https://sputnik-georgia.com/20210823/dRis-astroprognozi-zodiaqos-niSnebisTvis-23-agvisto-252642357.html
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 23 აგვისტო
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 23 აგვისტო
Sputnik საქართველო
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები 23.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-23T00:15+0400
2021-08-23T00:15+0400
2021-08-23T09:57+0400
წასაკითხი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23957/31/239573184_0:100:1921:1180_1920x0_80_0_0_e6ecf1fa5289b19d84add339d992e9f9.jpg
დღეს 2021 წლის 23 აგვისტოა, ორშაბათი. კლებადი მთვარე თევზების ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მთვარე მფარველობს.ემოციებით სავსე დღეა. თუნდაც ყველაფერი დეტალურად გქონდეთ დაგეგმილი, აუცილებლად გამოჩნდება რაღაც, რაც გეგმიდან გადახვევას მოითხოვს. თქვენი გზამკვლევი სურვილები და გრძნობები გახდება. ამის გამო დღე არაპროგნოზირებადია, მაგრამ მთლიანობაში – იღბლიანი. ინტუიციას უნდა მოუსმინოთ ფინანსურ და საქმიან სფეროშიც კი და ბევრ რამეში იღბალს მიენდოთ. არ შეეწინააღმდეგოთ ურთიერთობებისკენ მისწრაფებას, ეს ბევრ საქმეში მოგიტანთ წარმატებებს.დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 22 აგვისტო>>ვერძი: დღეს ინიციატივის აშკარა ნაკლებობას შეიგრძნობთ. რა მიზნებიც არ უნდა დაისახოთ, მათ რეალიზაციამდე შეიძლება ვერც მიხვიდეთ. თუ არ გსურთ, რომ დღემ ფუჭად და უსარგებლოდ ჩაიაროს, საკუთარი აქტიურობის იმედი არ უნდა გქონდეთ. უმჯობესი იქნება, რომ ინიციატივას უფრო ენერგიულ ადამიანს გადააბარებთ და მის უსაფრთხო კურსს მიჰყვებით. ასე ყველაფერი თავისთავად მოგვარდება.კურო: დღეს თქვენი ემოციები ბოლოს და ბოლოს, გათავისუფლდება. მაგრამ ფრთხილად ყოფნაა საჭირო რადგან გრძნობებმა თავბრუ შეიძლება დაგახვიოთ, თან არა მარტო თქვენ, არამედ თქვენ გვერდით მყოფ ადამიანებსაც. მთავარი ისაა, რომ თქვენი ემოციები ძირითადად პოზიტიური იქნება, ამიტომ განსაკუთრებული სიფრთხილის ზომების მიღება არც გახდება საჭირო. გექნებათ საშუალება, რომ გრძნობებს მთელი გაქანებით მიენდოთ.ტყუპი: დღეს დაუგეგმავი ხარჯი გელოდებათ, სავარაუდოდ, რამეს შეიძენთ. მაგრამ საშიში არაფერია, თუ ვარსკვლავების რჩევას დაუჯერებთ და ფინანსურ საკითხებს დაფიქრებითა და ფრთხილად მოეკიდებით. ასეთ შემთხვევაში თქვენი შენაძენი აუცილებლად წარმატებული და სარგებლის მომტანი აღმოჩნდება თქვენი და თქვენი ოჯახისთვის და ბიუჯეტს მძიმედ არ დააჩნდება. სამსახურსა და სახლის საქმეებს შორის ოპტიმალური ბალანსი უნდა მოძებნოთ, რომ არ გაღიზიანდეთ და სიტუაცია არ დაიძაბოს.