება
- რომელი ყვავილია ყველაზე დამყოლი და ადვილად დასამუშავებელი?
- სიმართლე გითხრათ, მათი არჩევა ადვილი საქმე არ არის, რადგან ყველას თავისი სპეციფიკა აქვს. მცენარე არ უნდა იყოს დაზიანებული, თანაც ყველა მცენარეს შენახვისთვის განსხვავებული ტემპერატურა და დრო სჭირდება. არის შემთხვევები, როცა ზოგიერთი სახეობის ყვავილი გამოშრობის შედეგად სრულიად კარგავს ფერს და მას უკვე ვეღარ ვიყენებ. ამიტომ ძირითადად ვიყენებ ისეთ ყვავილებს, რომლებიც კარგად მაქვს შესწავლილი და ფერსაც ინარჩუნებენ.
© photo: courtesy of Gallery_Mმარიამ ჩოგოვაძის შემოქმედება
მარიამ ჩოგოვაძის შემოქმედება - Sputnik საქართველო, 1920, 24.08.2021
მარიამ ჩოგოვაძის შემოქმედება
- ვიცი, რომ მარტო საკუთარი ეზოს ყვავილებით არ კმაყოფილდებით...
- დიახ, მცენარეებს ვყიდულობ ყველგან, სადაც რაიმე განსხვავებულს ვნახავ. მათ ბაზარში და მაღაზიაშიც ვეძებ. ასევე ვყიდულობ ბებოებისგან, ქუჩაში რომ დგანან. რაც შეეხება იმას, თუ საიდან ვისწავლე მათგან კომპოზიციების ხატვა, ძირითადად უცხოურ საიტებზე ვნახე როგორ კეთდება. დავაკვირდი და ვცადე, პირველივე მცდელობაზე გამომივიდა. მას შემდეგ აღარ გავჩერებულვარ.
© photo: courtesy of Gallery_Mმარიამ ჩოგოვაძის შემოქმედება
მარიამ ჩოგოვაძის შემოქმედება - Sputnik საქართველო, 1920, 24.08.2021
მარიამ ჩოგოვაძის შემოქმედება
- რითი ფუთავთ ნამუშევრებს, რომ არ ჩამოიშალოს?
- ამისთვის ვიყენებ სპეციალურ ჰაერგაუმტარ მასალას და ბუნებრივ კომპონენტებზე დამზადებულ წებოს. ხანდახან ჰგონიათ, რომ ეს ყვავილები შეღებილია, რადგან მათ პირვანდელი ფერი აქვს შენარჩუნებული. არადა, ჩემი არცერთი ნამუშევარი შეღებილი არ არის. მათ ზომებს რაც შეეხება, ყველაზე პატარას ზომა 10X10 სმ-ია, ხოლო დიდი ნამუშევარი - დედა-შვილის გამოსახულებით - 70X80 სმ-ია.
© photo: courtesy of Gallery_Mმარიამ ჩოგოვაძის შემოქმედება
მარიამ ჩოგოვაძის შემოქმედება - Sputnik საქართველო, 1920, 24.08.2021
მარიამ ჩოგოვაძის შემოქმედება
- ვინმე გეხმარებათ?
- უშუალოდ დამზადების პროცესში ვერავინ დამეხმარება, რადგან ყველა დეტალი ისეთი სპეციფიკურია, რომ ყველაფერს თავად ვაკეთებ. თუმცა საორგანიზაციო საქმეებში ოჯახის წევრები მიდგანან გვერდით, განსაკუთრებით მეუღლე. რადგან ყვავილების ყიდვიდან დაწყებული, ჩარჩოების შეძენით დამთავრებული, ჩემთან ერთად დადის ხოლმე, მის გარეშე ვერაფერს გავხდებოდი.
© photo: courtesy of Gallery_Mდამზადებულია ბუნებრივი გამომშრალი მცენარეებისგან. ავტორი მარიამ ჩოგოვაძე
დამზადებულია ბუნებრივი გამომშრალი მცენარეებისგან. ავტორი მარიამ ჩოგოვაძე - Sputnik საქართველო, 1920, 24.08.2021
დამზადებულია ბუნებრივი გამომშრალი მცენარეებისგან. ავტორი მარიამ ჩოგოვაძე
- თქვენს ვირტუალურ Gallery-M-ს ბევრი დამკვეთი ჰყავს...
- ბევრი ნამუშევარი გაჩუქებული მაქვს. დროთა განმავლობაში ახლობლებმა და მეგობრებმა მირჩიეს, რომ გამეკეთებინა საიტი, მქონოდა ჩემი გალერეა და შემოსავალი. დღეს მართლა ბევრი დამკვეთი მყავს და ეს ამბავი მახარებს. სამომავლოდ ვგეგმავ, რომ გავხსნა გალერეა, სადაც ჩემი ყველა ნამუშევარი განთავსდება. დამთვალიერებელი რეალურად შეძლებს მათ ნახვას და შეძენას.
© photo: courtesy of Gallery_Mდამზადებულია ბუნებრივი გამომშრალი მცენარეებისგან. ავტორი მარიამ ჩოგოვაძე
დამზადებულია ბუნებრივი გამომშრალი მცენარეებისგან. ავტორი მარიამ ჩოგოვაძე - Sputnik საქართველო, 1920, 24.08.2021
დამზადებულია ბუნებრივი გამომშრალი მცენარეებისგან. ავტორი მარიამ ჩოგოვაძე
- ვიცი, რომ ქველმოქმედებასაც ეწევით...
- დიახ, ჩემი გალერეის შემოსავლიდან რაღაც თანხას ქველმოქმედებასაც ვახმარ. შეძლებისდაგვარად ვცდილობ, ვისაც ჯანმრთელობის პრობლემა აქვს, საჭირო თანხა გადავურიცხო. რადგან ხელოვნების დანიშნულება, გარდა ესთეტიკური ღირეულებისა, ისიცაა, რომ მისი შემქმნელი სიკეთეზეც იყოს ორიენტირებული...
ყველა ახალი ამბავი
0