პოლიციამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე თბილისში ერთი პირი დააკავა

© photo: Sputnik / Stringerდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 12.08.2021
გამოწერა
მკვლელობა თბილისში 8 აგვისტოს პირადი წყენის საფუძველზე მოხდა. ბრალდებულს 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
თბილისი, 12 აგვისტო – Sputnik. პოლიციამ თბილისში განზრახ მკვლელობის ბრალდებით 45 წლის მამაკაცი დააკავა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა მიმდინარე წლის 8 აგვისტოს პირადი კონფლიქტის საფუძველზე პირს ცივი იარაღისა და ბლაგვი საგნის გამოყენებით სხეულზე დაზიანებები მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.
ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, თუმცა სამართალდამცველებმა იგი მომხდარიდან მალევე, „ცხელ კვალზე“ დააკავეს. პოლიციამ ნივთმტკიცებად დანაშაულის ჩადენის იარაღები – დანა და ჩაქუჩი ამოიღო.
განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0