კირჩხიბი: თქვენი ბედნიერების მჭედელი თვითონ უნდა გახდეთ. დღეს მეოცნებე ხართ და ყველაფრის გაიდეალებისკენ ისწრაფვით. ვარსკვლავები გირჩევენ, არ მოწყდეთ რეალურ ცხოვრებას და აქტიურად ჩაერთოთ ახალი ამბებისა და მოვლენების ნაკადში. არც ისე რთული იქნება ოცნებების შეთავსება ყოვედღიურ საქმეებთან, საჭიროა მხოლოდ მოქნილობა, ყურადღება და აკურატულობა. კარგი დღეა მივლინების, საქმიანი მოლაპარაკებებისთვის.ლომი: ნამდვილად არ გაწყენთ გაორმაგებული ყურადღება ნებისმიერ, თუნდაც სულ უმნიშვნელო საქმეში. რაღაც დაშვებულმა შეცდომამ თავი შეიძლება მოგვიანებით იჩინოს და პრობლემები შექმნას. შეცდომის დაშვება შესაძლებელია ილუზიების, მოტყუების ან გაურკვეველი სიტუაციის გამო. ამიტომ კარგად უნდა შეამოწმოთ ყველაფერი, მაგალითადმ გადახდის ქვითრები, გარიგების დოკუმენტები და სხვ.ქალწული: თქვენ ირგვლივ ბევრი გაუგებრობაა, რაც ერთდროულად დაგაინტრიგებთ და გაგაღიზიანებთ. ყოველთვის ნათელი არაა სხვების განზრახვები, პასუხის მოტივები ან დუმილი. ხართ კრიტიკულად განწყობილი და თანამოსაუბრეებს ხშირად „მწარე“ გამონათქვამებით „კბენთ“, ამის გამო ისინი თქვენთან ურთიერთობებს თავს აარიდებენ. ნაადრევია სხვადასხვა თემის განხილვა, ინიციატივის წამოყენება მოლაპარაკებებზე ან თანამშრომლობაზე.სასწორი: ვარსკვლავები გირჩევენ, აქტიურად განიხილოთ რუტინული თემები, რომლებიც დაკავშირებულია მუშაობასთან, მომსახურებასთან, ჯანმრთელობასთან, პერსონალის დაქირავებასთან. მნიშვნელოვანია, რომ გათავისუფლდეთ ეჭვებისა და ცრურწმენებისგან. არ შეუშინდეთ საუბარს ექიმთან, თანაშემწესთან, კვლევას იმის გამო, რომ ნეგატიური რამ შეიძლება მოისმინოთ ან აღმოაჩინოთ. ეს ახლა ერთადერთი ხერხია იმისთვის, რომ ცხოვრების რაღაც მნიშვნელოვან საკითხში გაერკვეთ.მორიელი: დღეს უყურადღებოდ არ უნდა იყოთ თქვენი წარმოსავისა და ფაქიზი ალღოს მიმართ, მაგრამ არც შინაგან ხმაზე ბრმად მინდობა და მისი ჭეშმარიტებად აღიარება ღირს. კარგი იქნება, თუ გონების ხმას მიჰყვებნით, კრიტიკულად იაზროვნებთ და ამავე დროს, ლოგიკასა და ფანტაზიას დააბალანსებთ. არ უნდა გაგიტაცოთ ცრურწმენებმა, რაღაც ცრუ მინიშნებებმა. შესაძლოა, ძალიან წაგადგეთ რაციონალური აზროვნებით გამორჩეული მეგობრის ან კოლეგის რჩევა.მშვილდოსანი: დღეს დიდი მოქნილობა უნდა გამოიჩინოთ, მოგიწევთ სხვადასხვა პოლუსს შორის ლავირება, მაგალითად, ფანტაზიასა და რეალობას, კარიერასა და სახლს, სულიერსა და მატერიალურს შორის. მოსალოდნელია ქაოსი, რაც მოაწყობს ჩხუბისა და გაუგებრობების პროვოცირებას. რთული დღეა მოლაპარაკებებისთვის. დადგება პირადი პასუხისმგებლობის ახალი ფაზა. მზად იყავით ყოველივე ამისთვის.თხის რქა: არ გაწყენთ, რომ გადაამოწმოთ მიღებული ინფორმაცია და გამძაფრებულ ალღოს სკრუპულოზური ლოგიკური ანალიზი დაუმატოთ. ყველაფერი მკაცრად უნდა გააკონტროლოთ, ნებისმიერი დოკუმენტი, წერილი, დააზუსტოთ დეტალები, რომ შემდეგ პრობლემები არ შეგექმნათ. არ არის გამორიცხული მცირე გაუგებრობები და კამათი ახლობლებთან, კოლეგებთან და გართულება, თუ სადმე გიწევთ წასვლა.