მკვლელობა ბორჯომში – პოლიციამ დამნაშავე „ცხელ კვალზე“ დააკავა

© photo: Sputnik / Stringerხელბორკილები
ხელბორკილები - Sputnik საქართველო, 1920, 23.08.2021
გამოწერა
ბორჯომში ურთიერთშელაპარაკებას ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. მკვლელობაში ბრალდებულს 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
თბილისი, 23 აგვისტო – Sputnik. პოლიციამ ქალაქ ბორჯომში მომხდარ განზრახ მკვლელობაში ბრალდებული პირი დააკავა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 12.08.2021
პოლიციამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე თბილისში ერთი პირი დააკავა
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ბორჯომში მომხდარი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მასთან სტუმრად მყოფ ნაცნობ პირს ცივი იარაღით გულ-მკერდის არეში რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. სასიკვდილო ჭრილობების შედეგად მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული „ცხელ კვალზე“, შემთხვევის ადგილზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო.
საქმეზე გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს, რაც 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0