ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს

© Sputnik / Alexander Imedashviliსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 24.08.2021
გამოწერა
შსს-ს ინფორმაციით, მკვლელობაში ეჭვმიტანილის დასაკავებლად აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
თბილისი, 24 აგვისტო – Sputnik. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში 24 წლის მამაკაცი მოკლეს, იუწყება „პირველი არხი“.
შემთხვევა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ხანწკის მიმდებარედ გვიან ღამით მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცს ჭრილობა ცივი იარაღით მუცლის არეში მიაყენეს.
ხელბორკილები - Sputnik საქართველო, 1920, 23.08.2021
მკვლელობა ბორჯომში – პოლიციამ დამნაშავე „ცხელ კვალზე“ დააკავა
მკვლელობის მიზეზად პირადი უთანხმოება დასახელდა. მომხდარს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. დამნაშავე შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მის დასაკავებლად აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
ყველა ახალი ამბავი
0