მერწყული: მიმდინარე საქმეებს დიდი ყურადღება უნდა მიაქციოთ, განსაკუთრებით ბიზნესის მართვის, მომსახურების, საგადასახადო და რესურსების განკარგვის საკითხებს. დიდია ალბათობა იმისა, რომ რამე გამოგრჩეთ, თაღლითობის მსხვერპლი გახდეთ ან ვინმემ გავნოთ. კარგად უნდა შეამოწმოთ პარტნიორის, მყიდველის, შუამავლისა და თუ სხვისი კანდიდატურა, სანამ რამე დოკუმენტს ხელს მოაწერთ.თევზები: დღეს თქვენთვის საფრთხილოა ისეთ დიალოგში ჩართვა, რომელიც თქვენთვის მტკივნეულ თემას ეხება. ემოციურობა მომატებულია და ეს დაუცველს გაგხდით სხვისი კრიტიკის ან დაცინვის წინაშე. საქმიან სფეროში შეიძლება დათრგუნულის პოზიციაზე აღმოჩნდეთ. შემცირებულია თქვენი კონკურენტუნარიანობა, გაგიჭირდებათ შეტევის მოგერიება. სჯობს, გაეცალოთ ასეთ „საბრძოლო“ ვითარებებს.
https://sputnik-georgia.com/20210820/zodiaqos-xuTi-gulcivi-niSani-252629021.html
https://sputnik-georgia.com/20210723/rodis-da-rat0pm-Ralatoben-zodiaqos-niSnebi-252393305.html
https://sputnik-georgia.com/20210623/zodiaqos-niSnebi-qorwinebaSi-252090347.html
https://sputnik-georgia.com/20210819/zodiaqos-yvelaze-erTguli-niSnebi-252622528.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23957/31/239573184_106:0:1813:1280_1920x0_80_0_0_f09e90c8ac4faaeaefacf6e6faaefbf8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
წასაკითხი ამბები
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 23 აგვისტო
00:15 23.08.2021 (განახლებულია: 09:57 23.08.2021) გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2021 წლის 23 აგვისტოა, ორშაბათი. კლებადი მთვარე თევზების ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მთვარე მფარველობს.
ემოციებით სავსე დღეა. თუნდაც ყველაფერი დეტალურად გქონდეთ დაგეგმილი, აუცილებლად გამოჩნდება რაღაც, რაც გეგმიდან გადახვევას მოითხოვს. თქვენი გზამკვლევი სურვილები და გრძნობები გახდება. ამის გამო დღე არაპროგნოზირებადია, მაგრამ მთლიანობაში – იღბლიანი. ინტუიციას უნდა მოუსმინოთ ფინანსურ და საქმიან სფეროშიც კი და ბევრ რამეში იღბალს მიენდოთ. არ შეეწინააღმდეგოთ ურთიერთობებისკენ მისწრაფებას, ეს ბევრ საქმეში მოგიტანთ წარმატებებს.
ვერძი: დღეს ინიციატივის აშკარა ნაკლებობას შეიგრძნობთ. რა მიზნებიც არ უნდა დაისახოთ, მათ რეალიზაციამდე შეიძლება ვერც მიხვიდეთ. თუ არ გსურთ, რომ დღემ ფუჭად და უსარგებლოდ ჩაიაროს, საკუთარი აქტიურობის იმედი არ უნდა გქონდეთ. უმჯობესი იქნება, რომ ინიციატივას უფრო ენერგიულ ადამიანს გადააბარებთ და მის უსაფრთხო კურსს მიჰყვებით. ასე ყველაფერი თავისთავად მოგვარდება.
