საქართველოს ბანკები COVID-19-ისგან თანამშრომლების დასაცავად დამატებით ზომებს აწესებენ

© Sputnik / Alexander Imedashviliსწრაფო გადახდის ტერმინალი
სწრაფო გადახდის ტერმინალი - Sputnik საქართველო, 1920, 23.08.2021
გამოწერა
საქართველოს საბანკო სექტორში დასაქმებულთა 50% უკვე აცრილია ან დარეგისტრირებულია ასაცრელად; ვაქცინაციის წასახალისებლად ბანკები სხვადასხვა ღონისძიებას ატარებენ
თბილისი, 23 აგვისტო - Sputnik. საქართველოს ბანკების ასოციაცია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი დამსაქმებელი, თავის თავზე იღებს უსაფრთხო გარემოს შექმნის პასუხისმგებლობას და ექსპერტებთან ერთად იხილავს უსაფრთხოების დამატებით ზომებს კორონავირუსის გავრცელების შესაფერხებლად.
როგორც ორგანიზაციის განცხადებაშია აღნიშნული, საუბარია საერთაშორისო პრაქტიკის გამოყენებაზე, რომელიც ითვალისწინებს ვაქცინაციის დამადასტურებელი საბუთის წარდგენას ან რეგულარულ ტესტირებას.
ადამიანები პირბადეებით - Sputnik საქართველო, 1920, 23.08.2021
კოვიდ-სტატისტიკა საქართველოს რეგიონების მიხედვით
„ქვეყანაში შექმნილი მძიმე კოვიდ-სიტუაციიდან გამომდინარე, ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი ფინანსური სექტორი, რომელიც ყოველდღიურად ოპერირებს წინა ხაზზე და შეუფერხებლად აწვდის მომსახურებას თავის მომხმარებლებს, განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ვაქცინაციის პროცესის წახალისებას და მაქსიმუმს გააკეთებს თანამშრომელთა უსაფრთხოების დასაცავად“, - ნათქვამია განცხადებაში.
ამჟამინდელი მონაცემებით, საქართველოს საბანკო სექტორში დასაქმებულთა 50%-ზე მეტი უკვე აცრილია ან დარეგისტრირებულია ვაქცინაციაზე.
ბანკებში ჩატარდა საინფორმაციო და წამახალისებელი ღონისძიებები ვაქცინაციის მხარდასაჭერად.
გარდა ამისა, თანამშრომლებისა და კლიენტების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ბანკების ფილიალებში მკაცრადაა დაცული მოთხოვნები, ასევე მაქსიმალურადაა წახალისებული დისტანციური სერვისები.
საქართველო კორონავირუსის მეოთხე ტალღას ებრძვის, რომელიც, ეპიდემიოლოგების აზრით, ყველაზე მძიმეა. გაზაფხულზე ქვეყანამ მესამე ტალღა გადაიტანა, თუმცა ყველაზე მძიმე ვითარება 2020 წლის შემოდგომაზე იყო, როდესაც დღეში 4-5 ათასი ახალი შემთხვევა ვლინდებოდა. ამჟამად ინფიცირების ყოველდღიურმა მაჩვენებელმა გადააჭარბა მეორე ტალღის დროინდელ ციფრებს. გადატვირთულია საავადმყოფოები, დედაქალაქში გაიხსნა საველე ჰოსპიტლები. ეპიდემიოლოგები მოსახლეობას მოუწოდებენ ვაქცინაციისკენ, სკეპტიკოსებს კი - რეალობის გააზრებისა და აცრისაკენ.
ამირან გამყრელიძე - Sputnik საქართველო, 1920, 23.08.2021
როგორ ავიცილოთ თავიდან კორონავირუსის პანდემიის გამო ახალი შეზღუდვები
ბოლო მონაცემებით, საქართველოში 979.813 აცრა ჩატარდა, აქედან სრულად (ორჯერადად) აცრილია 294.365 ადამიანი.
ქვეყანაში ბოლო დღე-ღამეში ინფექციის 2.354 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. პანდემიის დასაწყისიდან ქვეყანაში დაფიქსირდა 517 ათასზე მეტი შემთხვევა, 453 ათასზე მეტი მოქალაქე გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 6.831 ადამიანი.
ყველა ახალი ამბავი
0