კურო: დღეს თქვენი ემოციები ბოლოს და ბოლოს, გათავისუფლდება. მაგრამ ფრთხილად ყოფნაა საჭირო რადგან გრძნობებმა თავბრუ შეიძლება დაგახვიოთ, თან არა მარტო თქვენ, არამედ თქვენ გვერდით მყოფ ადამიანებსაც. მთავარი ისაა, რომ თქვენი ემოციები ძირითადად პოზიტიური იქნება, ამიტომ განსაკუთრებული სიფრთხილის ზომების მიღება არც გახდება საჭირო. გექნებათ საშუალება, რომ გრძნობებს მთელი გაქანებით მიენდოთ.
ტყუპი: დღეს დაუგეგმავი ხარჯი გელოდებათ, სავარაუდოდ, რამეს შეიძენთ. მაგრამ საშიში არაფერია, თუ ვარსკვლავების რჩევას დაუჯერებთ და ფინანსურ საკითხებს დაფიქრებითა და ფრთხილად მოეკიდებით. ასეთ შემთხვევაში თქვენი შენაძენი აუცილებლად წარმატებული და სარგებლის მომტანი აღმოჩნდება თქვენი და თქვენი ოჯახისთვის და ბიუჯეტს მძიმედ არ დააჩნდება. სამსახურსა და სახლის საქმეებს შორის ოპტიმალური ბალანსი უნდა მოძებნოთ, რომ არ გაღიზიანდეთ და სიტუაცია არ დაიძაბოს.
კირჩხიბი: თქვენი ბედნიერების მჭედელი თვითონ უნდა გახდეთ. დღეს მეოცნებე ხართ და ყველაფრის გაიდეალებისკენ ისწრაფვით. ვარსკვლავები გირჩევენ, არ მოწყდეთ რეალურ ცხოვრებას და აქტიურად ჩაერთოთ ახალი ამბებისა და მოვლენების ნაკადში. არც ისე რთული იქნება ოცნებების შეთავსება ყოვედღიურ საქმეებთან, საჭიროა მხოლოდ მოქნილობა, ყურადღება და აკურატულობა. კარგი დღეა მივლინების, საქმიანი მოლაპარაკებებისთვის.
ლომი: ნამდვილად არ გაწყენთ გაორმაგებული ყურადღება ნებისმიერ, თუნდაც სულ უმნიშვნელო საქმეში. რაღაც დაშვებულმა შეცდომამ თავი შეიძლება მოგვიანებით იჩინოს და პრობლემები შექმნას. შეცდომის დაშვება შესაძლებელია ილუზიების, მოტყუების ან გაურკვეველი სიტუაციის გამო. ამიტომ კარგად უნდა შეამოწმოთ ყველაფერი, მაგალითადმ გადახდის ქვითრები, გარიგების დოკუმენტები და სხვ.
ქალწული: თქვენ ირგვლივ ბევრი გაუგებრობაა, რაც ერთდროულად დაგაინტრიგებთ და გაგაღიზიანებთ. ყოველთვის ნათელი არაა სხვების განზრახვები, პასუხის მოტივები ან დუმილი. ხართ კრიტიკულად განწყობილი და თანამოსაუბრეებს ხშირად „მწარე“ გამონათქვამებით „კბენთ“, ამის გამო ისინი თქვენთან ურთიერთობებს თავს აარიდებენ. ნაადრევია სხვადასხვა თემის განხილვა, ინიციატივის წამოყენება მოლაპარაკებებზე ან თანამშრომლობაზე.
სასწორი: ვარსკვლავები გირჩევენ, აქტიურად განიხილოთ რუტინული თემები, რომლებიც დაკავშირებულია მუშაობასთან, მომსახურებასთან, ჯანმრთელობასთან, პერსონალის დაქირავებასთან. მნიშვნელოვანია, რომ გათავისუფლდეთ ეჭვებისა და ცრურწმენებისგან. არ შეუშინდეთ საუბარს ექიმთან, თანაშემწესთან, კვლევას იმის გამო, რომ ნეგატიური რამ შეიძლება მოისმინოთ ან აღმოაჩინოთ. ეს ახლა ერთადერთი ხერხია იმისთვის, რომ ცხოვრების რაღაც მნიშვნელოვან საკითხში გაერკვეთ.
მორიელი: დღეს უყურადღებოდ არ უნდა იყოთ თქვენი წარმოსავისა და ფაქიზი ალღოს მიმართ, მაგრამ არც შინაგან ხმაზე ბრმად მინდობა და მისი ჭეშმარიტებად აღიარება ღირს. კარგი იქნება, თუ გონების ხმას მიჰყვებნით, კრიტიკულად იაზროვნებთ და ამავე დროს, ლოგიკასა და ფანტაზიას დააბალანსებთ. არ უნდა გაგიტაცოთ ცრურწმენებმა, რაღაც ცრუ მინიშნებებმა. შესაძლოა, ძალიან წაგადგეთ რაციონალური აზროვნებით გამორჩეული მეგობრის ან კოლეგის რჩევა.
მშვილდოსანი: დღეს დიდი მოქნილობა უნდა გამოიჩინოთ, მოგიწევთ სხვადასხვა პოლუსს შორის ლავირება, მაგალითად, ფანტაზიასა და რეალობას, კარიერასა და სახლს, სულიერსა და მატერიალურს შორის. მოსალოდნელია ქაოსი, რაც მოაწყობს ჩხუბისა და გაუგებრობების პროვოცირებას. რთული დღეა მოლაპარაკებებისთვის. დადგება პირადი პასუხისმგებლობის ახალი ფაზა. მზად იყავით ყოველივე ამისთვის.
თხის რქა: არ გაწყენთ, რომ გადაამოწმოთ მიღებული ინფორმაცია და გამძაფრებულ ალღოს სკრუპულოზური ლოგიკური ანალიზი დაუმატოთ. ყველაფერი მკაცრად უნდა გააკონტროლოთ, ნებისმიერი დოკუმენტი, წერილი, დააზუსტოთ დეტალები, რომ შემდეგ პრობლემები არ შეგექმნათ. არ არის გამორიცხული მცირე გაუგებრობები და კამათი ახლობლებთან, კოლეგებთან და გართულება, თუ სადმე გიწევთ წასვლა.
მერწყული: მიმდინარე საქმეებს დიდი ყურადღება უნდა მიაქციოთ, განსაკუთრებით ბიზნესის მართვის, მომსახურების, საგადასახადო და რესურსების განკარგვის საკითხებს. დიდია ალბათობა იმისა, რომ რამე გამოგრჩეთ, თაღლითობის მსხვერპლი გახდეთ ან ვინმემ გავნოთ. კარგად უნდა შეამოწმოთ პარტნიორის, მყიდველის, შუამავლისა და თუ სხვისი კანდიდატურა, სანამ რამე დოკუმენტს ხელს მოაწერთ.
თევზები: დღეს თქვენთვის საფრთხილოა ისეთ დიალოგში ჩართვა, რომელიც თქვენთვის მტკივნეულ თემას ეხება. ემოციურობა მომატებულია და ეს დაუცველს გაგხდით სხვისი კრიტიკის ან დაცინვის წინაშე. საქმიან სფეროში შეიძლება დათრგუნულის პოზიციაზე აღმოჩნდეთ. შემცირებულია თქვენი კონკურენტუნარიანობა, გაგიჭირდებათ შეტევის მოგერიება. სჯობს, გაეცალოთ ასეთ „საბრძოლო“ ვითარებებს.